კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:
არაფრის გარეშე
ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბული
თამაშის მიმართ გულწრფელი ტკბობითა და თვითირონიით აღჭურვილი ორი ხმა, ჯერ საკუთარ კონცეფციას წარადგენს და შემდეგ მათი სხეულებიც შემოგვიერთდება. ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი, თითქოს არაფრისგან, ქმნიან შთამბეჭდავ და მეგალომანიურ შოუს, რომელიც სხეულებს აგიზანზარებთ – თუმცა ისინი ყოველთვის მზად არიან წარუმატებლობისთვისაც.
ის თემები რომელსაც ეს ორი მოცეკვავე ამ კომპაქტურ და შეთავსებულ პერფორმანსში ეხებიან, მათი ბიოგრაფიებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარეობს თანამედროვე ცეკვაში: წარმატების რეცეპტები, შიშველი კანი როგორც საპროექციო სივრცე ყველანაირი ფორმისათვის და ჭა – ეს თეატრის ის ნაცადი ელემენტებია რომლებიც ქორეოგრაფიულად არის გაერთიანებული და რომელიც შემოქმედებითი დარგების საზღვრებს და არტისტული ექსპრესიის ფორმებს სცდება.
Credits:
Performance & Video: Luke Baio & Dominik Grünbühel
Music: Andreas Berger
Lights & Touring: Julian Vogel
თარიღი: 11, 12 მაისი
დრო: 20:00
მისამართი: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
19, შოთა რუსთაველის გამზირი
ბილეთები: შეიძინეთ აქ