კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინ ჩვენებას:

ანარეკლი

“ანარეკლი” არის აღქმა, დაკვირვება, ტრანსფორმაცია და პერსპექტივა. შემსრულებელთა ჯგუფი მსჯელობს თეატრზე როგორც სოციალური შეკრების სივრცეზე, (ხელახალ)პრეზენტაციასა და აპარატურაზე, რომელთა ძრავები ურთიერთქმედებენ ბიომექანიკასა და ადამიანის სხეულის მოძრაობის სხვადასხვა ენერგიასთან.
ეს დადგმა გვიწვევს ჰიბრიდულ ზონაში, რაც შექმნილია სკულპტურული ფიგურებისგან, ჯაჭვური რეაქციებისა და სარკისებური რეალობებისგან, უსულო და ცოცხალი ცხეულებისგან – რეზონანსული სხეულები, რომლებსაც შეუძლიათ ნაწილებად დაშლა და ხელახლა გაერთიანება: ძლიერად მგრძნობიარე გამოცდილება, რომელიც გადადის მონსტრურობასა და განხილვას შორის.
“ანარეკლი” კოლექტიური სხეულის შესახებ ტრილოგიის ბოლო ნაწილია.
საზოგადოებიდან, რომელსაც ჩვენ ვაყალიბებთ (“Collective Jumps”), ბუნების ანალოგამდე (“Pieces and Elements”), “ანარეკლი” ყურადღებას ამახვილებს ენერგიულ და ფიზიკურ ძალებზე, რომლებიც გვაიძულებენ მოძრაობას და სხვების ამოძრავების მნიშვნელობის გააზრებას: ყველას შეუძლია იყოს ბირთვი, მამოძრავებელი ძალა, თესლი, მსხვერპლი, რომლის გარშემოც ეს ჯგუფი ირეკლება.

კონცეფცია&ქორეოგრაფია: Isabelle Schad
ქორეოგრაფია& შესრულება : Jozefien Beckers, Barbara Berti, Frederike Doffin, Ewa Dziarnowska, Naïma Ferré, Josephine Findeisen, Przemek Kaminski, Mathis Kleinschnittger, Manuel Lindner, Jan Lorys, Josh Marcy, Claudia Tomasi, Nir Vidan, Natalia Wilk
დრამატურგიული & სახელოვნებო კოლაბორაცია: Saša Božić
ასისტენტი ხელოვანი: Claudia Tomasi
კომპოზიცია & ხმა: Damir Šimunović
განათება & ტექნიკური ხელმძღვანელობა: Emma Juliard
ტექ. ხელმძღვანელის ასისტენტი: Andreas Harder
კოსტიუმები: Charlotte Pistorius
კოსტიუმების ასისტენტი: Maja Svartåker
თეორიული კოლაბორაცია: Elena Basteri
ფროდაქშენ მენეჯმენტი: Heiko Schramm
(Tanzforum Berlin): https://tanzforumberlin.de

ბიოგრაფია:

მოცეკვავე და ქორეოგრაფმა იზაბელ შადმა პირველად ბალეტი ისწავლა John Cranko School შტუტგარტში. 6 წლის განმავლობაში სხვადასხვა კლასიკურ ანსამბლებში მუშაობის შემდეგ, იგი თანამედროვე კომპანიებში გადავიდა, მათ შორის UltimaVez ბრიუსელში Wim Vandekeybus ხელმძღვანელობით. 1999 წლიდან მან დაიწყო საკუთარი პროექტების განხორციელება.

მისი შემოქმედება ფოკუსირებულია სხეულზე და მის მატერიალურობაზე, პროცესუალურობასა და ცოდნის შესაძლებლობაზე, ასევე სხეულებს შორის ურთიერთობაზე, (რე)პრეზენტაციაზე, ერთობის ჩამოყალიბების თემებსა და პოლიტიკურ ჩართულობაზე. კვლევის ახალი მეთოდების ძიებისას, სხვადასხვა კოლაბორაციებისთვის გამოთქვა ინიციატივა. 2003 წელს, ბრუნო პოშერონთან და ბენ ანდერსონთან ერთად დააარსა „Good Work“ artist network. იზაბელი ასევე თანამშრომლობა ვიზუალურ არტისტთან ლორენ გოლდრიგთან, მათ შექმნეს “Unturtled #1 & #4” (2008), “Der Bau” (The Burrow, 2012/13) და “Collective Jumps” (2014), ეს ბოლო ნამუშევარი ახლა ტრილოგიის ნაწილია დადგმებთან ერთად: “Pieces and Elements” (2016) და “Refection” (2019). იზაბელს ახლო კავშირი აქვს ბერლინში არსებულ პერფორმანსის ვენიუსთან Theater HAU Hebbel am Ufer. მისი ნამუშევრები წარმოდგენილია სხავდასხვა საერთშორისო ფესტივალებზე: ImPuls Tanz Wien, Tanz im August (ბერლინი), Montpellier Danse, International Arts Festival (პეკინი). 2016 წელს, ის ასევე მიწვეული იყო ვენეციის ბიენალეზე. მისი ნამუშევრები ხშირად ირჩევა პლატფორმისთვის Tanzplattform Deutschland (German Dance Platform) და ხშირად თანამშრომლობს გოეთეს ინსტიტუტთან.
იზაბელი ასწავლის ჰელსინკსა და ბერლინში (TEAK Helsinki; HZT Berlin), ატარებს ვორქშოფებს მსოფლიოს მასშტაბით და ასევე აქტიურად მოღვაწეობს ბალკანეთის დამოუკიდებელ თანამედროვე სცენაზე. 2019 წელს Deutscher Tanzpreis ს ფარგლებში, იზაბელ შადს მიენიჭა ჯილდო თანამედროვე ცეკვაში განსაკუთრებული მხატვრული განვითარებისთვის.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღი: 26 ივნისი
დრო: 20:00

https://www.facebook.com/events/258260812108422/