კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

ახლოს

ქრისტინა ციუპკე, აიშე ორონი

როდესაც მიახლოვდები, ყველა ჩემი შეგრძნება შენი ფიზიკური სიახლოვის ინტენსივობით ივსება. როდესაც უკან იხევ, ჩვენი შეხვედრის გავლენა რჩება. როდესაც ჩვენ შორის მანძილი იზრდება, ჩემი ცნობიერება ხედვიდან წარმოსახვაზე გადადის. ყურადღება ყოფს სივრცეს ჩვენ შორის.

ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი საერთო პერფორმანსის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ეს პერფორმანსი kannst du mich umdrehen-დან იღებს სათავეს, რომელზეც ქრისტინა ციუპკემ და ნიკ ჰაფნერმა იმუშავეს 2011 წელს.

ორი ქორეოგრაფი ფიზიკური შეხვედრის სწორედ ამ წარსულს უღრმავდება. მაშინ როდესაც მოძრაობები მცირდება, სიახლოვესა და მანძილს შორის თამაშის ინტენსიობა იზრდება. ციუპკე და ორონი უცნაური სიზუსტით გადმოსცემენ ტემპს, უთანხმოებას, მასას და უმოძრაობას, სადაც ურთიერთობის ინტიმურობა სიჩუმის გამრღვევი ხმით შემთხვევით გაწყდება ხოლმე.

Credits:

Performance: Christina Ciupke and Ayşe Orhon
Artistic Advice: Nik Haffner

Outside Eye: Felix Marchand
Light design: Martin Beeretz

Sound Advice: Boris Hauf
Knitting Design: NITTO Studio

Press/ PR: Lilly Schofield
Production dramaturgy: Barbara Greiner

თარიღი: 1, 2 ივნისი
დრო: 20:00
მისამართი: მოძრაობის თეატრი

ბილეთები: 1 ივნისი  |  2 ივნისი