“The purpose of birth is learning
The purpose of learning is to grasp the Divine
The purpose of apprehending the Divine
is to maintain the endurance of one who apprehends
with the joy of apprehending”
ABRAHAM ABULAFIA
ივრითული ანბანის 21-ე ასო ‘’შინი‘’ რამოდენიმე ასოსგან შედგება. ის სამი სიმეტრიული ხაზისგან იქმნება, რომელიც მიემართება ქვემოდან ზემოთ. გემატრიაში “შინ” წარმოადგენს რიცხვს 300, ხოლო დაშლილის ჯამი – (შინ [300] – Yodh [10] – ნუნჰ [50] -) 360-ს ​​სრულ ციკლს და ასევე სრულ წრეს. ხოლო სხვა მნიშვნელობით “შინ” ნიშნავს ტყუილს. მოცემული ასო გვხვდება მეზუზაზე, პერგამენტის გრაგნილზე დაწერილი ბიბლიური ტექსტით. ასევე მეზუზაში არის შემა ისრაელის ლოცვა, რომელიც მოუწოდებს ისრაელებს შეიყვარონ ღმერთი მთელი გულით, სულით და ძალით. მეზუზა განთავსებულია შენობების ყველა კარის ჩარჩოზე. ის ასევე არის კაცობრიობის თვალთახედვაში დაბადებული ცვლებების და მადლის სიმბოლო, მნიშვნელობით რომ ყველაფერი კარგად არის. თუ ის აირეკლავს სამყაროს სარკეს, მაშინ ეს არის ცვლილებების გზა ,კაცობრიობის ბილიკი უკეთესობისკენ.
-ვინ ვარ ახლა? ბიოლოგიური არსება, რომელიც სიკვდილს ელის? რას ვაკეთებდი ადრე? რა უნდა გავაკეთო შემდეგში? რა არის ჩემი ფარული საგანძური? რა დავიჯერო და რა არა? შეიძლება ხელახლა დავიბადე? იქნებ ეს დაბადება არაცნობიერიდან ცნობიერში გადასვლაა? ეს შეიძლება პიროვნული ტრანსფორმაციის გზა იყოს?იქნებ ისევ მოჯადოვებული წრეა?
იმისთვის რომ არსებული ობიექტისგან რაიმე ახალი შექმნა, უნდა დაშალო ის, გაუკეთო დეკონსტრუირება და მხოლოდ მას შემდეგ სცადო ახლის შექმნა. ყოველი ახალი რაღაც ძველის დასასრულია.
სამი ასო ნიშნის ’’შინ’’-ის ხაზი (ფეხი) შეესაბამება ბაუჰაუსის სამ ფერს. მათი მოძრაობა ქმნის სხვადასხვა სტრუქტურას. მოცემული ფორმების წრიულად გადაადგილებით სივრცეში იწყება თამაში და იქმნება სხვადასხვა ობიექტი რომლებიც მოცეკვავესთან ერთდ მოძრაობისას ფორმირდებიან.
შემოქმდებითი გუნდი:
რეჟისორი და კონცეპტის ავტორი: მაკა კილაძე
ქორეოგრაფი: მაიკლ გეტმანი
ქორეოგრაფის ასისტენტი: არიელ გელბარტი
მოცეკვავე: ნათია ბუნტური
მუსიკა: ნატალია ბასილაია
კამერა: საბა შენგელია
მონტაჟი: გიორგი თავშავაძე
ანიმაცია: ანა ჩადუნელი
პროდუსერი: მარიამ ჯიქია