კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ანდრო დადიანის პერფორმანსს:

მე ვარ

ვინ ვარ მე, საკუთარ სხეულში დაუსრულებლად რომ ვირყევი, ვერც ვმშვიდდები და ჩემს გარშემოც ვერაფერს ვცვლი? ვინ ვარ მე, რომელსაც სიმშვიდე ერთი ხელის გაწვდენაზე მაქვს და ვერ ვწვდები? ვინ ვარ მე, ასე უუნარო და ვინ (რა) არის ”ის” ასე რომ დაგვყო და ვეღარაფერი გვაერთიანებს?

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ჰაერი თბილისშია, დაავადებული ადამიანების რაოდენობა დღითიდღე მატულობს, ქვეყანაში გარდაცვლილების რაოდენობა შობადობას ორჯერ აღემატება. ქვეყანაში ეკონომიკურ-პოლიტიკური სტაგნაცია შეუქცევად პროცესად იქცა. ამ უიმედობისგან, მარტოობისგან, ეკოლოგიური კატასტროფებისგან, საჯარო თუ პირად სივრცეებში წარუმატებლობასგან თავის გასათავისუფლებლად ადამიანი გარემოსგან გამიჯვნას იწყებს, კითხვებისთვის საკუთარ თავში ჩასვლას, საკუთარი შეზღუდული კონტექსტიდან ამოგლეჯის მცდელობას. როცა ადამიანს არ შეუძლია გააგრძელოს ფრაზა – ”მე ვარ”, როცა ყოფა გამაბრუებელ ბურუსშია გახვეული, ადამიანი საკუთარ ჩრდილს კარგავს და სიცოცხლეს როგორც მატერიას ვეღარ განიცდის, ცდილობს მთლიანის ჰარმონიასთან მიერთებას.

პერფორმანსი ქალის რეფლექსიაა პოლიტიკურად, ეკოლოგიურად, მენტალურად დაბინძურებულ გარემოზე, რამაც გენეტიკური კოდის ცვლილებამდე მივყავართ.

 

პროექტის მხარდამჭერია: თბილისის მერია, ქალთა ფონდი საქართველოში, შოთა რუსთაველის კინოსა და თეატრის უნივერსიტეტი.

ქორეოგრაფი: ნათია ჩიკვაიძე

მოცეკვავეები: ნათია ჩიკვაიძე, ნიკა ჩიკვატია

მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე

ვიდეო/მონტაჟი: ალექსი სოსელია, საბა რამა

ანიმაცია: თათა მანაგაძე

პერფორმანსი განხორციელდა კირკე- ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის ფარგლებში.

 

 

ფოტო/ვიდეო: საბა რამა