კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინ ჩვენებას:
IMAGO
რა ხდება როცა ოცნება და რეალობა ერთმანეთს ეჯახება? ამ ორიგინალური ცეკვის თეატრალური დადგმით, ქორეოგრაფი და შემსრულებელი ნიკოლა ბულოკი მაყურებელს სთავაზობს გამოცდილებას, რომელიც იკვლევს იმ საფუძველს თუ ვინ ვართ რეალურად და ვინ გვინდა რომ ვიყოთ. ნიღბიანი არსება იღვიძებს უცნობ სამყაროში, კრთება სინათლის დანახვაზე და პირველად ამოძრავებს საკუთარ უცხოპლანეტურ სხეულს. როდესაც ის ტრანსოფრმირდება უფრო რეალურ ფორმაში – ადამიანის სხეულში – მისი ცხოველური ინსტიქტები ეჯახება ფემინურობის, დაბერებისა და სურვილის სოციალურ კონსტრუქტებს. ამ კონცეფციის სიმკაცრესთან შეჯახებული ქმნილება, საკუთარი ველური ბუნების შენარჩუნებასთან ერთად ცდილობს შექმნას “მართებული იდენტობა”. სამეცნიერო ფანტასტიკის, ბერძნული მითოლოგიის, იმპრესიონისტული ნახატებისა და ოქროს ხანის ფილმების შთაგონებული პერფორმანსი მაყურებელს აჩვენებს სივრცეს, სადაც სიმართლე და ილუზია განუყოფელია.
*
IMAGO – “გამოსახულება”
ფრთოსანი მწერის განვითარების ბოლო სტადია (ზრდადასრულებული მწერი).
ქორეოგრაფია და შესრულება: Nicola Bullock
დრამატურგია : Josephine Decker
ფროდაქშენ მენეჯერი: Nicolle Wasserman
ტექნიკური დირექტორი: Patience O’Neill
სასცენო მენეჯერი: JaMeeka Holloway-Burrell
კოსტიუმების დიზაინერი: Judith Förster
ფოტო: Moriah LeFebvre
ბიოგრაფია:
ნიკოლა ბულოკი არის ქორეოგრაფი, მოცეკვავე, პროდიუსერი და მასწავლებელი. მას უმუშავია როგორც ქორეოგრაფს 40მდე დადგმაში: მათ შორის მიუზიკლები, 3D ფილმები, სოლო და ჯგუფური პერფორმანსები. მას შესრულებული აქვს პერფორმანსები სხვადასხვა თეატრებში, ღია სივრცეებში, კლუბებში, ფესტივალებსა და მუსიკალურ კლიპებში. ნიკოლას შექმნილი აქვს ორი საკუთარი ქორეოგრაფიული დადგმა. გარდა მისი შემოქმედებითი საქმიანობისა როგორც ხელოვანი და პროდიუსერი, მას ასევე უმუშავია ხელოვანების დასახმარებლად საზოგადოების სხვადასხვა ერთობაში, მოხალისეობრივად ასწავლიდა პილატესს პატიმარ ქალებს და ჩართული იყო პოლიტიკურ საპროტესტო აქციებში უსამართლობისა და სახელმწიფოს უკანონო ქმედებების წინააღმდეგ. ნიკოლა დაიტერესებულია როგორც ხელოვნებით ასევე სოციალური სამართლიანობით, და ცდილობს შექმნას ღირებული შემოქმედება, რომელიც ცნობიერებისა და თანასწორების გააზრებას უწყობს ხელს.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით

თარიღი: 30 ივლისი
დრო: 20:00
+16