“ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა – კირკე”, როგორც ევროპული თანამშრომლობის პროექტის, iCoDaCo-ს (International Contemporary Dance Collective 2024-2027) პარტნიორი, მოხარულია გაცნობოთ, რომ 8 არტისტი უკვე შერჩეულია iCoDaCo 2024-2027 კოლექტივის ფარგლებში.

პროექტი თანამედროვე ცეკვის შემსრულებლებს აერთიანებს ევროპის 12 ქვეყნიდან, რათა ჩამოაყალიბონ ცხრა კოლექტივი. კოლექტივები ერთად მუშაობენ ახალი ცოდნის, მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესამუშავებლად. iCoDaCo 2024-2027 არის დიდი ევროპული თანამშრომლობის პროექტი, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. პროექტის კოორდინატორია შვედური ორგანიზაცია ilDance. პროექტი 2012 წლიდან მიმდინარეობს სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში, განსხვავებული პარტნიორებითა და ფოკუსებით.

2024-2027 წლების გამოცემა ფოკუსირებულია ალტერნატიული და ინოვაციური სტრატეგიებისა და მეთოდოლოგიების შემუშავებასა და განხორციელებაზე თანამედროვე ცეკვის გავრცელების მიზნით. პროექტის მიზანია გააუმჯობესოს ლანდშაფტი და შესაძლებლობები თანამედროვე ცეკვის შემსრულებლებისთვის, პროდიუსერებისთვის, წარმომადგენლებისთვის, ჯგუფებისა და აუდიტორიისთვის ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ.

სარეზიდენციო პროგრამის მონაწილეები არიან:

  • მაკა კილაძე
  • ანა გუბელაძე
  • ნატალია კუკულაძე
  • ანანო ჩიხლაძე
  • ერეკლე ჟღენტი
  • მეგი გელაშვილი
  • ჯონათან რასელი
  • ნინო ხოსიტაშვილი