კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა, ალმადას ცეკვის საერთაშორისო ფესტივალთან (Quinzena de Dança de Almada) თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ:

ცეკვის მოკლემეტრაჟიანი ფილმების გამოფენა

წელს პირველად, პლატფორმა კირკე ორგანიზებას უწევს ცეკვის ფილმების ონლაინ ჩვენებებს, ალმადას საერთაშორისო ცეკვის ფესტივალთან (Quinzena de Dança de Almada) თანამშრომლობით. გამოფენაზე წარმოდგენლია აღნიშნული ფესტივალის 2020 წლის გამოშვების ნამუშევრები და ასევე კონკურსის ფარგლებში შერჩეული ქართველი ხელოვანების ფილმები.

ქვეყანაში არსებული პანდემიასთან დაკავშირებული სიტუაციიდან გამომდინარე, პლატფორმამ მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული გამოფენა ონლაინ რეჟიმში ჩატარდეს.

გამოფენის პროგრამა სამი დღის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი პლატფორმის ვებგევერდსა და სოციალურ ქსელში.

თარიღები: 7,8,9 მაისი

თითოეული პროგრამის ონლაინ პრემიერის დრო: 21:00

1 დღე / 7 მაისი

  • “მარტო”

 

“მარტო” არის იმპროვიზაციული დუეტი აგებული ედგარ ალან პოს ცნობილი პოემის “ მარტოს” მიხედვით. ჩანახატში იმპროვიზაცია აგებულია წყვილის თანაქმედების მიხედვით. ბგერა ეპასუხება მოძრაობას და ასევე მოძრაობა იწვევს ინსტრუმენტის ჟღერადობას. წმინდა, ერთი ერთზე იმპროვიზაცია. არც ერთი ნოტი ჩასმული – ცეკვის არც ერთი მოძრაობა დამატებული. არაფერი იყო გათვლილი წინასწარ. არც მისი ხანგრძლივობა. მუსიკოსი მიყვებოდა სხეულს, მაშინ როცა მოძრაობა მიყვებოდა ბგერას. ეს არის გზა შეიქმნას ინსტრუმენტისა და სხეულის ერთობა, შეიქმნას აურა სცენაზე, რომელიც არაფერ სხვას ისე არ გამოხატავს, როგორც ფიზიკურ წრფელ და ერთგვარად ლაღ ემოციას. ეს ამავდროულად ადამიანის შინაგან ღრმა სიმარტოვეში ჩაწვდომის და საიმედო ხსნის, ძიების გამოხატულებაა.

 

იდეის ავტორი, მოცეკვავე: ნათია ბუნტური

ვიოლინო: გიორგი ცაგარელი

საპროდიუსერო ჯგუფი: Silk Factory Studio

 

 

  • “Vieni”

 

სხეული იმ მეგობართან ცდილობს დიალოგის გაბმას, რომელიც წავიდა..

ის მის შესახებ მოგონებებით ცხოვრობს.

პროდიუსერი: დანიელა ლუკატო/ კომპანია შემაკავშირებელი თითები

სცენარი: დანიელა ლუკატო

რეჟისორი: დანიელა ლუკატო

ფოტოგრაფია & ფერები: ჯაკოპო პანტალეონი

მოცეკვავე: კიარა ფრანკო

საჰაერო ფოტოგრაფია: ლორენცო ბუსი, ლორენცო დე პოლი, მარკო სავინი

მონტაჟი: დანიელა ლუკატო

მუსიკა: რივერია დი როს ბადენი

 

  • “Eboly”

 

ებოლი ტრიპტიქის მეორე ნაწილია. ის ქალის არსებობის რეალობას გამოკვეთს, სივრცეში არარსებობას, ამავე დროს სიცარიელეში არსებობას, ორივე კი ერთი და იგივე სივრცეში რჩება. უსასრულობა განცდილია, როგორც გონების მდგომარეობა. ის თამაშობს და არ არსებობს ამის არავითარი შედეგი. მას ყველაფრის გახალისება ბეზრდება, მაგრამ გამოსავალიც არსად ჩანს.

 

იდეა: Les Primes

კამერა: Ivanna Sol, Pedro D’agosto, Jeremy Antoine le Beherec

მონტაჟი: Jalb Films, Gabriela Madeira

ხმის დიზაინი: Pato Estrada

მუსიკა: Woody Pines

ქორეოგრაფია: Gabriela Madeira

მოცეკვავე: Bruma On Fly

მაკიაჟი: Maria Grau

განსაკუთრებული მადლობა: Boogaloo Tanzstudio Berlin, Catnapp & Funkhaus

 

 

  • “ცეკვაში შესვლა”

 

 

გოგონა თამაშობს, თოჯინა თამაშობს, ცარიელი სხეული ბნელი სარკის წინ მარტო თამაშობს. ის არის შეკითხვა, ის ცდილობს, ისევ ჯდება. ყველაფერი სახალისოა, მაგრამ გამოსავალი არსად არსებობს.

ეს არის „მოცეკვავე ქალის ტრიპტიქის“ პირველი ეპიზოდი. მოცეკვავე ქალის ტრიპტიქი აუდიოვიზუალური ნაწარმოების 3 ნაწილს წარმოადგენს. თითოეულ ნაწილში ვხვდებით ქალს, რომელიც გოგონასავით გამოიყურება, ის შეიძლება იყოს მანეკენი, თოჯინა ან ჩრდილი. ის მარტო თამაშობს, იკვლევს მის გარშემო არსებულ გარემოსა და საკუთარ სხეულს და აღმოაჩენს რომ დაუსახლებელი/უკაცრიელია. ის საკუთარ თამაშშივე ებმება, რისკავს, ეცემა და ისევ დგება. ვერ განაცალკევებს იმას, რაც მის სხეულს ეკუთვნის, მის გონებას, ან ურბანულ ბიოსფეროს. პლასტმასის ნაგავია და ის იძირება. ის არის დაძაბულობა და პირიქით. ის არის რევოლუცია და სიმშვიდე. ის არის საკუთარი თავისვე შეკითხვა.

