პლატფორმა კირკე პოლონულ ცეკვის კომპანია Performat Foundation-თან ერთად წარმოგიდგენთ:
ზრუნვის ქორეოგრაფია – ვორქშოფები ქალებისთვის
ონლაინ მასტერკლასები რენატა პიოტროვსკა-აუფრეტის მიერ, ალექსანდეა ბოშეკ-მუშინსკისთან ერთად.
მასტერკლასის შესახებ:
ჩვენი პრაქტიკული და თეორიული მასტერკლასების განმავლობაში, ჩავატარებთ ქორეოგრაფიულ და მოძრაობის/ქცევის აქტივობებს, ასევე განვიხილავთ შერჩეულ ტექსტებს. სხეულის თვალსაზრისით, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ მოძრაობისა და ქორეოგრაფიის პრაქტიკა დაფუძნებული საზოგადოების შეგრძნებაზე, ერთმანეთის მოსმენაზე, და როგორც საკუთარი სხეულის განცდაზე, ასევე საკუთარი ძალის შეგრძნებაზე, რომელიც მოდის ორგანიზმიდან და ბიოლოგიიდან. ინტელექტუალური თვალსაზრისით, ჩვენ შევეცდებით შევქმნათ ხედვა ქალის სხეულის აღქმაზე და მის მიმართ მოპყრობაზე ახალი სისტემითა და ახალი სტრატეგიებით.
მასტერკლასების განმავლობაში ჯგუფი წაიკითხავს და იმსჯელებს ტექსტებზე, მათ შორის ფემინისტებისა და ეკოფემინისტების ტექსტებზე, რომელთა ავტორებიც არიან: Mona Chollet, Sarah Ahmed, Stacy Alaimo or Emilie Hache. კურსის მანძილზე დავალებები დაფუძნებულია პრაქტიკასა და თეორიას შორის ურთიერთობაზე. ქორეოგრაფია ფართო გაგებით აღიქმება, როგორც სტრატეგია და ურთიერთობა მოაკვშირე აზრებსა და სხეულებს შორის მოძრაობაში, რომელიც მოცემულია საგანმანათლებლო, ხელოვნებისა და სოციალურ კონტექსტში.
ერთად, ჩვენ ახლოდან შევხედავთ ზრუნვას, ჩვენს სხეულთან ინდივიდუალური მუშაობის და ჰორიზონტალური ადამიანთა შორის ურთიერთობების შექმნის პროცესში. ჩვენ განვიხილავთ, ვიზუალიზაციას მოვახდენთ, და წარმოვიდგენთ როგორი შეიძლება იყოს სამყარო და პოლიტიკა, თუ ის დაფუძნებული იქნება ზრუნვით ურთიერთობაზე. ჩვენ ერთიან ძალისხმევას გამოვიყენებთ რათა შევქმნათ ქალთა საზოგადოება და განვსაზღვროთ ჩვენი მიზნები სოციალურ კონტექსტში: როგორ გავზარდოთ ქალი ხელოვანების, დედების, და სხვა ტიპის მეურვეობის პასუხისმგებელი ხალხის ხილვადობა. ქორეოგრაფიული ინსტრუმენტების დახმარებით ჩვენ ვეძებთ ურთიერთობებს, რომლებიც დაფუძნებულია საკუთარი თავისა და მთელი ჯგუფის პატივისცემასა და ზრუნვაზე.
თეორიისა და პრაქტიკის შერწყმისას, მასტერკლასი საშუალებას მოგვცემს შევამჩნიოთ ქორეოგრაფიის სოციალური განზომილება. ეს გამოცდილება შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ყველა მონაწილისთვის “აქ, ახლა”, მაგრამ ის ასევე შეიძლება გახდეს მამოძრავებელი ძალა შემდგომი ინდივიუალური და კოლექტიური აქტივობებისთვის, რომელიც ექცევა ფართო სოციალურ და პოლიტიკურ კონტექსტში.
ვიწვევთ ყველას, ვინც იდენტიფიცირდება როგორც ქალი, განურჩევლად ასაკისა.
ვორქშოფებში მონაწილეობა უფასოა. ცეკვისა და მოძრაობის სფეროში წინასწარი გამოცდილება არ არის აუცილებელი.
