კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ ონლაინ ვორქშოფს:
ბუტოს ტრეინინგი – ვიბრაციები ერთმანეთთან თანხვედრაში
ვორქშოფის შესახებ:
ამ ვორშოფის მეშვეობით ჩვენ აღვიქვამთ პიროვნულ ცნობიერებას. მოუსმინეთ თქვენი სუნთქვის ზედაპირულობასა და სიღრმეს. ასევე თქვენს გარშემო არსებულ ხმას და იპოვეთ მტვრის დაგროვების ადგილი – მიიტანეთ იგი თქვენს ტანთან. გახსოვდეთ ურთიერთობა სხეულთან და გარემოსთან არის უხვი.
გამტარი სხეულის გახურება, შინაგანი და გარეგანი მგრძნობელობის გაღვიძება. შემდეგ გადავალთ საგნებითა და ელემენტებით იმპროვიზაციაზე. იმოძრავეთ თქვენი მემბრანით რომ დაუკავშირდეთ დაშორებულ სხვებს.
ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:
ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისთვის და არტისტებისთვის. ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა 17 ივლისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: Online Workshop
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 17 ივლისი
ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
სამუშაო ენა : ინგლისური
ბიოგრაფია:
იუკო კასეკი – რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი, აწყობს პერფომანსებს, მოღვაწეობს ბერლინში 1995 წლიდან. ბუტოს ცეკვა და პერფომანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასშიც „Butter Tokio and Verwandlungsamt” 1989-2000 წლებში ცეკვავდა. 1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი კოკასეკი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფომანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად. სოლო იმპროვიზაციებით და ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენაზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათ-ხატებით; მსის პერფომანსები აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღები: 20, 26 ივლისი
დრო: 19:00
ხანგრძლივობა: 90 წუთი
ვორქშოფები ჩატარდება პროგრამის ZOOM მეშვეობით