 

რეჟისურა: Pedro D’agosto, Gabriela Madeira, Jeremy Le Beherec, Ivanna Sol

სცენარი: Ivanna Sol

მოცეკვავე: Bruma on fly

ქორეოგრაფია: Gabriela Madeira

კამერა: Jeremy Antoine le Beherec, Pedro D’Agosto, Ivanna Sol

მონტაჟი: Studio Zero

მაკიაჟი: Maria Grau

მუსიკა და დიზაინი: Studio Zero

პროდიუსერები: Boogaloo Tanzstudio, Studio Zero & Jalb films

 

 

  • “Betonhimmel”

 

ბეტონჰიმელი, ბეტონის დაუძლეველ ლანდშაფტში ცისფერი ცის ძიებაზე გვიყვება. ფილმი გადაღებულია აღმოსავლეთ ბერლინში, და მის ფონად, ნელ-ნელა განადგურებადი GDR არქიტექტურაა გამოყენებული. ლუკას სტელტნერი გამოსახულებისთვის დამახინჯებულ პერსპექტივას იყენებს, რომ იმ ქვეყნის მემკვიდრეობას შეეხოს, რომელშიც თავად დაიბადა, მაგრამ უკვე აღარ არსებობს.

 

იდეა და შესრულება: ლუკას სტელნერი

ვიდეო & ოპერატორი: კრისტოფერ ჰონინგერი

მუსიკა: ანტონიო ვივალდი – „იერუსალიმის ტანჯული ქალიშვილები“ RV: II. „მდუმარე ზეფირი“ ფილიპე იარუსკისა და ანსამბლი Artaserse შესრულებით.

 

 

 

 

  • “Votary”

 

 

ფილმი-ინსტალაცია ემიჯნება საკუთარი პასუხისმგებლობის გარეგან სხეულზე გადანაცვლების იდეას. სხეული, რომელიც იშლება და საკუთარ თავს ავტორიტეტად გარდაქმნის, ერთგულების ობიექტად, როგორც ოქროს საწმისი ან ტექნოლოგიური სიმბოლო.

ხელოვნური ინტელექტის რობოტების ავტონომიურობის გაზრდის მეთოდებისა და საკულტო რელიგიური მოღვაწეების ფორმირების მეთოდების შესწავლის შემდეგ, „Votary“ ყურადღებას ამახვილებს ადამიანის აღფრთოვანებაზე, შექმნას მისი მსგავსი გარე წარმომადგენლები, რელიგიურ ჩარჩოებში.

რიტუალების მოხმობით, ჩვენ ვხედავთ ერთგულ სხეულს, რომელიც გათავისუფლების რიტუალის გზას გადის, სწირავს ხელსაწყოებსა და კაბელიან მეტალის ფორმებს, რაც მოგვიანებით მონაცემებად გარდაიქმნება, რაც ნაჩვენებია რამდენიმეშრიან found-footage კადრებში.

კვლევები ადამიანის ქცევის შესახებ, გამოყენებულია შაბლონებად, თუ როგორ უნდა იქცეოდეს „მანქანა“, სწორედ ეს წარმოადგენს გუსტავო გომესის მიერ შესრულებულ სოლოს საბაზისო კვლევას. სხეული, რომელიც ხელახლა სწავლობს, თუ როგორც უნდა იმოძრაოს ხელოვნური ინტელექტის პერსპექტივიდან. ისტორიული ანალოგების გამოყენებით, სხეული ასრულებს შემქმნელისათვის გაცემის რიტუალს, საკუთარივე ქმნადობით, რის შედეგადაც მოძრაობა სტატიკურად იყინება, სადაც მოხმობილი ობიექტი ვერ ხედავს ოთახში შემოსულ კამერას.

მაყურებელი მთლიანად ჩაფლულია მსხვერპლად შეწირვის სივრცეში, სადაც ისინი სხეულის ბრუნვის, სუნთქვის, შეერთების მოწმენი ხდებიან და ტრანსის მდგომარეობაში გადაინაცვლებენ, რაც იმაზე მიანიშნებს, თუ როგორ შეგვიძლია სხეულების იმიჯებად გამოყენება, იმისათვის, რომ შევქმნათ ანარეკლები, ჩვენი თანამედროვე რიტუალებისა და ხატების რაობის შესახებ. „მომხრე“ სამნაწილიანი ნამუშევარია, რომელიც გადაღებულია ლანგენის ფონდში, KOLUMBA-სა და PiK Deutz კიოლნში, NRW სტიპენდიუმის სპონსორობით.

რეჟისორი და შემსრულებელი: გუსტავო გომესი

კამერა: ჰარის აჯრულაჰი

3D ფიგურები: დომინიკ გეისი

მუსიკა: სივიკ გრეისი

გადაღებულია კელნის კოლუმბას მუზეუმში

მხარდაჭერილია Tanz Köln-ის მიერ

 

 

 

  • “WrCs(A)cle”

 

ჩემი ინტერესი წყალში სხეულთან მუშაობის შესახებ იმის გაცნობიერებიდან მომდინარეობს, რომ მართალია, წყალი თითოეული ადამიანის ბუნებრივ გარემოს წარმოადგენს მუცლად ყოფნის დროს, თუმცა, ბევრ ჩვენგანს დისკომფორტი და დახრჩობის შიში ეუფლება მასში ყოფნისას. ამ ქორეოგრაფიულ ნამუშევარში, ჩემივე შიშის დათრგუნვას ვცდილობ, რომ წყალში ყოფნისა და ცურვის სიმშვიდე და მშვენიერება აღმოვაჩინო, თანამედროვე ცხოვრებისა და მისი დაძაბული ტემპისგან შორს. წყლის წრიული მოძრაობა, სპირალურად ატრიალებს ჩემს სხეულს. როგორც ქარი ატრიალებს ფოთლებს, ისევე ბრუნავს ჩემი სხეული. ეს სეზონურ ცვლილებას მახსენებს… კლიმატის შესახებ ინფორმირებულობას, უკანასკნელი დანებება?

 

იდეა: მარია მანტია პაპათანასიუ

შემსრულებელი: დიმიტრა ნოუსი

კამერა: მარია მანტია პაპათანასიუ

მონტაჟი: ფილიპოს ევანგელუ

 

 

 

  • “მეთერთმეტე სახლი”

 

“11th house” პიროვნული ძიების გზის ერთ-ერთი შენაკადია, რომელიც მაგრძნობინებს რომ ერთიანი სამყაროს შვილი ვარ. სამყაროსი, რომელიც მუდმივად ცდილობს იზრუნოს ჩემზე (ჩვენზე). მთავარია ვუსმენდეთ მის ხმას და სწორად ვკითხულობდეთ მის გზავნილებს. სამწუხაროა რომ ადამიანებს ხშირად არ გვესმის მისი კეთილგანწყობა და ის რომ ყველანაირი წინაღობა ჩვენი ზრდისთვის არის აუცილებელი. ამ ვიდეოში ნაჩვენებია წარსულისგან გათავისუფლების გზა და დაბალ ვიბრაციული სიხშირეებისგან წმენდა. ეს არის დაბრუნება თავდაპირველ ენერგიასთან, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ემსახურება ჩვენს სულიერ კეთილდღეობას და განწმენდილია ყოველგვარი ნეგატიური იმპლანტისგან, რაც ხელს გვიშლის უპირობო სიყვარულის შეგრძნებასა და მის გავრცობაში. საკუთარ თავებს უნდა ვაძლევდეთ საშუალებას ვიყოთ ბედნიერები და გვიყვარდეს თავისუფლება საკუთარ თავში, თავისუფლება რომლის საფუძველსაც წარმოადგენს პატიება, რაც შესაბამისად წარმოქმნის ახალ და გულწრფელობით სავსე ტალღებს ადამიანებს შორის.

 

იდეის ავტორი, მსახიობი: თათა თავდიშვილი

თანავტორი, ოპერატორი, მონტაჟი: გიორგი მხეიძე

მუსიკა: KATYA CHILLY-Яблінька

2 დღე / 8 მაისი

  • “სალომე”

 

ახალი აღთქმის თანახმად, ჰეროდიას ქალიშვილმა, დედამისისგან იოანე ნათლისმცემელის თავი ითხოვა. სალომე საშიში, მაცდუნებელი ქალის სიმბოლოდ იქცა, შიშისა და ძალაუფლების განსახიერებად.

ამ ამბით შთაგონებული ფილმი, სერიების სახით, „ვერაგი“ ქალებს შესახებ გვიამბობს, რომლებიც თავიანთ სხეულებს კაცების საცდუნებლად და დასაღუპად იყენებდნენ, სადაც მსხვერპლიც და დამნაშავეც კაცები არიან.

ერთ-ერთი დამნაშავე აილიინ ვუორნოსი ამტკიცებს, რომ მისმა მსხვერპლმა კაცებმა მისი გაუპატიურება სცადეს, მაშინ, როცა ის მეძავად მუშაობდა და რომ მკვლელობები ფლორიდას ტყეში, თავდაცვის მიზნით ჩაიდინა. ფონად გაისმის მისი აღიარებითი ჩვენების ჩანაწერი, სადაც შვიდი მკვლელობაა აღწერილი, როგორც ეკრანზე ნაჩვენები, ფანტასტიური აუდიო რეპრეზენტაცია.

ამ ყველაფერს ემატება ლორელეი, ცნობილი გერმანული ფოლკლორული ზღაპარი ქალი სირინოზის შესახებ, რომელიც მდინარე რაინის თავზე, კლდეზე ზის, ოქროსფერ თმას ივარცხნის და თავისი სილამაზითა და მშვენიერი ხმით მეზღვაურებს იზიდავს. მეზღვაურებიც მის მზერას მიჰყვებიან და გემების კლდეზე მიჯახებით იღუპებიან. ფილმი ასახავს იმ რამდენიმე გზას, რითიც რელიგია, მედია და საზოგადოება ქალს, როგორც დემონურ სიმბოლოს ისე გამოსახავს, ადამი და ევას ისტორიიდან თანამედროვე კონფლიქტებამდე, რომლებიც ჯერ კიდევ გადასაჭრელია.

რეჟისორი, ავტორი და შემსრულებელი: გუსტავო გომესი

მონტაჟი, ხმა და კამერა: თომას კილბასინსკი

ორიგინალი მუსიკალური ნაწარმოები: TO5Z

რიჩარდ ტაუბერის სიმღერა „მოკვდი ლორელეი“

ტექსტის ავტორი: ჰაინრიხ ჰაინე

მუსიკის ავტორი: ფრიდრიხ ზილხერი

გადაღების კოორინატორი: დაიანა სტურმი

 

 

 

  • “Meden agan- არაფერი ზედმეტი”

 

მედენ აგანი, არაფერი ზედმეტი. არ ვიცი ზღვარგადასულები ვართ, თუ ცალმხრივნი, ჩვენივე გადაჭარბებული სიხარბის შემდეგ. სიჭარბე იგივეა რაც სიგიჟე. გახსოვდეს. მედენ აგანი.

