კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

ბატაი და ახალი დღეების აისი

შეიძლება მოგზაურობა შეუძლებელისკენ ნამდვილად მოხდეს?

ექვსი მოცეკვავე ჟორჟ ბატაის მწვავე სამყაროში, ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და თანამედროვე კულტურის კრიტიკოსის, რომელიც იმ მოაზროვნეების მცირეთაგანი იყო, რომელებმაც შეძლეს უკომპრომისო და უპირობო კითხვები დაესვათ  ადამიანურ ეგზისტენციალიზმზე.

ფილოსოფოსს მივყავართ იმ ადგილისკენ სადაც “ყველა მღელვარე ემოცია შერწყმულია ერთში”. მისი პარადოქსული ფილოსოფია უხმო ჟესტით მიუთითებს ცეკვისკენ. როდესაც ვცეკვავთ, ჩვენ აღმოვაჩენთ შიშს და მისი სიღმით გაჯერებულ ახალ სივრცეებს. როდესაც ვცეკვავთ, სიცარიელეში ვხტებით და სიცილს ვპოულობთ. როდესაც ვცეკვავთ, ეროტიზმის ბნელ გამოცანაში ვიძირებით, სანამ „სადღესასწაულო, მეფეებისა და ღმერთების სამყაროს“ არ წავაწყდებით. ცეკვა სუვერენული გამოცდა ხდება ბატაის უნიკალურად დრამატული ხასიათის ფიქრებისა და კითხვის, როგორც ფიზიკური, ასევე აბსტრაქტული გამოხატვით: შეგვიძლია ისევ ცოცხლები გავხდეთ?

პროექტი დაფუძნებულია ჟორჟ ბატაის შემდეგ ნაწარმოებებზე: Inner Experience, The Tears of Eros, The Accursed Share and Erotism. ეს გახდა საფუძველი მულტიდირექციული კვლევისა, სადაც ოცნებებსა და ქვეცნობიერზე მუშაობის განსაკუთრებული მეთოდია გამოყენებული, რომელიც 2005 წელს შეიქმნა პროექტის Taniec śniącego ciała (მეოცნებე სხეულის ცეკვა) ფარგლებში. ეს მეთოდი შემოქმედებითი სინთეზია კარლ გუსტავ იუნგის ანალიტიკური ფილოსოფიისაა და არნოლდ მინდელის პროცესზე ორიენტირებული ფსიქოლოგიის, ასევე ქორეოგრაფების იმპროვიზაციის და მედიტაციის ტექნიკებისა, რომელიც წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა კვლევებზე დაყრდნობით.

 

პროექტი ორგანიზებული და დაფინანსებულია ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ, რომელიც მოქმედებს Culture.pl სახელით საერთაშორისო კულტურული პროგრამის POLSKA 100 ფარგლებში, რომელიც პოლონეთის დამოუკიდებლობის მოპოვების საუკუნის თანმხლებია.

დაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, როგორც მრავალწლიანი პროგრამის NIEPODLEGŁA 2017-2021 ნაწილი.

Credits:

Script and Direction: Sławomir Krawczyński
Choreography: Anna Godowska
Dancers: Aleksandra Bożek-Muszyńska, Natalia Dinges, Paweł Grala, Bartosz Ostrowski, Łukasz Przytarski, Zofia Tomczyk

Music: collage & remix
Photos: Aleksandra Osowicz
Graphic design: Michał Łuczak

Technical realization: Łukasz Kędzierski

Photo/Video: Saba Rama

თარიღი: 26 სეტემბერი
დრო: 20:00
მისამართი: შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი
შოთა რუსთაველის 19

ბილეთების ყიდვა