კირკე – ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა აცხადებს მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების მიღებას შემოქმედებითი ევროპის საერთაშორისო პროექტში, 

iCoDaCo 2024-2027.

 

განაცხადების მიღება 21 მაისს იწყება და 14 ივნისს დასრულდება. 17 ივნისს შერჩეულ კანდიდატებთან ზუმის საშუალებით შედგება ონლაინ შეხვედრა. 20 ივნისს გამოცხადდება შერჩეული კანდიდატების საბოლოო სია.

 

პროექტის ფარგლებში შეირჩევა სულ 8 მოცეკვავე/ქორეოგრაფი, რომელიც 4 წლის განმავლობაში ჩაერთვება, საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამაში, რომლის მიზანია კვალიფიკაციის ამაღლება და  საერთაშორისო თანამშრომლობის წახალისება.

 

iCoDaCo 2024-2027 შესახებ

iCoDaCo 2024-2027 ევროპული თანამშრომლობის დიდი პროექტია, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. პროექტის კოორდინატორი შვედური ორგანიზაცია ilDance-ია. პროექტი 2012 წლიდან მიმდინარეობს სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა პარტნიორებითა და თემატური ფოკუსებით. 

პროექტი თანამედროვე ცეკვის შემსრულებლებს აერთიანებს ევროპის 12 ქვეყნიდან, რათა ჩამოაყალიბონ ცხრა კოლექტივი. კოლექტივები ერთად მუშაობენ ახალი ცოდნის, მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესამუშავებლად.

iCoDaCo 2024-2027-ის ფარგლებში, ცხრა ეროვნული კოლექტივი შვედეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან, ესპანეთიდან, პორტუგალიიდან, ჩეხეთიდან, ლატვიიდან, უნგრეთიდან და საქართველოდან მჭიდროდ ითანამშრომლებს ერთმანეთთან. ჩაერთვება თანამშრომლობით პროექტებში, გაცვლასა და საერთო პრაქტიკის გაზიარების პროცესში ციფრული პლატფორმების დახმარებით მთელი პროექტის განმავლობაში.

პროექტის მიზანია გააძლიეროს, განავითაროს და უზრუნველყოს მდგრადობა, ხელმისაწვდომობა და ინოვაცია თანამედროვე ცეკვის სფეროში. ამასთან, საკუთარი წვლილი შეიტანოს ცეკვის შესახებ არსებული ცოდნის გაძლიერებაში  მოცემულ სექტორსა და საზოგადოების სხვა ჯგუფებში.

 

iCoDaCo 2024-2027 შეიმუშავებს მსოფლიოში პირველ ღია წვდომის ციფრულ პლატფორმას, რომელიც განკუთვნილია თანამედროვე ცეკვის პრაქტიკისთვის. პროექტში მონაწილე ყველა არტისტი მოცემულ პლატფორმაში საკუთარ წვლილს შეიტანს როგორც ინდივიდუალურ, ისე კოლექტიურ დონეზე; პროექტის  მიზანია გლობალურად გააძლიეროს ცოდნის გაზიარება, თანამშრომლობა და ხელმისაწვდომობა თანამედროვე ცეკვის შესახებ.

 

კირკეს – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმის შესახებ

კირკე – ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმაა, რომელიც   თანამედროვე ცეკვას, თეატრსა და მუსიკას აერთიანებს.

პლატფორმა ემსახურება საქართველოში თანამედროვე ექსპერიმენტული ცეკვისა და პერფორმანსის სცენის განვითარებას. კირკე – ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა მასპინძლობს საერთაშორისო თანამედროვე პერფორმანსების ღონისძიებებსა და აწყობს ვორქშოფებს ქართული აუდიტორიისთვის. პლატფორმა აძლიერებს სფეროს და ეხმარება საერთაშორისო თანამშრომლობაში.

კირკეს მიზნებია: სოციალურად აქტიური შემოქმედებითი სივრცის შექმნა, რათა ხელი შეუწყოს ახალი დისკურსიების განვითარებასა და ზოგადად, ვიზუალურ ხელოვნებაზე, კინოზე, თეატრზე, თანამედროვე ცეკვაზე წარმოდგენის გაფართოებას საჯარო ლექციების მეშვეობით. 

 

არტისტი როლი iCoDaCo 2024-2027-ში

iCoDaCo 2024-2027 პროგრამაში მონაწილე არისტებისთვის

ცოდნის წარმოების პროცესში – მრავალმხრივი რეზიდენტურის პროგრამა (2024 ნოემბერი – 2026 თებერვალი).