ქორეოგრაფები და პედაგოგები:
რენატა პიოტროვსკა-ოფრეტი არის ხელოვანი და ქორეოგრაფი; თავის ნამუშევრებში ის იყენებს ექსპერიმენტული ცეკვის, საშემსრულებლო ხელოვნების, დრამატურგიის და თეატრის ელემენტებს. პიოტროვსკა-აუფრეტის დაკვირვების საგანია თანამედროვე სამყარო იმით, რომ იღებს შთაგონებას ინტიმური გამოცდილებიდან, რეალური და გამოგონილი, ჩაბეჭდილი მოცემულ სოციალურ კონტექსტში. ის დაინტერესებულია იმ დამახინჯებული ურთიერთობებით, რაც ისტორიულ და თანამედროვე სხეულის პოლიტიკას, საჯაროსა და პირადს, ტექსტსა და მოძრაობას შორის არსებობს.
ის იყო წამყვანი ხელოვანი Aerowaves Twenty17 და Aerowaves Twenty19 ფარგლებში. 2014 წლიდან მუშაობს პროექტზე “პირადი პიესები” – პერფორმანსებზე ქალის სხეულის პოლიტიკის შესახებ. საკუთარ ნამუშევრებს ის აღწერს როგორც: “მე ვარ ქალი ხელოვანი, მე ვარ ქალი, მე ვარ დედა – ასე რომ, სხეულის პოლარიზება პირდაპირ მეხება. მე ყოველთვის მაქვს პირადი და ავტობიოგრაფიული აუცილებლობა ჩემი საქმე გავაკეთო.” პოლიტიკურად ჩართულ თემებთან მუშაობის შედეგად, პირადი პიესები უკვე შეიქმნა. მოცემული პროექტის ფარგლებში მან შექმნა: Death: Exercises and Variations (2014), The pure gold is seeping out of me (2017) და Flatland of limp muscles (2019). მისი უახლესი ნამუშევარი არის Danse Macabre (2021).
პიოტროვსკა-აუფრეტი არის Exerce-ს ქორეოგრაფიის მაგისტრი Institut Chorégraphique International (International Choreographic Institute) მონპელიეს ინსტიტუტში და თატრალური აკადემიის კურსდამთავრებული ბიალისტოკში. ის არის Centrum w Ruchu (ცენტრი მოძრაობაში) წევრი, ქორეოგრაფების პლატფორმა ვარშავაში.
ალექსანდრა ბოჟეკ-მუშინსკა – ქორეოგრაფი და პერფორმერი, იმპროვაიზერი, ბიზნეს ქოუჩი და რუსული ენის თარჯიმანი. მრავალი წლის განმავლობაში ის უძღვებოდა რეგულარულ გაკვეთილებს თანამედროვე ცეკვასა და იმპროვიზაციაში, ტანვარჯიშში უფროსებისთვის, ასევე ქმნიდა საკუთარ ქორეოგრაფიებს. ის არის სტიპენდიანტი ალტერნატიული საცეკვაო აკადემიის 2015-2017 (Art Stations Foundation by Grażyna Kulczyk, Poznań) და ინტენსიური კურსის School for New Dance Development-ის (ამსტერდამი) და გლობალური პრაქტიკის გაზიარების პროგრამის ბენეფიციარი მოძრაობის კვლევაში (ნიუ-იორკი). ალექსანდრამ დაამთავრა ერთწლიანი ექპერიმენტული ქორეოგრაფიის II კურსი, ორგანიზებული Centrum w Ruchu-ს (ცენტრი მოძრაობაში) მიერ ვარშავაში. მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო ბერლინში, ბუდაპეშტში, ფილადელფიაში, ნიუ იორკში, ვარშავასა და ვენაში. 2017 წელს, ჰანა ბილკა-კანეკთან ერთად, შექმნა Holobiont Collective, რომელიც მართავს ინტერდისციპლინარულ მრავალთაობიან პროექტებს, რომელებიც დაფუძნებულია მასტერკლასებსა და პერფორმანსებზე. მის პრაქტიკაში ის იკვლევს საზღვრებს შესრულებასა და შემსუბუქებას შორის, გულუბრყვილობასა და სიმარტივეს შორის, და ნიმუშების პოვნასა და მათ დარღვევას შორის. მღელვარება და სიამოვნება მისი მუშაობის მნიშვნელოვან ნაწილს თამაშობს.

თარიღები: 4-7 ოქტომბერი, 2021
დრო: 20:00
მასტერკლასები ტარდება ონლაინ, ზუმ შეხვედრების საშუალებით.