“კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა” თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის სინთეზი.
კირკეს მიზანია თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარება საქართველოში. პროექტი ქართველ საზოგადოებას აცნობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმერებს და მათ ნამუშევრებს. ასევე სთავაზობს საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს შემეცნებით შეხვედრებსა და საერთაშორისო კოლაბორაციებს.
პროექტი მულტი-ფუნქციური პლატფორმის შექმნას ისახავს მიზნად, რაც მოიაზრებს კულტურისა და ხელოვნების მიმართულებების პრიზმის გაფართოებას: ვიზუალური ხელოვნების, კინოს, თეატრის, ცეკვის, საჯარო ლექციებისა და პერფორმანსების განვითარების ხელშწყობით უწყვეტი შემეცნებითი სივრცის ჩამოყალიბებას, ახალი დისკურსის შექმნის შესაძლებლობასა და მის განვითარებას, ქართველი ახალგაზრდებისთვის მუდმივი სოციალურად აქტიური საერთო შემოქმედებითი სივრცის შექმნას.
პროექტის მხარდამჭერია: Check in Georgia, თბილისის მერია, სასტუმრო რუმსი, არტარეა