კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აცხადებენ მოცეკვავეების შესარჩევ კონკურსს ექსპერიმენტულ ცეკვის ფილმში მონაწილეობის მისაღებად:
მოცეკვავეების შერჩევა ფილმისთვის:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცეკვის გამოცდილების მქონე ქალებსა და მამაკაცებს.
შერჩეული მოცეკვავეები იმუშავებენ ქორეოგრაფიულ დადგმაზე ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ონლაინ (10 ოქტომბრიდან). დადგმის ქორეოგრაფია ბერლინში მცხოვრები იაპონელი ქორეოგრაფი, პერფორმერი და ბუტოს მოცეკვავე იოკო კასეკი.
ფილმის გადაღებები ჩატარდება 1 კვირის განმავლობაში.
მოცეკვავეები 10 ოქრომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით უნდა იყვნენ პროექტში ყოველდღიურად ჩართულები, ეზღუდებათ მოცემულ პერიოდში სხვა დამატებით პროექტებში მონაწილეობის მიღება.
ცეკვის ექპსერიმენტული ფილმის შესახებ:
„წითელი მზე“
კონცეფცია
A dream you dream alone may be a dream, but a dream two people dream together is a reality.
JOHN LENNON
„ოცნება, რომელზეც მარტო შენ ოცნებობ, არის უბრალოდ ოცნება, მაგრამ ოცნება, რომელზეც ორი ადამიანი ოცნებობს, არის რეალობა“, ამბობს ჯონ ლენონი იოკო ონოს წიგნში Grapefruit. და თუ სახელი „გრეიფრუტი“ არაფერს გვეუბნება, მაშინ ვერასდროს გამოვიცნობთ, რა სარგებლობა შეუძლია მოიტანოს ან გვავნოს ამ მცენარემ. თუ დავინტერესდებით და გავიცნობთ მცენარეს კლასით, ოჯახით, ქვეოჯახით, გვარით და სახეობით, ამოვიცნობთ ფერით და აღმოვაჩენთ მის წვენში არსებული ვიტამინების სიმრავლეს, ადვილად მივხვდებით ჩვენი ორგანიზმისთვის რაოდენ სასარგებლოა თუ მავნე ესა თუ ის მცენარე.
ვფიქრობთ, ჩვენი პლანეტის მწვანე საფარველის ახლოს გაცნობა აუცილებელია და იქნებ, შემდეგ ერთად ოცნებაც გამოგვივიდეს მის გადასარჩენად.
ჩვენი ინტერესის თემა სწორედ ის ადამინები არიან, ვინც სიცოცხლის არსი ამ მწვანე და უზადოდ ფერად სამყაროსთან ურთიერთობაში აღმოაჩინეს. სწორედ ამ ქალების შესახებ ლეგენდები იქცა, ნებსით თუ უნებლიედ, მედიცინის თუ ჯადოსნობის საწინდარად და უამრავი ნახატი თუ მითი შეიქმნა მათზე, ქალებზე, რომლებიც მზის – ჰელიოსის შვილები და შვილიშვილები არიან.
ასევე თქმულებებიდან ვიცით, რომ ჰელიოსის ამოსვლის ადგილას – კოლხეთში მარსის ველზე ვერძის ტყავი ინახებოდა, რომელიც ვერძის ზოდიაქოს და გაზაფხულის ბუნიაობას გამოხატავდა, დროს, როცა ბუნება განახლებას, ყვავილი კი გაშლას იწყებს. იქვე იყო მედეას, კირკეს, ჰეკატეს ბაღი ჯადოსნური მცენარეებით სავსე და ადგილი, სადაც აიეტი დრაკონის კბილებს თესდა; და თუკი ისევ მარსს, მზეს, ვარსკვლავებს და ცას ავხედავთ, იქაც იგივე ანარეკლი აღმოჩნდება და ეს გეომეტრიული სიმეტრია თუ მათემატიკური სიზუსტე გვაჩვენებს, რომ პლანეტების ცეკვის სქემა ისევ და ისევ ყვავილია და თან ყველა ეს ცეკვა განსხვავებული და განუმეორებელი.
პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდის საქართველოში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მიერ.

მსურველებმა უნდა შეავსონ მოცემული კითხვარი: https://docs.google.com/forms/d/121ic8q5JgvGuhl6FNNbnQQc-fBn0WZQIEdgO7xfjM6Q/edit
განცხადებების შემოტანის ბოლო ვადაა 9 ოქტომბერი.