კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ონლაინ ვორქშოფებს:

აზრის ქმნილება

როგორ დავიწყოთ შემოქმედებითი პროცესი? როგორ გარდავქმნათ იგი პერფორმატიულ წინადადებად? მასტერკლასში თქვენ დაინახავთ ინსტრუმენტებისა და მეთოდების გამოყენებას, რომლებიც დაგეხმარებათ უკეთ მოუსმინოთ საკუთარ მხატვრულ ხმას და გააძლიეროთ ძირითადი ელემენტები, რომლებიც თქვენს იდეებს ქმნის.
ხელოვანი ილიტ მარომი, Helicopter Artist Collective-ისა და Project Space-ის წევრი ჰააგაში (NL) მასტერკლასების საშუალებით გაუზიარებს სქემას ინსპირაციიდან როგორ დგება პერფორმანსის სტრუქტურა. ის აერთიანებს სავარჯიშოებსა და დავალებებს უკუკავშირის დისკუსიებთან ერთად, რათა წარმოადგინოს შესაბამისი და საინტერესო საწყისი წერტილი ახალი შემოქმედებითი პროცესისთვის.

 

ილიტ მარომ (1986 ხაიფა, ისრაელი) არის ხელოვანი და ქორეოგრაფი რომელიც მოღვაწეობს ჰააგაში და მუშაობს ისრაელსა და ნიდერლანდებს შორის ცეკვისა და ვიზუალური ხელოვნების მიმართულებით. როგორც დამოუკიდებელი არტისტი ის ქმნის პროექტებს რათა წარმოაჩინოს პერფორმანსის პრაქტიკები, როგორც ღირებული გამოცდილება, რომელიც ადამიანებს აკავშირებს ფიზიკურ თვითგამოხატვასთან და გარემოსთან. პერფორმანსებისა და ჩაძირული სივრცეების სახით ეილიტი შეგნებულად აყენებს საკუთარ საზოგადოებას ისეთ გარემოებებში, რომლებიც ხელს უწყობენ ინტუიტიურ აღმოჩენებს, მათსა და ნამუშევარს შორის რეალური კავშირის დამყარების მიზნით. მისი ნამუშევარი შთაგონებულია არავერბალური კომუნიკაციით, სისტემების ურთიერთქმედების და ფუნქციების შესწავლით, რომლებიც ხორცშესხმულია შემსრულებლის სხეულებში ან შექმნილი სტრუქტურების სახით რაიმე ადგილას. www.eilitmarom.com
Helicopter (https://helicopter.studio/)
Helicopter არის სამხატვრო ინიციატივა, რომელიც მდებარეობს ყოფილ სკოლის შენობაში მოერვიკში, ჰააგაში (ნიდერლანდები).
Helicopter-ის წევრები არიან არტისტები და მუსიკოსები, რომელთაც სურთ გააძლიერონ თავიანთი შესაძლებლობები
“მასშტაბირებით” მიიღება “ვერტმფრენის” ხედი; უფრო ფართო ხედვა სამყაროზე, ახალი აზრებისა და იდეების ჩართვა და ათვისება.
შენობა გამოიყენება როგორც პლატფორმა ახალი ნამუშევრების შექმნისთვის, პრეზენტაციისთვის, გამოფენების და ღონისძიებების ორგანიზებისთვის, თანამოაზრეებთან დაკავშირებისთვის, სამეზობლოს და სხვა ადგილობრივი კოლექტივების შთაგონებისთვის, გაზიარებისა და გაცვლის მიზნით.
პროექტის მხარდამჭერია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
პროექტის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია არდი.
სესიების განრიგი:
29/11 19:30 – 20:15 დღე 1: დაკვირვება – სად არის ჩემი შთაგონება, რისი გაზიარება მსურს
01/12 19:30 – 20:15 დღე 2: გამოძიება – კვლევა, საკუთარი იდეებით სახალისო დროის გატარება
02/12 19:30 – 20:15 დღე 3: ჩანახატების გაკეთება – სტრუქტურები, შეფასებები, შეკრება
*06/12 19:30 – 22:00 ინდივიდუალური უკუკავშირის სესიები თითოეულ მონაწილესთან
09/12 19:30 – 20:15 დღე 4: ასახვა – რას ხედავ? რა ელემენტებია და როგორ გამოიყენება ისინი?
11/12 13:00 – 15:30 დღე 5: არჩევანის გაკეთება – ცვლილებები: ეს თუ ის, დარეგულირება და დეტალებზე ზრუნვა.
მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: