Colchicum (კოლხიკუმი) – ბოტანიკურად  მისი სახელია უცუნა. ლეჩხუმში თავნიორას, გურიასა და აჭარაში სათოვლიას უწოდებენ, იმერეთში მარტოყვავილს, რაჭაში – თოვლის მახარობელას, თოვლის დედას, მეგრულად “მათირია კვარაკუნჩხაა”.

უცუნა (სათოვლია) – მოკლეღეროიანი და გორგლბოლქვიანი ბალახებია, შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარს მიეკუთვნება, დიდი და ნაირფერი ყვავილები აქვთ, ზოგი სახეობა გვიან შემოდგომით ყვავილობს, ნაყოფს კი მომავალ გაზაფხულზე იკეთებს, შეიცავს კოლხიცინს – უძლიერეს შხამს და მას ძველი დროიდან იყინებენ ნევრალგიის, პოდაგრას, რევმატიზმის სამკურნალოდ.

სათოვლიას თესლსა და გორგლბოლქვში არის ალკალოიდები, რომელთაგან კოლხიცინი გენეტიკასა და სელექციაში პოლიპლოიდების მისაღებად გამოიყენება, მედიცინაში კი ნიკრისის ქარის სამკურნალოდ, კოლხამიანი (ომაინი) – სისხლის ზოგიერთი დაავადების სამკურნალოდ.