კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ფილმის ჩვენებას:

Mr. Gaga

მისტერ გაგა

ტომერ ჰეიმანის ფილმი

სინოფსისი

ოჰად ნაჰარინი, ცეკვის კომპანიის “Batsheva” სამხატვრო ხელმძღვანელი, მიჩნეულია ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ქორეოგრაფად მსოფლიოში. ოჰადთან შეხვედრა, მისთვის პირადი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან გარდამტეხ ეტაპზე, ეს სპირიტუალური და გამჭრიახი დოკუმენტური ფილმი, გაგაცნობთ ადამიანს, რომელსაც დიადი მხატვრული მთლიანობა და არაორდინალური ხედვა აქვს.
ფილმის გადაღებები 8 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. რეჟისორი ტომერ ჰეიმანი ფილმში აერთიანებს რეპეტიციების ინტიმურ კადრებს, არქივებში არსებულ ჩანაწერებსა და თვალწარმტაც ცეკვის ვიდეოებს.

თანამედროვე ცეკვის ენის შემცვლელის და მხატვრული გენიოსის შესახებ შექმნილი ეს ისტორია აუცილებლად აღტაცებულს დაგტოვებთ.

ოჰად ნაჰარინის შესახებ:

ოჰად ნაჰარინი მსოფლიოში აღიარებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თანამედროვე ცეკვის ქორეოგრაფია. 1990-2018 წლებში ცეკვის კომპანიის “Batsheva” სამხატვრო ხელმძღვანელი და ამჟამად “House Choreographer” – ოჰად ნაჰარინი განსაკუთრებული არტისტული ხედვით უძღვებოდა კომპანიას და განაახლა მისი რეპერტუარი მომაჯადოებელი ქორეოგრაფიით. მისი ნამუშევრები ასევე შესრულდა ისეთი ცნობილი კომპანიების მიერ როგორებიცაა: Nederlands Dans Theater, the Paris Opera Ballet, Les Grand Ballets Canadiens de Montréal, Compañía Nacional de Danza (ესპანეთი), Cullberg Ballet (შვედეთი), Cedar Lake Contemporary Ballet (ნიუ იორკი), Alvin Ailey American Dance Theater (ნიუ იორკი).
ოჰადი არის ინოვაციური მოძრაობის ენის “გაგას” შემქნელი, რამაც გაამდიდრა მის მიერ არაორდინალური მოძრაობების შექმნა, ცეკვის კომპანიის ტრეინინგი სრულიად შეცვალა და გააჩინა ახალი მზარდი ძალა ზოგადად მოძრაობის პრაქტიკის სფეროში, როგორც მოცეკვავეებისთვის ასევე არა მოცეკვავეებისთვის.

პროექტი ხორციელდება ისრაელის საელჩოს საქართველოში, თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” და გოეთეს ინსტიტუტი საქართველოში მხარდაჭერით.

თარიღი: 10 სექტემბერი
დრო: 21:00
მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
მიხეილ ზანდუკელის ქ. 16

დასწრება თავისუფალია

დამსწრეთა რაოდენობა იქნება შეზღუდული
ჩვენება გაიმართება ყველა რეგულაციის დაცვით.