არტისტები მონაწილეობას მიიღებენ ვრცელ რეზიდენტურ პროგრამაში, რომელიც თემატურად არის შემუშავებული ინოვაციების გასაღვივებლად და სიღმისეული კვლევის გასაადვილებლად. რაც მოიცავს როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი რეზიდენციების სერიას, რომელიც ხელს უწყობს შემოქმედებითი კვლევისა და გაცვლის სივრცის განვითარებას. რეზიდენციების დროს არტისტები ითანამშრომლებენ სხვა საერთაშორისო კოლექტივებთან (სხვა გეოგრაფიულ ადგილებში). არტისტებს მოეთხოვებათ უკუკავშირი თითოეული თემის შესახებ თითოეული რეზიდენციის ბოლოს, რაც მოგვიანებით გაზიარდება ახლად შემუშავებულ iCoDaCo ღია წვდომის ციფრულ პლატფორმაზე.

საერთო ჯამში მოცემულია რეზიდენციის, ცოდნის წარმოების (კვლევითი) 15 კვირა, რომელიც იყოფა 8 რეზიდენციად (ერთი 1 ერთკვირიანი და 7 ორკვირიანი).

9-ვე კოლექტივი ერთდროულად ერთვება რეზიდენციაში, თითოეული საკუთარ ქვეყანაში. ყოველ კვირას განისაზღვრება თემა, რომელსაც ყოველი კოლექტივი მიმართავს. პერიოდულად კოლექტივი მიიღებს სტიმულს, რათა დაეხმაროთ რეზიდებციაში მყოფებს კვლევის პროცესში. სტიმული არ კარნახობს კოლექტივებს კონკრეტულ მიდგომას, მეთოდოლოგიას ან პროცესს, რომელსაც   მიმართავენ, მეთოდოლოგიას და პროცესს შეიმუშავებს თვითონ კოლექტივი. თითოეულ კოლექტივს შესაძლებლობა აქვს შეიმუშაოს განსხვავებული მიდგომა. ერთსულოვნება და ერთგვაროვნება საჭირო არ არის.

ყოველ კვირას რეზიდენციაში,  შუა კვირაში იქნება სხვა  კოლექტივების არტისტებთან კომუნიკაციის შესაძლებლობა. აქ არტისტებს შეეძლებათ წინ წამოწიონ აზრები/იდეები სხვა კოლექტივებთან და მთლიან კოლექტივთან, სურვილის არსებობის შემთხვევაში. რაც მოხდება არტისტების ნებიდან/მოთხოვნიდან გამომდინარე და არა  პროექტის სტრუქტურაში არსებული ვალდებულების მიზეზით.

თითოეულ არტისტს (ყველა კოლექტივიდან) მოეთხოვება საკუთარი წვლილი/ასახვა/დასკვნა წარმოადგინოს პროექტის სტრუქტურაში შემოთავაზებული 15 კვარტლიდან. ინდივიდუალური წვლილის ფორმატს/მედიას თავად ინდივიდი აირჩევს (ტექსტი, ვიდეო, ესკიზი, აუდიო ფაილი, ფოტო, მიმი და ა.შ.).

ერთობლივი შექმნის პროცესი (2027 წლის გაზაფხული)

პროექტი ითვალისწინებს 6-კვირიან თანამშრომლობითი შექმნის პროცესს, რომელიც დაფუძნებულია ცოდნასა და პრაქტიკაზე. 

პროექტის ცოდნის წარმოების ფაზის შემდეგ, თითოეულ კოლექტივს მოეთხოვება შექნას ახალი ნამუშევარი. ახალ ნამუშევარს შეიმუშავებენ iCoDaCo-ს „ადგილობრივ“ კოლექტივებში და მთელს კოლექტივში. მოცემული ნამუშევარი შეიქმნება 6 კვირის განმავლობაში, ცოდნის წარმოების 15 კვირიანი პროცესის შემდეგ და წარმოდგენილი იქნება როგორც მინიფესტივალის ნაწილი.

საზოგადოების ჩართვა (პროექტის განმავლობაში)

iCoDaCo-ში ჩვენ  ცეკვის გარშემო ერთმანეთთან ვაკავშირებთ  საზოგადოების სხვადასხვა წევრებს, მათ შორის მოყვარულებს, სტუდენტებსა და მარგინალიზებული ჯგუფების წევრებს, მთელი რიგი აქტივობებით, როგორიცაა სემინარები, კლასები და საუბრები. საზოგადოების რომელ წევრებს რა გზით, როგორ და როდის დაუკავშირდებიან ჩართული არტისტები გადაწყდება არტისტებთან შეთანხმების საფუძველზე.