რეჟისორი: იერინ ლი

შემსრულებელი: იერინ ლი

დამხმარე: ნური კო

მუსიკა:

– ლუსი გადის გარეთ, ნაწილი 1 – ერიკ სერა

– ლუსი გადის გარეთ, ნაწილი 2 – ერიკ სერა

– შუშის ხიდი – სავინა & დრონესი

 

 

  • “ეპიფანია”

 

არსებებს შორის ურთიერთობები, სხეულისა და ცნობიერების უსასრულო კვლევის მთავარ წერტილს წარმოადგენენ. იქედან გამომდინარე თუ როგორ ფართოვდებიან და მცირდებიან ისინი, ჩვენ მივემართებით მოგზაურობაში, მიკროსკოპული შთაბეჭდილებიდან მაკროსკოპული შეგრძნებებამდე, იმდენად უზარმაზარ მოგზაურობაში, როგორც… არსებული რეალებობიდან ყველაზე ღრმად დეფორმირებადი სამყარო შეიძლება იყოს. ხელოვანი არის მარადიული წარმოსახვის ქურუმი, რომელიც გამოცდილების ყოველდღიურ პურს, მარადიული სიცოცხლის ნათელ სხეულად გადააქცევს (ს. ჯოისი). ს. ჯოისი გამოცხადებას ხსნის, რომ ეს არის, პატარა შეცდომები და ჟესტები გონებაში, რომელთა დახმარებითაც ადამიანები გამოხატავენ სწორედ იმას, რის დაფარვასაც აქამდე ცდილობდნენ.

 

მოცეკვავე: ნათია ჩიკვაიძე

კომპოზიტორი: ანუშკა ჩხეიძე

კამერა/მონტაჟი: საბა შენგელია

 

 

  • “On My Way 11.11”

ვიდეო On my way 11.11 ერთდროულად რამდენიმე მიზანს ემსახურება . ესთეტიური და აზრობრივი დატვირთვის გარდა, პანდემიის პერიოდში სხვა ხელოვანებისთვის დამოუკიდებლად ამოძრავების ერთგავრი ბიძგიც შეიძლება იყოს. ვიდეოს კონცეფცია აგებულია საკუთარ თავში სულიერი პროცესების ძიების გზაზე, რომლითაც გამოწვეული მდგომარეობები ადამიანის განსხეულებაში სხვადასხვა ემოციური ფონით გამოიხატება,თუმცა გამარჯვების იმედი, ლაიტმოტივად ყოველთვის გასდევს ყოველივე ამას.

იდეის ავტორი, მსახიობი: თათა თავდიშვილი

თანავტორი, ოპერატორი, მონტაჟი: გიორგი მხეიძე

მუსიკა: Ndrx & Kancheli – Frosty Emotions

 

 

 

  • “იმპროვიზაცია გიტარის სიმებთან ერთად”

ცარიელ აკადემიის ოთახში, ჩემთვის რუტინულ ფლეილისთს ვუსმენდი, როცა უეცრად ეს მუსიკა გავიგე და მომეწონა როგორ ჯღერდა ამ სივრცეში, ნახატებთან ერთად. თითქოს გიტარის სიმი ხატავდა ნახატს. ვიდეოც უნებურად გადავიღე,მაინტერესებდა მუსიკის და ამ ინტერიერის შერწყმას როგორ მოვახდენდი ჩემს სხეულთან ერთად.. თუ ჩემი სხეული გიტარის სიმი იქნებოდა სხვადასხვა სტილში გამოსახული.

 

ავტორი და პერფორმერი: ანა (ანინა) ლებანიძე

 

 

  • “ერთი, რომელსაც მე ვინახავ”

 

 

გუერას ფილმში “ერთი, რომელსაც მე ვინახავ” კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საიდუმლოებებს, რომელსაც ვინახავთ და საიდუმლოებებს, რომლებსა ვაზიარებთ.  ეს მოთხრობილია სოლო შემსრულებლის თვალით, რომელიც ათასობით მფრინავი ქაღალდის ნოტის ტურბულენტშია მოქცეული.

 

სოციალური მედია ჩვენს ცხოვრებაში მუდმივად მზარდ ძალად იქცევა, და შესაბამისად ადვილია მსოფლიომ უფრო მეტი იცოდეს ჩვენი პირადი საიდუმლოებების შესახებ, ვიდრე ამას ჩვენ ვიაზრებთ. ეს ფილმი შექმნილია მხატვრის რეალურ ცხოვრებაში ონლაინ ჟურნალებისგან (რამდენიმე საიდუმლოებით, რომელიც არასდროს ყოფილა საჯაროდ გაზიარებული) სათამაშოებით, ამ სამყაროში საკუთარი თავის გამოსავლენის კონცეფციით. რა საიდუმლოებებს ვინახავთ? აზრებს, რომელსაც ჩვენ ვაზიარებთ? ჩვენთვის ცნობილია, თუ რამდენად სწრაფად ვრცელდება ჩვენი სიტყვები იმ მომენტიდან, როდესაც ისინი ტუჩებს ტოვებენ? მოდით, ერთი წუთით დავიჭიროთ ის ერთი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ჩვენ ვიცით … ის, რომელსაც ვინახავთ.

