კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა
„ალვის ხე“ ებრაული ორიგინალის სწორი შესატყვისია „თეთრი ხვალო“. მცენარე ხვალო ბიბლიაში ის გვხვდება სულ რამდენიმეჯერ. მისი ებრაული სახელწოდებაა „ცაფცაფა მაქრიფა“. ბიბლიის ძველ ქართულ ხელნაწერებში მოიხსენიება სახელწოდებით „ბრაწი“ („გრაკლის ხე“) ხოლო ქართულ პირველად ისტორიულ წყაროებში, გვხვდება „გრაკალი“ ადგილი, სადაც სახლობდნენ უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. ჰერაკლემ თეთრი ვერხვი საბერძნეთში თესპროტიიდან შემოიტანა, რომელიც რომელიც მდინარე ახერონის ნაპირებზე აღმოაჩინა. ამიტომ შეარქვა ჰომეროსმა მას ახეროისი. თესპროტიის მდინარე ახერონი გაიგივებული იყო ქვესკნელის ნაკადთან, ხოლო თეთრი ვერხვი – ქვესკნელის მმართველი ღმერთი – ჰადესის წმინდა ხედ ითვლებოდა. შხამიანი გველის მიერ დაკბენილმა ჰერაკლემ, ალვის ფოთლებში მითიური ანტიდოტი იპოვა – თეთრი ვერხვი, რომელიც გამოიყენებოდა სისხლისა და კანის იცნობი დაავადებების დროს.ჰადესის ხისგან ჰერაკლემ გვირგვინი მოქსოვა, რომლის გარე ფოთლებიც შავი დარჩა, შიდა კი ჰერაკლეს ოფლისაგან გათეთრებულიყო, მაშასადამე თეთრი ვერხვი.ლეუკა, ოკეანოსის ქალიშვილი, რომელიც ყველაზე ლამაზი იყო ოკეანიდი ნიმფებიდან, ჰადესს შეუყვარდა და გაიტაცა თავისთან ქვესკნელში. მთელი მისი სიცოცხლე გაატარა ჰადესის სამეფოში და როცა გარდაიცვალა, ღმერთმა მისი ნუგეში სცადა და მათი სიყვარულის საპატივცემულოდ ელისიის მინდვრებში მემორიალი შექმნა, სადაც ღვთისმოსავნი ატარებდნენ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს. ღმერთმა ლეუკას სხეულიდან წარმოშვა თეთრი ხე, რომელიც წმინდა გახდა. ძველ ბერძნულ-რომაულ მითოლოგიაში ეს არის სიმბოლო მშვიდობიანი საიქიო ცხოვრებისა და ხსოვნისა მათი, ვინც გვიყვარდა.