კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:
Witajcie / Welcome
“ჩემი ინტერესის სფეროა ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ მიიღოს ომისგან, კონფლიქტისგან, ჩაგვრისგან, შიმშილისა და სიკვდილისგან გამოქცეული ხალხი. მაინტერესებს კონფლიქტის, საფრთხისა და ტანჯვის გარემოებები”
პერფორმანსის ერთ-ერთი ელემენტია პერფორმანსის “Z wodą” დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში სოპოტში ჩატარდა დევნილთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ეს იყო ხელოვანის გამოხმაურება ზღვაში გარდაცვლილი ემიგრანტების საკითხზე, როგორც კადრების ტრანსფორმაცია პოლონურ, ხელშესახებ რეალობად.
პროექტი ორგანიზებული და დაფინანსებულია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ, რომელიც მოქმედებს Culture.pl სახელით საერთაშორისო კულტურული პროგრამის POLSKA 100 ფარგლებში, რომელიც პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საუკუნის თანმხლებია.
დაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, როგორც მრავალწლიანი პროგრამის NIEPODLEGŁA 2017-2021 ნაწილი.

Choreography, video, set design, sound: Aurora Lubos
music: Alex Catona
თარიღი: 27 სექტემბერი
დრო: 20:00
ადგილი: კლუბი ხიდი
ფოტო/ვიდეო: საბა რამა