 

ქორეოგრაფი/რეჟისორი: Merli V. Guerra

პერფორმერი: Jessica Chang

მუსიკა: Marcel McVay

© Luminarium Dance Company, 2013

 

 

 

  • “იცეკვე თავისუფლად, იცეკვე ყველგან” ავტორი, პერფორმერ: მარტინ ანგიული

 

 

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენ გარშემორტყმული ვართ მუდმივი ხმებით.

ამ ბგერებით ვიძირებით მარადიულ რბოლაში.

ჩემი კვლევა სხვადასხვა დროის კონცეფციას განიხილავს, იმ დროს, რომელშიც თქვენ ხართ ვარიანტი. არჩევანი შეჩერებაა.

გაჩერება ნებისმიერ ადგილას, მოსმენა, დაკვირვება და ცეკვა რატომ არა!

ლეო დელიბესის ფანტასტიკური მუსიკა – Dome epais (ყვავილების დუეტი ლაკამედან) წარმოადგენს შინაგანი სიმშვიდეს/

ამ ყველაფერს თან ახლავს ყოველდღიური ბგერები, რომლებიც განსაზღვრავენ დროის წარმავლობას,

ჩვეულებრივი ავტოსადგომი და საზოგადოების შფოთვა, რომელიც არასდროს ჩერდება.

ცეკვა არის კავშირი და თავისუფლება.

იცეკვე თავისუფლად იცეკვე ყველგან

 

 

იდეა და შესრულება: Martin Angiuli

ვიდეო: Christopher Schmidt

ConTrust Collective M.A.

 

 

  • “იცის”

ნამუშევარი ჩვენი შინაგანი დისბალანსის ვიზუალიზაციას წარმოადგენს. მსურდა ამ მოკლე ფილმით სამყაროს და ადამიანის, როგორც მისი ნაწილის ამბივალენტურ ბუნებაზე და მასთან ჭიდილზე მესაუბრა, გამემახვილებინა აუდიტორიის ყურადღება იმ სირთულეებზე, რომლებსაც ჩვენ ყოველდღიურად ქვეცნობიერის დონეზე გავდივართ საკუთარ თავთან და თუ როგორ ვცდილობთ გაყოფილი პოლუსების შეერთებას. გაორებული გონება თუ სხეული ხშირად ჩვენთვის ამოუცნობი და საშიშიც კი ხდება, სწორედ ამ კანონზომიერების გააზრება, დამორჩილება და გადარჩენის ისტიქტად გარდაქმნა არის ფილმის მთავარი გმირის ამოცანა.

რეჟისურა, მონტაჟი და შესრულება – ხოსილიტა

კამერა – Kevin Fong

მუსიკა –  Elene Erreli. Choreo Music – J Cole

 

 

  • “ტრილოგია”

 

ტრილოგია სამ სხვადასხვა ვითარებაში მოგზაურობაა: გზა ბავშვობიდან ზრდასრულთა სამყარომდე, რაც სხეულის გარშემო კონტროლისა და სუბორდინაციის პროცესით და ახალი სექსუალობის შესაძლო მიდგომით ხასიათდება.

რეჟისორი/პროდიუსერი/სცენარის ადაპტაცია: დანიელა ლუკატო

ორიგინალი სცენარი: სარა ფორტუნა

მოცეკვავეები/შემსრულებლები: ნიკოლა კამპანელი, რომერტა რიჩი, ჯულია ფანი

მუსიკა: დევიდ ტრავერსი

კამერა: ჯაკოპო პანტალეონი

 

 

 

 

  • “დარჩი იქ, სადაც ხარ”

 

„მე აქ ვარ, შენ კი იქ ხარ.

ჩემს მომენტებს უხილავი გიგანტური ხაზები ანაწევრებენ,

უხილავი მომენტები კი ჩემს ახალ მეს ჰქმნიან.

 

თითქოს უხილავები ვართ, ან არც.

თითქოს ერთმანეთს ვგრძნობთ, ან არც.

თითქოს ერთად ვართ, ან არც.

შემდეგ ველოდებით ახლა – აქ და იქ“.

 

ფილმი ეხება COVID-19-სა და Zoom-ს (ონლაინ საკონფერენციო პლატფორმა). ის მიზნად ისახავს აღწეროს ის, თუ როგორ გრძნობენ ადამიანები თავს საყოველთაო კარანტინისა და Zoom-ზე ონლაინ შეხვედრების დროს. ეკრანი იშლება, იცვლება და მოძრაობს მოცეკვავეების მოძრაობებსა და ემოციებზე დაყრდნობით.

სახელწოდება დარჩი იქ, სადაც ხარ შთაგონებულია კორეის მთავრობის მიერ გაცემული საზოგადოებრივი წესრიგის ბრძანებიდან, რომელიც გაიცა 2014 წლის 16 აპრილის, Sewol Ferry-ის კატასტროფის შემდეგ.

როდესაც Sewol Ferry-მა ჩაძირვა დაიწყო, მთავრობამ გამოაცხადა, რომ მათ ყველა ადამიანი გადაარჩინეს და შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია. ამასთან, იმ დროს ბორანზე 304 ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო მთავრობა გამუდმებით უმეორებდა მათ: დარჩით მანდ და დაელოდეთ”. 

სტიქიამ 304 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმსხვერპლა. დაახლოებით, 172 ადამიანი გადარჩა სათევზაო ნავებისა და სხვა კომერციული გემების დახმარებით და არც ერთი ეროვნული საზღვაო პოლიციის მიერ. ხალხმა სხვადასხვა ფორმით გააკრიტიკა უპასუხისმგებლო პრეზიდენტი და მისი მთავრობა, რაც მათ ნამუშევრებით, ფილმებით, სპექტაკლებითა და ლექსებით გამოხატეს.

COVID-19-იც ისეთ კატასტროფას წარმოადგენს, როდესაც ხალხს სახლში უწევთ დარჩენა. ის მრავალი ადამიანის სიკდილის მიზეზი გახდა და ასევე საგრძნობლად შეცვალა ადამიანების ცხოვრება. ხალხი რჩება იქ, სადაც არის და არსებული მდგომარეობის დასრულებას ელოდება.

 

 

პროდიუსერი/რეჟისორი: იერინ ლი

მოცეკვავეები: ემა ერიქსონი, ჯეიმი სონი, ელა ოქსლი, იონუსო დო, შაკირა ლინი

მუსიკა: Heesook Seo (ნასეულის ხმა), ვურამის სიმღერა – ‘უცნობი’

3 დღე / 9 მაისი

  • “მოახლეები”

 

ერთი ქალის პერფორმანსით შექმნილი ეს ნამუშევარი გვიჩვენებს მოახლეს, რომელიც დალაგებისას მოსმენილ რადიო-ნოველაში სიხარულსა და ინტრიგას პოულობს. ნოსტალგიური მუსიკითა და სტილიზებული გადაღებით, ეს მოკლემეტრაჟიანი ფილმი იმ ფანტაზიებისადმი ახირებულ თაყვანისცემას წარმოადგენს, რომელიც დღის განმავლობაში გვიპყრობს.

 

 

ავტორი და რეჟისორი: სოფია კასტრო

პროდიუსერი: დელფინა კოკიარდი

ხმის დიზაინი: მერსედეს გავირია იარამილო

ოპერატორი: ალბერტო დე ლა ესპრიელა

მოცეკვავე და ქორეოგრაფი: ჯულიეტა ფერარო

ხმები: ლორელეი რამირესი, პაბლო ტრუკო, ედგარდო როსინი

მუსიკა: ლოს დე სედა

 

 

 

  • “ ადამიანი, რომელმაც დროში არსად იმოგზაურა”

 

ადამიანი, რომელიც მხოლოდ სხვების სიზმრებსა და არაცნობიერ გონებაში არსებობს…

ვსვამთ შეკითხვას, თუ რა არის „რეალობა“ და რა არა, და როგორ განსხვავებულად აღვიქვამთ დროს თითოეული ჩვენგანი.

 

ავტორი და ქორეოგრაფი: კირა ჯინ გრინი

რეჟისორი: ვინსენტ რენე-ლორტიე

ოპერატორი: ალექსანდრე ნორი

მემონტაჟე: გიომ მარინი

ხმა: ნათაქ ჰუალტი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ჟენევიევე ბოიტო

მუსიკა: SHXCXCHCXSH & ფრანც შუბერტი

ფერების კორექცია: სიმონ ბოისი

გამნათებელი: ჟულიეტ ლოსკი

სტუდიის თანამშრომელი: ჟან-ფრანსუა გოტიე

გრაფიკული დიზაინი: JB Proulx

მოცეკვავეები: კირა ჟან გრინი, ალექსანდრე კარლოსი, ჩარლზ-ალექსის დესაგენი, ბრიტნე კანდა, ჯანელ ჰაკო, ჟენევივე გაგნე, ემანუელ მარტინი.

პროექტი მხარდაჭერილია  Danse à la carte & Festival Quartiers Danses-ის მიერ.

 

 

  • “სქესი თარგმანში”

 

 

პერფორმანსი სქესი თარგმანში, გამომწვევი და ირონიული გზით, ადამიანის სექსუალურობის სიმბოლურ მრავალფეროვნებას იკვლევს, თარგმნითი კონცეფციის გამოყენებით.

ის იდეა, რომ სქესი ღრმა კავშირშია გენდერული იდენტობის კონსტრუქციასთან და უფრო ზოგადადაც, სოციალური იდენტობისა და მისი ყველა სახის გამოვლინების (სქესი, რასა, ასაკი, ა.შ)  კონსტრუირებაში, წარმოადგენს ჯუდით ბატლერის რეფლექსიას ქვიარ იდენტობების შესახებ, რომელიც ნორმატიულ ჰეტეროსექსუალურობასთან მოდის წინააღმდეგობაში და ამაყად განსჯის,  ჰომოსექსუალ სუბიექტებთან დაკავშირებულ  ჩაგვრის/უარყოფის სტიგმას (რაც პოლიტიკური ბრძოლის/დაპირისპირების იარაღს წარმოადგენს).

მოკლე სტატიაში ”სქესი” (გამოქვეყნებულია VEP-ის ამერიკულ ვერსიაში), ბატლერი თავდაპირველად იყენებს ლაპლაშის და პონტალისის ფსიქოანალიტიკურ კონცეფციას სექსუალურობის შესახებ ბავშვობიდან მოზრდილობამდე, სადაც ის ფუნდამენტურ გაუგებრობას წარმოადგენს, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი სექსუალობა ფარული თარგმანის შედეგია, და გარკვეულწილად ის ასევე წარმოადგენს მშობლებისგან და ზრდასრული საზოგადოებისგან ჩვენი მიმართულებით წამოსულ მუქარის შემცველ მესიჯებს, რომლებიც მთელი ბავშვობის განმავლობაში თან გვსდევს.

პერფორმანსის ეტაპები, ერთის მხრივ, გვიჩვენებს ორ ზრდასრულს შორის ურთიერთქმედებას, სადაც სექსუალობა დეფორმირდება და იშლება მის ყველა მთავარ თვისებაში – განსაკუთრებით კი გენდერულ სტერეოტიპებში (ცეკვაში, ჩაცმულობაში და ა.შ), ხოლო პორნოგრაფიის ძალადობრივი განზომილება, წარმოდგენილია როგორც პატრიარქალური დომინანტობა მის გვიანდელ კაპიტალისტურ ვერსიაში.