არტისტები ასევე ჩაერთვებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის ნაწილში, საჯარო ღონისძიებებში და პრაქტიკის გაზიარების პროცესში ლოკალურ/ეროვნულ დონეზე (ვორქშოფები, კლასები, არტისტული საუბრები, სემინარები, Satellite creation და ა.შ.).

*პროფესიული განვითარება (პროექტის განმავლობაში)

მიიღებთ წვდომას სემინარების, კონფერენციებისა და ვორქშოფების სერიაზე, რომელიც მიზნად ისახავს პროფესიული ზრდისა და ევროპის მასშტაბით შესაძლებლობების გაფართოებას.

გექნებათ ინდივიდუალური მენტორობის შესაძლებლობა და რჩევების მიღების სესიები ექსპერტებთან, თითოეული არტისტის საჭიროებებსა და ზრახვებზე დაყრდნობით.

მინი-ფესტივალ(ებ)ში მონაწილეობა (2 კვირა გაზაფხული-ზაფხული 2027)

წვლილის შეტანასა და მონაწილეობას შეძლებთ მინი-ფესტივალ(ებ)ის პროგრამებში, რომელიც მოიცავს პერფორმანსებს, ვორქშოპებს, არტისტების საუბრებსა და ლექციების დემონსტრირებას iCoDaCo ღია წვდომის ციფრული პლატფორმის თანამედროვე ცეკვის პრაქტიკისთვის. მინი-ფესტივალის პროგრამა მოიცავს ჰიბრიდულ ინდივიდუალურ და ციფრულ აქტივობებს, რომლებსაც უძღვებიან iCoDaCo კოლექტივების წევრები და თანამშრომლები.

iCoDaCo 2024-2027-ის ყველა კოლექტივი წარადგენს თავის ახალ კოლექტიურ ნამუშევარს მინი-ფესტივალ(ებ)ის პროგრამაში, რომელიც ჩატარდება სხვადასხვა გეოგრაფიულ ადგილას ერთდროულად. პროგრამა ინტერაქტიულობის შესაძლებლობას შექმნის ციფრული, ვირტუალური და ჰიბრიდული მედიის საშუალებით, რათა  არტისტებმა და ჯგუფებმა შეძლონ კომუნიკაცია.

წვლილი კოლექტიური ცოდნის წარმოებაში (პროექტის განმავლობაში)

მონაწილეებს მოუწევთ შემოქმედებითი პროცესისა და მოგზაურობის დოკუმენტირება და გაზიარება iCoDaCo 2024-2027-ში iCoDaCo ღია წვდომის ციფრულ პლატფორმაზე და ამით მონაწილეობა ცოდნისა და შემოქმედებითი კვლევის კოლექტიურ პროცესში.

არტისტებს უნდა ჰქონდეთ სურვილი გაუმკლავდნენ ციფრულ ფორმატებს, გაეცნონ მათ, იმუშაონ და გამოიყენონ ისინი მთელი პროექტის განმავლობაში. უნდა ჰქონდეთ სურვილი სათანადოდ უპასუხონ გარკვეულ ციფრულ და ანალოგურ ფორმატებსა და საშუალებებს, ზოგჯერ კი თარგმნონ საკუთარი პრაქტიკის ასპექტები ციფრულ ფორმებად და დაადასტურონ, თუ როგორ ვითარდება მათი პრაქტიკა მთელი პროექტის განმავლობაში.

აქტიურობა მედიისა და კომუნიკაციის ნაწილში (პროექტის განმავლობაში)

არტისტებს მოეთხოვებათ მონაწილეობა მიიღონ მარკეტინგის, კომუნიკაციისა და PR აქტივობებში, რაც გაზრდის iCoDaCo-ს ხილვადობას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო დონეზე. აქტივობები ხილვადობის გაზრდის შესაძლებლობას მისცემთ თვითონ არტისტებსაც, როგორც პროექტის ელჩებს, ცნობილი საცეკვაო ღონისძიებებისა და პლატფორმების მასშტაბით.

ზოგადი ვადები:

პროექტი დაიწყო 2024 წლის იანვარში და დასრულდება 2027 წლის სექტემბერში, ძირითადი აქტივობები შემდეგნაირად განხორციელდება:

2024 წლის ნოემბერი – 2026 წლის თებერვალი: ცოდნის წარმოების პროცესი

პროექტის რეზიდენტებისთვის უკვე დადასტურებული თარიღებია:

25.11.- 01.12 2024 წ

03.03 – 16.03 2025 წ

21.04 – 04.05 2025 წ

02.06 – 15.06 2025 წ

15.09 – 28.09 2025 წ

20.10 – 02.11 2025 წ

19.01 – 01.02.2026 წ

16-29.03 2026 წ

2027 წლის გაზაფხული: კოლექტიური შექმნის პროცესი.

გაზაფხული – ზაფხული 2027: iCoDaCo მინი-ფესტივალები.

პროექტის განმავლობაში და ზემოხსენებულ პერიოდებს შორის, არტისტები ჩაერთვებიან საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამაში, პროფესიული განვითარებისა და სწავლის აქტივობებსა და iCoDaCo ღია წვდომის ციფრულ პლატფორმაში საკუთარი წვლილის შეტანის თვითმართულ პროცესში.

მონაწილეები მოცემულ სარეზიდენციო პერიოდებში ჩაერთვებიან შეთანხმებული დროის ფარგლებში და არა სრული განაკვეთით. კონკრეტულ სამუშაო დროზე მოლაპარაკება და შეთანხმება არტისტებისა და პროექტის პარტნიორების კომუნიკაციაზეა დამოკიდებული.

 

რას ვითხოვთ / მოთხოვნები:

 

ასაკობრივი ზღვარი 18 წლიდან (განაცხადის მომენტში), სხვა ასაკობრივი შეზღუდვა არ არსებობს. მოცეკვავეს/ქორეოგრაფს უნდა ჰქონდეს საკუთარი  პრაქტიკისა და ცეკვისადმი თანამედროვე მიდგომა. რაც არ გულისხმობს კონკრეტული ჟანრის  ესთეტიკისთვის უპირატესობის მინიჭებას, თუმცა მნიშვნელივანია დინამიური ურთიერთობა ჰქონდეს ამჟამინდელ მოცემულობასთან. კრიტიკული ლინზის შემოტანა ცეკვის  მხატვრულ, სოციალურ, პოლიტიკურ და კულტურულ კონტექსტში. ეს ნიშნავს, რომ მოცეკვავებმა/ქორეოგრაფებმა შეიძლება განავითარონ თავიანთი თანამედროვე პრაქტიკა ურბანული ცეკვის, ფოლკლორული ცეკვის, ტრადიციული ცეკვის, კლასიკური, თანამედროვე ან პოსტმოდერნული ცეკვის, ცირკის, პერფორმანსის ხელოვნების ან ნებისმიერი სხვა მიმართულებით.

მონაწილე დაფუძნებული უნდა იყოს საქართველოში, რაც ნიშნავს, რომ მათი პროფესიული საქმიანობის უმეტეს ნაწილს და დროის უმეტეს ნაწილს უნდა ატარებდნენ საქართველოში ცხოვრებაში. აუცილებელია, ხელმისაწვდომი იყვნენ პროექტში ჩართვისთვის მთელი აღნიშნული დროის მანძილზე (2024-2027). აპლიკანტს უნდა ჰქონდეს ინტერესი და სურვილი, ვიმუშაოთ კოლექტიურად სხვა არტისტებთან. საჭიროა ღია აზროვნება და ცნობისმოყვარეობა, რათა შევქმნათ ნამდვილად კოლექტიური და თანამშრომლობითი პროცესი.

აპლიკანტს მოეთხოვება ინტერესი იმუშაოს თანამედროვე ცეკვის პრაქტიკის განსავითარებლად ადგილობრივ, ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში. მნიშვნელოვანია ცეკვისა და მისი შექმნის გამოცდილება, ასევე კვლევითი გამოცდილება. განმცხადებლებს მოეთხოვებათ ჰქონდეთ ცეკვის  მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება, რათა ხელი შეუწყონ პროექტში მონაწილე სხვა არტისტებთან ურთიერთსაწინააღმდეგო და დინამიურ გაცვლას. მონაწილეიბის მსურველი  დაინტერესებული უნდა იყოს საკუთარი ფიზიკური სხეულის (შემსრულებელი სხეულის) მონაწილეობით ნამუშევარში. 

მნიშვნელოვანია დაინტერესებული იყვნენ ადამიანებთან და საზოგადოებების სხვადასხვა ჯგუფთან აქტიური ურთიერთობით  მთელი პროცესის განმავლობაში სემინარების, არტისტული საუბრების, პრეზენტაციებისა და საკომუნიკაციო ღონისძიებების დახმარებით. 

პროექტში მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ განსხვავებული და მრავალფეროვანი შესაძლებლობების, წარმომავლობის, იდენტობისა და სტატუსის მქონე მოცეკვავრებსა და ქორეოგრაფებს მზადყოფნისთვის, რათა ჩაერთონ მრავალფეროვან ფორმატებში (ტექსტი, ვიდეო, ესკიზები, აუდიო ფაილები და ა.შ.) და საკუთარი კონტენტით  შეიტანონ წვლილი iCoDaCo ღია წვდომის ციფრულ პლატფორმაში. iCoDaCo-ში ძირითადი სამუშაო ენაა ქართული და ინგლისური, აპლიკანტებს მოუწევთ კომფორტულად გამოიყენონ  ქართული და ინგლისური  სამუშაო გარემოში.

 

პირობები და ჰონორარი: 

მოცეკვავეებთან/ქორეოგრაფებთან მუშაობის პერიოდები: ცოდნის გამომუშავებისა და კვლევის 15 კვირა, 6 კვირიანი კოლექტიური შექმნის პროცესი, 2 კვირიანი მინი ფესტივალი, 2-6 კვირა დამატებითი საზოგადოებასთან ურთიერთობის, კომუნიკაციის, კონტენტის შექმნა და ა.შ. სამუშაო კვირები დაიწყება 2024 წლის ნოემბრიდან 2027 წლის ივნისამდე. საქართველოში დაფუძნებული კოლექტივის მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების ანაზღაურება არის კვირაში 280 ლარი.

პროცესი:

იმისათვის, რომ გახდეთ iCoDaCo 2024-2027 საქართველოში დაფუძნებული კოლექტივის რვა მოცეკვავიდან ერთ-ერთი, გთხოვთ შეავსოთ აპლიკაციის ფორმა  ქართულ ან ინგლისურ ენებზე, სადაც მოგეთხოვებათ შემდეგი:

ბიოგრაფია / CV

აღწერეთ მნიშვნელოვანი მომენტები თქვენს პროფესიულ და სასწავლო გამოცდილებაში.

გთხოვთ, მიუთითოთ მომენტები და/ან გამოცდილება, რომელმაც, თქვენი აზრით, გავლენა მოახდინა თქვენს ამჟამინდელ შემოქმედებით პრაქტიკაზე. 

სამოტივაციო წერილი, რომელიც ხსნის თქვენს ინტერესს iCoDaCo-ს მიმართ. გთხოვთ, მიუთითოთ, რატომ აგზავნით ამ განაცხადს და რატომ ფიქრობთ, რომ სწორი მომენტია თქვენი  შემოქმედებითი პრაქტიკისთვის, შეუერთდეთ კოლექტიური კვლევისა და შექმნის პროცესს 

თანამედროვე ცეკვა. 

რა თვალსაზრისით არის თქვენი პრაქტიკა თანამედროვე? რა თვალსაზრისით არ არის  თანამედროვე? როგორია თქვენი პრაქტიკა ცეკვაში?  

როგორი ურთიერთობა გაქვთ საქართველოსთან? სად იმყოფებით ახლა? სად მუშაობთ ძირითადად? ერთ ადგილზე ხართ დაფუძნებული? ბევრს მოგზაურობთ? გაქვთ ხშირი შეხება სხვა გეოგრაფიულ ადგილებთან ან ქვეყნებთან? 

ახლო და უახლოესი მომავალი. რითი ხართ ამჟამად დაკავებული? რა თემები დომინირებს თქვენს პრაქტიკასა ან ყოველდღიურობაში? რა მიზნები გაქვთ მომდევნო 1-2 წლის განმავლობაში? 

ვადა

განაცხადები უნდა წარადგინოთ 2024 წლის 21 მაისიდან 2024 წლის 14 ივნისამდე (საქართველოს დროით  00:00 საათამდე (შუაღამე) შემდეგ ბმულზე. მონაწილეებს შევარჩევთ 2024 წლის ივნისის ბოლოსათვის. სელექციის  ეტაპი მოიცავს შერჩეული კანდიდატების გასაუბრებას კირკე ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმის დირექტორ მაკა კილაძესთან და    და iCoDaCo-ს პროექტის მენეჯერ ნინი შველიძესთან. ჩვენი მიზანია დავასრულოთ  პროცესი  2024 წლის ივლისის დასაწყისისთვის.

 

კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

[email protected]

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: 

www.icodaco.com