კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და ისრაელის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენენ:

იყავი წრე |  მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმი

ფილმის შესახებ:

ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს…”

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაიიოანე ზოსიმე

 

‘’The symbols are laid around the circle and you are to locate yourself in the centre.’’-

Pathways to bliss

Joseph Campbell.

 

Hermes Trismegistus – “God is an infinite sphere, the center of which is everywhere, the circumference nowhere”

 

არქიტექტურის ისტორიის წიგნები იწყება მეგალითური კულტურიდან დოლმენებიდან, რომლებიც ყოველ ადამიანს სამყაროს მარადიულობას ახსენებს. არტეფაგებში ნაპოვნი დისკი და ტონიან ქვებზე შემორჩენილი ნიშნები (მზე,მთვარე ,ვარსკვლავები) მიგვანიშნებს ადამიანების და კოსმოსის კავშირებზე უხსოვარი დროიდან. ჩვენი ასომთავრული ანბანიც ამასვე მოწმობს: ზოგიერთი კვლევის მიხედვით შუმერებიდან იღებს სათავეს.

 

ანბანის პირველი ასო  

ანიმთვარე, ცა, მამრი ღვთებაარიცხვითი მნიშვნელობა 1. 

4დონიდღე ,ღვთება მზე ,დედა ღვთაებარიცხვითი მნიშვნელობა 4. 

9თანითვალი, ღვთაება სინათლე, მეცხრე ცა, რიცხვითი მნიშვნელობა 9.

11კანიკარები , დაბადება, მარადისობარიცხვითი მნიშვნელობა 20. 

19- რარა ღვთაება მზეთამზერიცხვითი მნიშვნელობა 100.

34- ხარი – 7000.

 

ფინიკიურ დედა ანბანში სულ 22 ასო ნიშანი იყო, ანუ 22 იდეოგრამა. პირველიაალეფი” – ხარის იდეოგრამა. შემდეგიაბეტი”, რომელიც სახლს აღნიშნავს, ხოლო მეოთრე ნიშანიდალეთ” – კარს. ფიქრობენ, რომ ჩრდილო სემიტური ანბანი ფინიკიურიდან წარმოიშვა. ჩრდილოსემური ანბანი 22 იდეოგრამააკროპონს ითვლის

სემიტური ანბანი ალეფითხარით იწყება და მთავრდება 

22- თავ, ჯვარი

შუმერები ხარს დედამიწას უწოდებენ.

ასომთავრული ანით იწყება (მთვარე) და მთავრდება 35 ჯვარი ასოთანიშანი

8000.

გამოდის, რომ ქართულ ანბანს მთვარის ღმერთის საკულტო ცხოველიხარი ამთავრებს და ანბანის დასასრულს აქაც ჯვარია დასმული. სემურ ანბანს ხარისალეფისიდიოგრამააკროფონი იწყებს ხოლო ქართულ ასომთავრულს პირუკუ, ხარის იდიოგრამააკროფონი ამთავრებს

ებრაული ენაივრითი განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს

იწყება ალეფით და მთავრდება ტაფ .את . 

 

ფილმის მიზანია მიგვაახლოვოს ჩვენი წინაპრების უძველეს ფესვს და დაგვანახოს კოსმიური კავშირების მნიშვნელობა ცივილიზაციის ამ ეტაპზე.

გაგვახედოს მარადისობასთან, შეგვახსენოს ძველ და პატარა ერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ მსოფლიოსთვის, რადგან ჩვენშია ის იდუმალი გასღები( ანბანი), რომელმაც აქამდე მოგვიყვანა შეგვანარჩუნებინა იდენტობა და გაგვიხსნა გზა მარადიული მოძრაობისკენ.

გამოყენებული ლიტერატურა: ქართული ასომთავრული, რამაზ პატარიძე

 

პრემიერა: ჰამბურგის ცეკვისა და ცეკვის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “TANZAHOi” მთავარი პროგრამის ფარგლებში “TANZAHOi – Take Part of Another World”. – სექტემბერი 2021

 

შემოქმედებითი ჯგუფი:

რეჟისორი და ქართული ანბანის ქორეოგრაფი: მაკა კილაძე 

ებრაული ანბანის ქორეოგრაფი: საარ ჰარარი

მოცეკვავე: ნათია ჩიკვაიძე

მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე

კამერა და მონტაჟი: საბა შენგელია, დავით ნადარაია

ანიმაცია: საბა ქარსელაძე

გრაფიკული დიზაინერი: გიორგი თავშავაძე

პროდიუსერი: სალომე ჯიშკარიანი