მეორეს მხრივ, სექსუალობის თარგმანს ასრულებს ბავშვი, რომელიც ამას უკანვე აბრუნებს ზრდასრულ შემსრულებლებთან და თავისუფლად ქმნის იმ რეპროდუქციულ მოდელებს, რომლებსაც გრძნობს/წარმოიდგენს/ოცნებობს მათი პერფორმანსის შესახებ.

ახალშობილთა თარგმანულ თამაშებში, სექსუალობა საუკეთესოდ იჩენს თავს მათ ძლიერ სურვილთან კავშირში, სადაც ურთიერთწინააღმდეგობა სიკეთესა და ბოროტებას, სიამოვნებასა და ტკივილს, აქტიურობასა და პასიურობას შორის, ფორმებისა და გრძნობების უწყვეტი მეტამორფოზაა.

ზრდასრულთა თარგმანულ თამაშებში, სპეციფიკური არეულობა, წარმოქმნილი ქაოსში, დაძაბულობასა და წინააღმდეგობებში შეღწევის შედეგად, განასახიერებს მეტამორფოზებისა და ურთიერთქმედების სერიას.

 

ავტორი და ინტერპრეტაცია: ანგელოს პაპადოპოლოს

ვიდეო: კატერინა ცაკირი

მუსიკა: რაფაილია ‘რაფლაკ’ ბამპასიდოუ

ათენი, ცეკვის ეროვნული სკოლა

 

 

  • “ყვავილობა”

 

საიდუმლოებში მობანავე სხეულები. მდუმარებით სავსე გულები.

ცვლილების სახელით, საბურველის ქვეშ დამალული სიცოცხლეები. უთქმელი წინადადებები. ყელში გაჩხერილი გრძნობები და სიტყვები. აკრძალული მზერა, დამღუპველი სიჩუმე. დროის სიცარიელესა და სიბნელეში კრისტალიზირებული, მახრჩობელა ყვირილი. იმ ტკივილში თამამად  გაჟღერებული თავისუფლების ჩურჩული, რაც არასოდეს იქნება

სანთლები ანთიანაზ სინათლეში მოძრაობა დაიბადა.

ჩიტები ფანჯრებს შემოუვლიან. მათ ნაპრალებში შეიჭრებიან.

ბედისწერა, რომელიც თითქოს გაირკვა, კვლავაც გაურკვეველიათმები ქარში მისრიალებენღიმილები ხელახლა იბადებიან

თავისუფლება საკუთარი ხმით გაკვალული გზაა. დახურული ოცნებებისთვის მკლავები ფართოდ ღიაა. სინანული წარსულში რჩება და გზას გარდაქმნასა და აღორძინებას უთმობს

ახალი ერა დგებაქალაქის თავზე ახალი დღე და ახალი ნათება ბრწყინავს

პოეზიიდან ძალა აღმოცენდება.

საპროდიუსერო კომპანიები: CERCI Braga & Mosaico – Plataforma de projetos inclusivos artísticos e educativos

ავტორი და რეჟისორი: ანა კარიდადე

მუსიკა:

ინტერპრეტაცია: ბანდა დუ მონდო (O Mundo Somos Nós – Associação)

ტექსტი: მონჩო როდრიგესი

მუსიკა: ნარცისო ფერნანდესი

ვიდეო: Framework Lab

ფოტოგრაფია: მანუელ კორეია

დიზაინი: HMDesigner

 

 

 

  • “ ჰიპერ ჰიგიენური”

 

ჰიპერ ჰიგიენური წარმოადგენს თანამედროვე ცეკვის პერფორმანსს, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მტვერზე (ჰაერის დაბინძურება), რაც ყოველწლიურად სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს კორეასა და ჩინეთში და იწვევს ასთმას, რესპირატორულ ან გულსისხლძარღვთა დაავადებებს.

ნამუშევარი გარემოს დაბინძურების მიმართ დამოკიდებულებას კიდევ უფრო სერიოზულს ხდის და ასევე გვიჩვენებს ადამიანის წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, რომელიც სწორედ ადამიანებმა უნდა დაიცვან და იზრუნონ მასზე.

 

ქორეოგრაფი: კოკო იონსო დუ

შემსრულებლები: იერინ ლი და კოკო იონსო დუ

კომპოზიტორი: კალუმ სტივენსი

ვოის-ოვერი: სამუელ პაპონი

დრამატურგია: იერინ ლი და ბიონგროკ ლოკი კიმი

განათების დიზაინი: კოკო იონსო დუ ბიონგროკ ლოკი კიმი

მედია მარკეტიგი & ფოტოგრაფი: ლეა გიურ პარკი

პოსტერის დიზაინი: სონგვონ ჰანი

ლოკაცია: საშემსრულებლო ხელოვნების თეატრი, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი

4

პროგრამა – შეზღუდული ასაკობრივი კატეგორიისთვის (+18) (ხელმისაწვდომია სამივე დღეს)

 

პროგრამის სანახავად, გთხოვთ შეავსოთ კითხვარი:  https://docs.google.com/forms/d/12LPFuAqRu6gOZOatV6YYKCUjhpTW7gjdATV7pn5Nafw/edit

  • “ გენდერის საპროდუქციო ხაზი”

 

