კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:
გაგას ონლაინ კლასები მოცეკვავეებისთვის
გაგა მოძრაობის ენაა, რომელიც ქორეოგრაფმა და ცეკვის კომპანიის “ბაჩევა” სამხატვრო ხელმძღვანელმა ოჰად ნაჰარინმა განავითარა წლების განმავლობაში (1990-2018). მოცეკვავეებთან კომუნიკაციის საჭიროება და მოძრაობის მიმდინარე კვლევები გახდა გაგას წარმოშობის მიზეზი.
გაგას კლასები დაფუძნებულია სხეულის ღრმა მოსმენასა და ფიზიკურ შეგრძნებებზე. ინსტრუქციები გამოყენებულია ცნობიერების ამაღლებისა და შეგრძნებების კიდევ უფრო გაძლიერების მიზნით, და ერთი მოცემულობიდან მეორეში სწრაფად გასავლის ნაცვლად, ინფორმაცია ილექება და ხდება მულტისენსორული, ფიზიკურად რთული გამოცდილება. მიუხედავად იმისა, რომ გაგას მრავალი ინსტრუქცია სრულდება წარმოსახვით, ფუნდამენტურად იგი სრულიად ფიზიკურია, რომელიც მოითხოვს კონკრეტულ შერწყმის პროცესს. ამ საერთო კვლევის შიგნით იკვეთება აღმოჩენის იმპროვიზაციული ხასიათი, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს ღრმა პირადი კავშირი დაამყარონ გაგასთან.
გაგა გვთვაზობს აღმოვაჩინოთ და გავაძლიეროთ სხეული, შევმატოთ მოქნილობა, გამძლეობა, სისრაფე და შეგრძნებებისა და წარმოსახვის სტიმულირების ხარჯზე გავაუმჯობესოთ სხავადასხვა უნარები (კოორდინაცია და ეფექტურობა). კლასები შედგება ვარჯიშებისგან, რომლებიც იძიებს ფორმას, სიჩქარეს, ძალისხმევას და ამავდროულად დამატებით სპექტრზე მუშაობს, როგორიცაა: რბილი და სქელი ტექსტურები, მყიფე და ფეთქებადი ძალები, შემცირებულად წარმოდგენა და გაზვიადება. მრავალშრიანი დავალებების საშუალებით, მონაწილეები იწყებენ გაქვავებული ადგილების გაღვიძებას, აძლიერებენ ჩვებების შესახებ ცნობიერებას, აუმჯობესებენ მოძრაობის ეფექტურობას და ძალისხმევის ამ მომენტში პოულობენ სიამოვნებას. გაგას ენა მუდიმავად განიცდის ევოლუციას და კლასებიც შესაბამისად განსხვავდება და ვითარდება.
ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:
“გაგა/მოცეკვავეები” ღიაა პროფესიონალი და სტუდენტი მოცეკვავეებისთვის.
მონაწილეებს საშუალება აქვთ დაესწრონ გაგას ერთ კლასს სასურველ პედაგოგთან და/ან სამივე კლასს.
მონაწილეობის მსურველებმა 7 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: Gaga/dancers აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 7 სექტემბერი
სამუშაო ენა : ინგლისური
კლასები ჩატარდება პროგრამა ZOOM მეშვეობით.
დასწრება თავისუფალია
გაგას მასწავლებლების ბიოგრაფია:
Omri Drumlevich
ომრი დაიბადა კიბუცში 1992 წელს. ის ცეკვავდა თან ერთად და სწავლობდა იერუსალიმის ცეკვისა და მუსიკის აკადემიაში. ომრიმ მონაწილეობა მიიღო ბაჩევას ანსაბბლის პროგრამაში “Excellenece”. ის ბაჩევას ანსამბლს 2010 წელს ხოლო ბაჩევას ცეკვის კომპანიას 2012 წელს.
Bobbi Gene Smith
ბობი ჯინ სმიტი იოვადანაა (აშშ). მას დამთავრებული აქვს ჯულიარდის სკოლა, სამხრეთ კაროლინას ხელოვნების სკოლა და Royal Winnipeg
საბალეტო სკოლა. 2004-2015 წლებში ის იყო ბაჩევას ცეკვის კომპანიის წევრი, ოჰად ნაჰარინის სამხატვრო ხელმძღვანელობის დროს. მას უმუშავია ბევრ ისეთ ხელოვანთან მსოფლიოს მასშტაბით როგორებიცაა: ოჰად ნაჰარინი, შარონ იალი, სელია როლსონ-ჰოლი და მართა კლარკი. ბობი არის გაგას სერტიფიცირებული მასწავლებელი, ის ასევე ასწავლიდა ოჰან ნაჰარინის შემოქმედებას ამერიკის სკოლებსა და უნივერსიტეტებში 2005 წლიდან. ამჟამად ის აქტიურად მუშაობს საკუთარ შემოქმედებაზე: A Study on Effort, Harrowing, and Arrowed.
Adi Zlatin
ადი იერუსალიმში დაიბადა 1983 წელს. მან ცეკვა 6 წლის ასაკიდან დაიწყო იერუსალიმის კონსერვატორიაში მასწავლებელთან Hasia Levy-Agron. 12 წლიდან იგი Hora Jerusalem ცეკვის ჯგუფს შეუერთდა. 2001 წელს დაამთავრა იერუსალიმის ცეკვისა და მუსიკის აკადემია.
ადი ბაჩევას ანსამბლს 2001 წელს შეუერთდა და 2004 წელს გახდა ბაჩევას ცეკვის კომპანიის ოფიციალური წევრი. მან მონაწილეობა მიიღო ოჰან ნაჰარინისა და შერონ ეიალის მრავალ ქორეოგრაფიულ პროექტში. 2012 წელს ადიმ მოიპოვა America Israel Cultural Foundation სტიპენდია და პრესტიჟული ჯილდო Yair Shapira. 2019 წელს, ადი ისევ ცეკვას კომპანიაში და აქტიურ მონაწილეობას იღებს ოჰად ნაჰარინის გაგას კვლევებში.
ადი არის სერტიფიცირებული გაგას ინსტრუქტორი და ასწავლის როგორც ისრაელში ასევე მთელს მსოფლიოში.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მხარდაჭერით.

კლასებს გაუძღვებიან: Omri Drumlevich, Bobbi Gene Smith, Adi Zlatin
თარიღები: 11,12,13 სექტემბერი
საათი: 19:00
ხანგრძლივობა: 45 წუთი