კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინ ჩვენებას:
“გედების ტბა”
“გედების ტბა”
Club Guy & Roni + Slagwerk Den Haag + Tomoko Mukaiyama

აუდიტორია კლასიკური ბალეტისთვის თავის დასასრულს ირჩევს.

რას მიიღებთ როცა ნახავთ უჩვეულო, საერთაშორისო ცეკვის ჯგუფის Club Guy & Roni-ის მიერ შექმნილ კლასიკურ ბალეტს, რომელიც ჰოლანდიაში Het Zwanenmeer სახელითაა ცნობილი?

– მიიღებთ “გედების ტბას”: კლასიკური ნამუშევრის რემიქსი ღონისძიების ფორმატით, რომელიც ციფრულ რეალობასა და თეატრის სამ სხვადასხვა ფიზიკურ სივრცეში პარალელურად ხდება. პერფორმანსი არის სრულყოფილ ზღაპრულ სამყაროში გაქცევის ძლიერი სურვილისა და რეალობასთან კავშირის დაკარგვის საშიშროების შესახებ.

 

აუტიდორია სივრცეში გადაადგილდება, სცენიდან სცენაზე, და გზად იძულებულია მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც განსაზღვრავენ პერფორმანსის მიმდინარეობის პროცესს. ამავდროულად მაყურებელი მონაწილეობას იღებს “გედების ტბის ონლაინ თამაშში”, რაც ასევე განსაზღვრავს თუ როგორ დამთავრდება ეს ზღაპარი.

ყველას აქვს სათქმელის დაფიქსირების საშუალება და შესაბამისად, ამ გავლენასთან ერთად პასუხისმგებლობაც მოდის. გედების ტბის მაყურებლების პასუხისმგებლობის ხაზგასმით, პერფორმანსის ავტორები მიზნად ისახავენ გამოიკვლიონ თუ როგორ შეიძლება განვავითაროთ პროცესები კრიზისის შემდეგ. ტერმინი “შავი გედი” ეკონომიკური ფენომენის აღსანიშნავად გამოიყენება, რომლის პროგნოზირება წინასწარ შეუძლებელია, თუმცა მას უდიდესი გავლენა აქვს სისტემაზე. როგორ უნდა მოვიქცეთ ახლა, როდესაც კოვიდ-19ის შავმა გედმა და კლიმატურმა კრიზისმა გადალახა ჩვენი ზღაპრის დემოკრატიული, ლიბერალური მომხმარებლის სამოთხე? დავიწყებთ ერთად ახალ ამბავს?

 

შემსრულებლები:
 Adam Peterson, Angela Herenda, Camilo Chapela, Enrique Monfort, Felix Feenstra, Harold Luya, Igor Podsiadly, Jesula Visser, Jochem Braat, Jonathan Bonny, Niels Meliefste, Rosie Reith, Sanne den Hartogh, Tatiana Matveeva, Sam Corver, Sofiko Nachkebiya, William English, Zaneta Kesik

შემოქმედებითი ჯგუფი:

კონცეფცია + ქორეოგრაფია: Roni Haver + Guy Weizman პერფორმერებთან კოლაბორაცია

ტექსტი: Rik van den Bos
მუსიკა: Kordz (ალექსანდრე კორძაია), Tchaikovsky, Camille Saint-Saëns
სცენის დიზაინი: Ascon de Nijs
კოსტუმების დიზაინი: MAISON the FAUX
განათება&ვიდეო დიზაინი: Maarten van Rossem
ონლაინ არტ დიზაინი: Martijn Halie

 

პროექტი დაფინანსებულია თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მიერ.

 

თარიღი: 27 ნოემბერი
დრო: 22:00 (GMT+4)

პერფორმანსის ნახვა შესაძლებელია უსასყიდლოდ, განსაზღვრულია მოსაწვევების მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა, შესაბამისად გთხოვთ შეავსოთ მოცემული კითხვარი: https://docs.google.com/forms/d/1IWrCc9LiYPObU8n1iisVTUaeb8mTFD7TSg4jmxoCzJI/edit?fbclid=IwAR0CC2k2fB85VDA9DNdd-Wz33BB4TAq2JxT2OxaArQ1xyZSkm_lZKK7sYf0

პერფორმანსის ბილეთებს მიიღებთ 27 ნოემბერს ელექტრონული ფოსტის საშუალებით.