კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

კინოჩვენება: MA 

MA
Dir: Celia Rowlson-Hall
 
სინოფსისი
 
ფილმი, სადაც ქალი სამხრეთ-დასავლეთ ამერიკის გადამწვარ ველებს კვეთს, თანამედროვე ხედვით წარმოჩენილი წმინდა მარიამის პილიგრიმობაა.
ეს არის სრულიად გარდაქმნილი და მხოლოდ მოძრაობით გამოხატული ნარატივი. ფილმი ქალის როლის დეკონონსტურქციას ხალისიანად ახდენს. ის გაბედული პერსონაჟებით სავსე სამყაროს ეჯახება, სადაც პერსონაჟები მონაცვლეობით საშინელნი და ამაღელვებელნი არიან.
MA არის მოგზაურობა ინტუიტიურსა და სურეალიზმში, ჩახლართული რიტუალებში და ასევე, სხეულში როგორც სკულპტურაში. ფილმში დიალოგის არარსებობა აღვივებს გრძნობებს და ნაცნობი ისტორიის ახალი დასასრულის წარმოსახვისკენ მივყვართ. ქალწული მარიამი სამყაროს მხსნელს შობს, თუმცა საკუთარი თავის გადარჩენაც მისთვის ახალი გამოწვევაა.
 
ფილმის ჩვენება შედგება 31 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით კინოთეატრ “ამირანში”.
ფილმის ჩვენებების მხარდამჭერია ქალთა ფონდი საქართველოში.
 
თავშესაფარს მიღმა #2 ქალთა ფონდი საქართველოში აგრძელებს საქველმოქმედო კამპანიას „თავშესაფარს მიღმა,“ რომლის ფარგლებში ცდილობს მოიძიოს სახსრები ძალადობის მსხვერპლთა, დედათა და ბავშვთა თავშესაფრში ეკოლოგიურად სუფთა სათბურის ასაშენებლად. სათბური ხილით, ბოსტნეულით და მწვანილით მოამარაგებს იქ მცხოვრებ ადამიანებს, დასაქმდებიან თავშესაფარში მცხოვრები ქალები. მუშაობას თერაპიული დატვირთვაც ექნება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თავშესაფარში მცხოვრები დედებისთვის და მათი შვილებისთვის.
 
გაყიდული ბილეთებიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება თავშესაფარში.
 
ასევე, შეგიძლიათ გააკეთოთ ონლაინ შემოწირულობა შემდეგ ბმულზე: http://womenfundgeorgia.org/ka/Donate?fbclid=IwAR0HYq8L-B5-ALcTMbScAq93Ad6QCW6QrvbQouxr_FCxgiRkKmR_BjOc3lk
 
/

თარიღი: 31 იანვარი – 8 თებერვალი

ონლაინ ბილეთები: https://bit.ly/2SeTuZf

ადგილი: კინოთეატრი ამირანი

36, კოსტავას ქუჩა