კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგნეთ პერფორმანსის ონლაინ ჩვენებას:

“ქვემოთ, ღრმულში”

უცნაური ქმნილებები ჩნდებიან სიბნელიდან, მძლავრ ბგერებში აღწევენ და აუდიტორიას უფრო და უფრო ღრმად ითრევენ ილუზიასა და ტრანსფორმაციაში.
ლუკ ბაიო და დომინიკ გრუნბუელი სივრცესთან ურთიერთობას ახდენენ მათი მოძრაობის, მუსიკისა და პროექციების გახნსვავებული ასახვით.
თოჯინების თეატრი Lilarum თავისთავად შეიცავს კამერის პერსპექტივის ასპექტებს. სპექტაკლისა და ფილმის ‘საზღვრები’ ქმნიან უნიკალურ აუდიოვიზუალურ გამოცდილებას.
ანდრეა ბერგერის მუსიკისა და პერფორმერი დონგ იუკ კიმთან ერთად იქმნება თეატრის უსასრულო შესაძლებლობებში მოგზაურობა.

პერფორმანსი და კონცეფცია: ლუკ ბაიო, დომინიკ გრუნბუელი
პერფორმანსი: დონგ იუკ კიმ
ხმის დიზაინი: ანდრეას ბერგერი
განათება: ჯულიან ვოგელი
კოსტიუმები: სტეფან რორელი
ტექნიკა: რომან ჰარერი

შესრულებულია თოჯინების თეატრში Lilarum, ვენა, ავსტრია 2 მარტი, 2020.

ბიოგრაფია:

Luke Baio დაიბადა ბრიტანეთში. 2000 წელს დაამთავრა თანამედროვე ცეკვის Northern School ბრიტანეთში, შემდეგ ასევე 1 წლის განმავლობაში სწავლობდა ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში. ის იყო წევრი ცეკვის კომპანია Richard Alston 2001-2006 წლებში. 2007 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს როგორც ფრილანს მოცეკვავე ვენაში. იგი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან როგორებიც არიან: Liquid Loft / Chris Haring, Stadt Theatre Klagenfurt, Niki Adler, Neue Oper Wien, Smafu Company, Liz King, Stephanie Cumming, Semper Oper Dresden და Dominik Grünbühel.

Dominik Grünbühel სწავლობდა თანამედროვე ცეკვას ვენისა და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში. 2001 წლიდან ის მუშაობს როგორც ფრილანს მოცეკვავე ვენაში. იგი ასავე სწავლობდა “ციფრულ ხელოვნება და დრამატურგია – მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნებაში”. მას უმუშავია როგორც პერფორმერს, დრამატურგს, ვიდეო და პროექციის არტისტს ისეთ ხელოვანებთან როგორებიც არიან: Luke Baio, Charlotta Ruth, Michael Bruckner, Bankett, Konic Thtr & Rupert Huber und Judith Unterpertinger & Katherina Weinhuber

დომინიკ გრუნბუელი და ლუკ ბაიო (lukeanddom.org) ერთმანეთს 2000 წელს შეხვდნენ ლონდონში სწავლის პერიოდში. განსხვავებული კარიერული გზების მიუხედავად, თავისუფალ დროს ისინი სულ ერთად მუშაობდნენ. როდესაც ლუკ ბაიო ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, უფრო ხშირად მუშაობდნენ ერთად და 2010 წლიდან მათი ერთობლივი ნამუშევრები რეგულარულად ფინანსდება. შექმნეს 10მდე პერფორმანსი, ინსტალაციები, ინტერვენციები და site-specific ნამუშევრები. Dom & Luke

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღი: 12 ივნისი
დრო: 20:00

 

FB LIVE :  https://www.facebook.com/Circeplatform