კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა

ერთი წვეთი ცისფერი |  მოკლემეტრაჟიანი ექსპერიმენტული ფილმი

ფილმის შესახებ:

“ერთი წვეთი ცისფერი” მომზადებულია კირკე – თანამედროვე ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენატული პლატფორმის მიერ Saqanima -სა და Metallique -სთან პარტნიორებით.
ორმაგი ინსტალაცია
კოლაბორაცია -გიო სუმბაძე და ოთო შენგელია.
”ამოუცნობი განზომილებები”
‘Unidentified dimensions’
კონცეპტი:
წყალი სიცოცხლის ელექსირია და რომ არა წყალი, არ იქნებოდა დედამიწა და არ იარსებებდა არაფერი ამ პლანეტაზე. სწორედ ამ სიცოცხლის ელექსირშია ის მისტიკა, რასაც სამყარო საიდუმლოდ ინახავს.
ახლა მტკვარი გვიყვება იმ ისტორიას, რომელიც სათავეს თურქეთის მთებიდან იღებს და კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჩაედინება. არქეოლოგიურ გათხრებში აღმოჩენილია ადრე ბრინჯაოს ხანის ნივთები. ეს ძველი ნასახლარები გავრცელებულია ორ დიდ მდინარეს – მტკვარსა და არაქსს შორის, ამიტომ მას მტკვარი-არაქსის კულტურა უწოდეს. მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებლები დაიძვრნენ კავკასიიდან , ჩრილოეთ სირიის და ანატოლიის გავლით წავიდნენ პალესტინაში და ჩავიდნენ ისრაელში, რაც უკვე კირბეტ-კერაკის კულტურის სახელით არის ცნობილი (khirbet kerak).
პერფორმანსი გადაღებულია უფლისციხეში – ძვ. წ 4 ს. დათარიღებულ ქალაქში, რომელსაც ქურუმთ ქალაქს უწოდებდნენ. ამ ქალაქის ქვეშ ჩამოედინება მდინარე მტკვარი და ეს უძველესი ძეგლი ქრისტისნობამდე არსებული რიტუალური სამყაროს უდიდესი ძეგლია. უძველესი დროიდან, მზის ბუნიობის დროს, ამ ქალაქისკენ მიემართებონდენ, რათა მისტიკურ რიტუალში მიეღოთ მონაწილეობა, ეს მზის ქალაქი იყო – უფლის ქალაქი, სადაც ყველა ქურუმი და ქურუმთ-მსახური ცხოვრობდა. უფლისციხელი მოგვები ადგილობრივ ღმერთებს განადიდიდებდენ და დიდი დედის სიმბოლოს – ნანას სცემდნენ თაყვანს, რომელიც მინდვრების ქალღმერთს განასახიერებდა.
შემოქმედებითი ჯგუფი:
პროდუსერი, ანიმაცია – მარიამ კანდელაკი
რეჟისორი და კონცეპტის ავტორი – მაკა კილაძე
მუსიკოსი – ნატალია ბასილია
ვიდეო მონტაჟი – მეტალიკი, ხოსილიტა ხოსე ხოსიტაშილი
ოპერატორი – გიორგი მხეიძე
მოცეკვავეები:
Ekàtá Makåkaī
მარინა მაკასარაშვილი
მარიამ საყვარელიძე
თინა ბიჭიაშვილი
ხოსილიტა ხოსე ხოსიტაშვილი
მარიამ გიგაური
ანიმატორები:
ნინო ხიტალიშვილი
ნინა ჩუბინიშვილი
პროქტის მხარდამჭერები არიან:
თბილისის მერია / Tbilisi City Hall
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
Tänzer ohne Grenzen e.V.
Tbilisi – Unesco City of Media Arts