კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ონლაინ ვორქშოფებს:

ცეკვის კომპანია Hung Dance სხეულის ენის ტექნიკები

ვორქშოფის შესახებ:

ვორქშოფი იქნება ცეკვის კომპანია Hung Dance-ის მოძრაობის ენის ტექნიკებზე, ყურადღება გამახვილდება სხეულის გარშემო დინამიურ და სტაციონალურ სივრცეზე. მოძრაობის ერთი წერტილიდან დაწყება, სხეულზე კუნთებისა და სახსრების დეკონსტრუქცია, სადაც მხოლოდ ცალკეულ ნაწილს აქვს მოძრაობის უფლება, ხოლო სხეულის დანარჩენი ნაწილი რჩება სტაციონალური.
გარდა ამისა, Taiji მოძრავი ელემენტები გადაიქცევა ძალად, რომელიც თანდათანობით სხეულზე კიდურებსა და კუნთებს ამოძრავებს. ეს ტექნიკა შეიძლება გამოვიყენოთ სხეულის ნებისმიერი ნაწილისთვის რათა შევქმნათ უნიკალური მოძრაობის ლოგიკა და ტექნიკური სხეულის ენა, რაც ერთდროულად დინამიურიცაა და უძრავიც.

*Taiji – ტაიჯი არის ჩინური კოსმოლოგიური ტერმინი – არადიფერენცირებული აბსოლუტისა და უსაზღვრო პოტენციალის “უზენაესი საბოლოო” მდგომარეობება, ერთიანობა დუალიზმამდე, საიდანაც წარმოიშვა ინი და იანი.

ვორქშოფს ჩაატარებენ: Hung-Chung LAI (სამხატვრო ხელმძღვანელი)、I-Han CHENG (Rehearsal Director)

ბიოგრაფია:

Hunge Dance თანამედროვე ცეკვის ანსამბლია, რომელიც ქორეოგრაფმა და სამხატრვო ხელმძღვანელმა Hung-Chung Lai-მ დააარსა 2017 წლის 5 მაისს. დასახელება “Hung” არის ცაში ნავარდის სიმბოლო. აღმოსავლური ელემენტებითა და თანამედროვე ცეკვის ლექსიკით შთაგონებული ანსამბლი დიდი წარმატებითა და პოპულარობით საგებლობს როგორც ტაივანის, ასევე საერთაშორისო სცენაზე. კოპმანიამ შექმნა 73 პერფორმანსი, იმყოფებოდა ფესტივალებზე 35 სხვადასხვა ქალაქში.

სამხატვრო ხელმძღვანელი Lai Hung-Chung

Lai Hung-Chung ტაივანელი ქორეოგრაფი და ცეკვის კომპანია “ “ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას დამთვრებული აქვს Taipei National University of Arts 2012 წელს. 2012-2018 წლებში Kaohsiung City Balletსთვის, როგორც მოწვეულმა ქორეოგრაფმა იმუშავა დადგემებზე “Gravity”, “Distant Light”, “Grim Winter”, “false”, ”Light” და “Raining in the room”.

2015/16 წლებში მისმა დადგმამ ““Watcher” მიიღო პირველი ადგილი, ასევე დადგმებმა “Stranger”, “Insistence of Beauty” და “Cloud” მიიღეს განსაკუთრებული ჯილდო კულტურის სამინისტროს ცეკვის კონკურსებში ტაივანში. 2016 წელს დადმა “Cloud” მიიწვიეს კორეის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე WDA-AP. ლაი შეირჩა 8 საერთშორისო ახალგაზრდა ქორეოგრაფს შორის “Insistence of Beauty”-ს შექმნისთვის. მისი დადგმები ასევე მიწვეული იყო 2015 წელს ჰავაიში ფესტივალზე WDA-Americas Conference & Festival.

როგორც ცეკვის კოპმანიის სამხატვრო ხელმძღვანელი, იგი ყურადღებას ამახვილებს Taiji-თ შთაგონებული ტექნიკებით სავსე ყოველდღიური მოვლენების ასახვაზე, რათა შექმნას ცეკვის ახალი ლექსიკა, რომელიც მის შექმოქმედებას აღმოსავლური ესთეტიკის ღრმა სიმშვიდით ავსებს.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღი: 6, 13 ივლისი
დრო: 20:00
ხანგრძლივობა: 1 საათი

FB LIVE – ვორქშოფების ნახვა შესაძლებელი იქნება ყველა ადამიანისთვის