25 ნოემბერი – 1 დეკემბერი, 2024
თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის პლატფორმა კირკე ვეხმაურებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
რვა წლის განმავლობაში ჩვენი გუნდის , თანამედროვე ცეკვის, თეატრისა და მუსიკის პლატფორმის- კირკეს მიზანი იყო საკუთარი ძალებით, ხელოვნებითა და საერთაშორისო ურთიერთობებით გამოეხატა ქართული კულტურისა და ხელოვნების მჭიდრო კავშირი ევროპასთან.
სწორედ შარშან, სამწლიანი შრომის შედეგად, გავხდით Creative Europe-ის გრანტის ფარგლებში iCoDaCo-ს ორგანიზაციის პარტნიორები, რაც აეთიანებს 11 სხვა ევროპულ არტისტების ორგანიზაციებს და ჩვენც მათ შორის, საქართველოში ვართ პირველები რომლებიც ვიღებთ მონაწილეობას თანამედროვე ცეკვის ასეთ დიდ პროექტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ადგილს ევროპაში.
ეს ორგანიზაციებია:
ilDance : Sweden, SHIFFT : Netherlands, FAC: France, CUNTS Collective: Denmark, Companhia Instavel : Portugal, Studio Alta: Czech Republic, Creativity Lab: Latvia, SIN arts Centre: Hungary, Movimiento en Red: Spain, LAUKKU: Latvia, Sebastian Matthias Collaborations: Germany
iCoDaCo – კი გახლავთ თანამედროვე ცეკვის საერთაშორისო კოლექტივი, რომელიც არის ინოვაციური და ინტერკულტურული გაცვლის პროექტი. იგი მუდმივად განაგრძობს განვითარებას თანამედროვე ცეკვის ლანდშაფტში. 2012 წლიდან, დაარსების დღიდან, iCoDaCo ყურადღებას ამახვილებს ალტერნატიული სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე, რომლებიც პასუხობენ დღევანდელი მხატვრული და სოციალური რეალობის მწვავე საჭიროებებს.
iCoDaCo აერთიანებს თანამედროვე ცეკვის შემსრულებლების კოლექტივს ევროპის 12 ქვეყნიდან, რათა ერთობლივად ჩამოაყალიბონ ახალი ცოდნა, პრაქტიკა და მეთოდოლოგია. ეს ერთობლივი ძალისხმევა მიზნად ისახავს გააძლიეროს მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და ინოვაცია თანამედროვე ცეკვაში, ასევე გააფართოვოს ცეკვის ცოდნის გავლენა მიმდებარე სექტორებსა და ფართო საზოგადოებაში. iCoDaCo-ს 2022-2026 წლიან პროექტში ჩაიდო უამრავი ადამიას შრომა, როგოც ევროპული პარტნიორების, ასევე ქართველი არტისტების მხრიდან, წლები დასჭირდა ამ პროექტის მომზადებასა და განხორციელებას.
მიუხედავად იმისა, რომ ამ რთულ სიტუაციაში კირკეს გუნდი მორალურად ძალიან დათრგუნული ვიყავით , ჩვენ ვალდებულად ჩავთვალეთ, ევროკავშირის ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი არ შეგვეჩერებინა და აქციებზე გამოსვლისა და პროტესტის გამოხატვის პარალელურად მაინც ვყოფილიყავით ჩართულები მიმდინარე ვორქშოფებსა და სამუშაოებში. ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლით ვისაუბროთ ჩვენი პირველი ფიზიკური შეხვედრისა და მუშაობის პროცესებსა თუ შედეგებზე და ამ შეხვედრის იდეების გასაჯაროებისაგან თავს ვიკავებთ.
დღეს ისევ დავდექით იმ კითხვის ნიშნის ქვეშ, დავრჩებით თუ არა ისევ ამ პროექტში,ვიქნებით თუ არა ცივილური სამყაროს ნაწილი თუ დავბრუნდებით სიბნელეში, რომელიც უკვე მწარად გამოსცადა ჩვენმა წინა თაობებმა, ჩვენმა ხალხმა და ჩვენმა ისტორიამ.
დიდი შრომითა და ცეკვის მიმართ დიდი სიყვარულის შედეგად მოვახერხეთ და გავხდით ნაწილი ამ უნიკალური პროექტის , მაგრამ დღეს არ არის დრო ვისაუბროთ ცეკვაზე და ეკოლოგიაზე, რადგანაც დავემსგავსეთ თავისუფლებისთვის მებრძოლ ჯარისკაცებს. ამ ბრძოლაში დიდად გვაიმედებს ის ფაქტი, რომ ჩვენი თითოეული ევროპული ორგანიზაცია და კოლექტივის 60 -მდე არტისტი ხმამაღლა გამოხატავს ჩვენს თანადგომას და ბოლომდე აპირებს ჩვენთან ერთად ბრძოლას.
ამასთან გიზიარებთ ჩვენი ვორქშოფის ბოლო დღის თემას:
ხორუმი- ზუსტადაც რომ საბრძოლო შინაარსის საფერხულო წყობის უძველესი ქართული ხალხური ცეკვაა, რომლის ფონზეც დავასრულეთ ჩვენი ერთკვირიანი შეხვედრები .