კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა იწყებს აპლიკაციების მიღებას მათთვის, ვისაც სურს მონაწილეობა პერფორმანსის ონლაინ ვორქშოფებში
მართკუთხედი არის სივრცე
ვორქშოფის შესახებ:
მართკუთხედი არის სივრცე
“ჩვენი ბოლო ნამუშევარი თოჯინების თეატრისთვის შეიქმნა. მართკუთხა სივრცე, სადაც აუდიტორიის ხედვა საკმაოდ კონტროლდება. დაახლოებით როგორც კომპიუტერის ეკრანი.
ამ ვორქშოფში ვიმუშავებთ გამოსახულებაზე, როგორც სივრცეზე და როგორც სცენაზე.
შეხვედრა-გაცნობისა და გახურების შემდეგ, გაგაცნობთ ჩვენი მუშაობის პრინციპებს.
შესვენებამდე, რამოდენიმე გამოწვევას / დავალებას მივცემთ მონაწილეებს: დაახლოებით ორ წუთიანი ნამუშევარი ეკრანისთვის.
შესვენების შემდეგ, განვიხილავთ კონცეფციებს, მიდგომებსა და იდეებს ნამუშევრებისთვის.
შემდეგი ფაზა იქნება შესაძლებლობების აღმოჩენა და თავდაპირველი მიდგომების განვითარება უფრო კონკრეტული მიმართულებით. მონაწილეებს ექნებათ დრო იმუშაონ ინდივიდუალურად, არსებული ცოდნებითა თუ გამოცდილებით. გაკრვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ისევ შევხვდებით, გავაზიარებთ და განვიხილავთ ნამუშვრებს”
დომინიკ&ლუკ
ინფორმაცია ვორქშოფებზე დასწრების მსურველთათვის:
ვორქშოფები განკუთვნილია პროფესიონალი და მოყვარული პერფორმერებისთვის და არტისტებისთვის.
ვორქშოფში მონაწილეობის მსურველებმა 12 ივნისის ჩათვლით უნდა გამოგზავნონ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე მისამართზე: [email protected]
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: Online Workshop
აპლიკაციების მიღების ბოლო ვადა – 12 ივნისი!
ვორქშოფში მონაწილეთა რაოდენობა: 10
სამუშაო ენა : ინგლისური
დასწრება თავისუფალია
ბიოგრაფია:
Luke Baio დაიბადა ბრიტანეთში. 2000 წელს დაამთავრა თანამედროვე ცეკვის Northern School ბრიტანეთში, შემდეგ ასევე 1 წლის განმავლობაში სწავლობდა ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში. ის იყო წევრი ცეკვის კომპანია Richard Alston 2001-2006 წლებში. 2007 წლიდან ის ცხოვრობს და მუშაობს როგორც ფრილანს მოცეკვავე ვენაში. იგი თანამშრომლობდა ისეთ ორგანიზაციებთან და ხელოვანებთან როგორებიც არიან: Liquid Loft / Chris Haring, Stadt Theatre Klagenfurt, Niki Adler, Neue Oper Wien, Smafu Company, Liz King, Stephanie Cumming, Semper Oper Dresden და Dominik Grünbühel.
Dominik Grünbühel სწავლობდა თანამედროვე ცეკვას ვენისა და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში. 2001 წლიდან ის მუშაობს როგორც ფრილანს მოცეკვავე ვენაში. იგი ასავე სწავლობდა “ციფრულ ხელოვნება და დრამატურგია – მუსიკისა და საშემსრულებლო ხელოვნებაში”. მას უმუშავია როგორც პერფორმერს, დრამატურგს, ვიდეო და პროექციის არტისტს ისეთ ხელოვანებთან როგორებიც არიან: Luke Baio, Charlotta Ruth, Michael Bruckner, Bankett, Konic Thtr & Rupert Huber und Judith Unterpertinger & Katherina Weinhuber
დომინიკ გრუნბუელი და ლუკ ბაიო (lukeanddom.org) ერთმანეთს 2000 წელს შეხვდნენ ლონდონში სწავლის პერიოდში.
განსხვავებული კარიერული გზების მიუხედავად, თავისუფალ დროს ისინი სულ ერთად მუშაობდნენ.
როდესაც ლუკ ბაიო ვენაში გადავიდა საცხოვრებლად, უფრო ხშირად მუშაობდნენ ერთად და 2010 წლიდან მათი ერთობლივი ნამუშევრები რეგულარულად ფინანსდება. შექმნეს 10მდე პერფორმანსი, ინსტალაციები, ინტერვენციები და site-specific ნამუშევრები.
Dom & Luke
პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით

თარიღები: 15,16,22,23 ივნისი
საათი: 14:00
ხანგრძლივობა: 2 საათი
ვორქშოფები ჩატარდება პროგრამა ZOOM მეშვეობით