კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

ვორქშოფი ადამას ცეკვის კომპანიის მოცეკვავეებთან ერთად

ვორქშოფის შესახებ:

დადგმა “შავი ქამარი” ემყარება შთაგონებას რომელიც მომდინარეობს საბრძოლო ხელოვნებიდან “kalaripayattu” – როგორც ფიზიკურ განზომილებაში, ასევე სულიერ აღქმაში, ეს არის გამბედაობა, ინიციატივა, სინაზე.

ვორქშოფი მოიცავს აკრობატიკას, საჰაერო აკრობატიკას, ბუნებრივ მოძრაობას და განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული ცნობიერის “გაჩუმებაზე”.

ვორქშოფის დროს ჩვენ გამოვცდით ენერგეტიკულ ცვლილებებს

აშკარა ომიდან თანაგრძნობის მიღებამდე, ბუნებრივ სუნთქვამდე, რაც მოძრაობას განაპირობებს, რომელიც აქცენტირებულია ფეხებსა და ხელებს შორის კოორდინაციაზე, იმ გზებზე თუ როგორ გამოვიყურებით და როგორ ვხედავთ.

 

ადამას ცეკვის კოპმანიის შესახებ: https://www.dancedirectory.org/sderot-adama-dance-company/

 

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია და საქართველოში ისრაელის საელჩო.

პროექტის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია არდი

თარიღი: 29 მაისი

დრო: 11:00

ხანგრძლივობა: 1:30

ონლაინ

 

ვორქშოფში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. მსურველებმა უნდა გამოაგზავნოთ რეზიუმე და მოკლე სამოტივაციო წერილი ელ-ფოსტის მისამართზე: [email protected]