წყვდიადში ხმა აღწევს. წარმოიდგინე. სიბნელეში ზურგზე დაწოლილი. კიდევ ერთი თავისებურება – სწორხაზოვანი ტონი. არავითარი ცხოვრება. მუდმივად იგივე სწორხაზოვანი ტონი. მისი აღიარებისათვის. მისი უარყოფისათვის. შეკითხვებისათვის. შეძახილებისათვის. აღსრულებისათვის. იგივე სწორხაზოვანი ტონი. ერთ დროს არსებობდი. არასდროს არსებობდი. არსებობდი? ოჰ, არასოდეს გიარსებია! განმეორდი. იგივე სწორხაზოვანი ტონი. ჰომინინის სუბრიდიუმის (ჰომო საპიენსი) ერთადერთი შემორჩენილი წევრი ადამიანია. მისთვის დამახასიათებელია ვერტიკალური პოზა და ორი ფეხით გადაადგილება; სხვა ცხოველებთან შედარებით კომუნიკაციისთვის ღია და კომპლექსური ენის გამოყენება, და ზოგადი ტენდეცია უფრო დიდი, მეტად კომპლექსური ტვინისა და საზოგადოებებისაკენ.

ადამიანი უნიკალურად ფლობს სიმბოლური კომუნიკაციის სისტემებს (მაგალითად, ენა და ხელოვნება).

ადამიანის ფიზიოლოგიის ასპექტების უმრავლესობა, მჭიდროდ ჰომოლოგიურია ცხოველების ფიზიოლოგიის შესაბამის ასპექტებთან.

ითვლება, რომ ადამიანის ტვინი ზოგადად უფრო “ინტელექტუალურია”, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი სახეობისა.

ნებისმიერი სხვა ქმნილების მსგავსად, ადამიანიც ძალზე სოციალური არსებაა და მეტწილად ფართო და კომპლექსურ სოციალურ ჯგუფებს შორის თანაცხოვრობს.

ადამიანი ექვემდებარება სექსუალურ გამრავლებას ამა თუ იმ სახით. მას აქვთ ჰორმონები, ანდროგენური და ესტროგენური ჰორმონი, შიდა და გარე რეპროდუქციული ორგანოები. ადამიანს აქვს სქესი. გენიტალიური სქესი. ადამიანს გააჩნია სქესი. მას აქვს გენდერული იდენტობა.

ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად და სურვილისამებრ გადაადგილება.

ადამიანი შედგება კუნთების, ნერვებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემისაგან, ერთი ან ორი ხვრელით.

გადარჩენისთვის ადამიანი სხვა ორგანიზმებს მოიხმარს.

ადამიანი გენდერული როლის მატარებელია.

ადამიანი თვით-განსაზღვრული არსებაა.

ადამიანი მამრობითია.

ადამიანი მდედრობითია.

 

ავტორი და ინტერპრეტაცია: ანგელოს პაპადოპოლოს

ვიდეო: კატერინა ცაკირი

მუსიკა: რაფაილია ‘რაფლაკ’ ბამპასიდოუ

ათენი, ცეკვის ეროვნული სკოლა.

 

 

 

  • “ქალი ფონზე”

 

ქალი ფონზე დასავლურ ფერწერაში ხშირად გამოყენებული ტერმინია, რაც ფიგურის ფონზე გამოსახვას აღნიშნავს. ეს თემა შევარჩიე როგორც ხელოვნების ისტორიაში ქალის როლის მეტაფორა, სადაც ის წარმოდგენილია როგორც სურვილის ანონიმური ობიექტი, იდენტობის გარეშე, როგორც საგნის პასიური მონაწილე.

რეჟიროსი: მელანი ოლსინა

მონტაჟი: აინარა ნიევესი

მუსიკა: Artomatico

 

  • “ჰომო”

 

ჰომო თვალსაჩინოს ხდის ადამიანის ინტიმურ გამოცდილებას, რომელიც დახურულ სივრცეში ბინადრობს, ერთადერთი მოსახლის პირადული და ჩაკეტილი სიმარტოვე. ოთახი, როგორც  სახლის მეტაფორა, დაკარგული სიახლოვის გამოსახულებაა. ჰომო პრივატუსი თვითდაკვირვების საფუძველზე ეძებს საკუთარ თავს, მის საგნობრიობას, რაც მის გარკვეულ იდენტობას წარმოადგენს. ამ ყველაფრით ჩვენ აღვწერთ ადამიანის ხილულ და უხილავ შრეებს, მის სხეულს, ბუნებრივ გამოხატულებებს, პირადი ისტორიის მეხსიერებას, კოლექტიური ისტორიის ვიზუალურ რეპრეზენტაციას, სტერეოტიპული, იკონური, მისტიფიცირებული და იდეალიზებული სხეულების საშუალებით.

რეჟისორი: მელანია ოლსინა

ინტერპრეტაცია: ალეხანდრო მოია

მონტაჟი: ხუან კარლოს ტოლედო

ხმის დიზაინი: იდან შიმონი

ფერების კორექცია: ფროდო გარსია კონდე

მადლობა: აინარა ნიევესს

შექმნილია Peoples in Art-თან თანამშრომლობით

 

 

 

  • “Bang”

 

 

ქალი და მამაკაცი სიახლოვესა და მისი იდუმალების განსხვავებულ ასპექტებს იკვლევენ. ტკბობა – ეს არის ფილმი, ინტიმური ურთიერთობების რთულ ძიებაზე, მექანიკურ და ამაო ქორეოგრაფიულ სტრუქტურაში.

 

 

პერფორმანსი: იან ვესალა & ანტოინეტე ჰელბინგი

ქორეოგრაფია: ანტოინეტე ჰელბინგი

გადაღება/მონტაჟი: იან ვესალა

 

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

პროექტის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია არდი