კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და Performat Foundation (პოლონეთი) წარმოგიდგენთ:
ქალთა საარჩევნო უფლებების 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით და შესაბამისად, ქალთა აქტიური როლის გაღრმავებაზე პოლონეთში, გსურს ყურადღება გავამახვილოთ პოლონეთში ქალი-ქორეოგრაფების მხატვრული მოღვაწეობის სოციალურ კონტექსტზე და შევადაროთ ის საქართველოში არსებულ ვითარებას, სადაც თანამედროვე ცეკვის სცენა ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა და დინამიურია. გვსურს განვიხილოთ როგორ ცხოვრობენ და მუშაობენ ორივე ქვეყანაში ქალი არტისტები საშემსრულებლო სცენაზე.
გვსურს შემდეგი კითხვები დავსვათ: როგორ არსებობენ ქალი არტისტები (დამოუკიდებელი ან გაერთიანების წევრი) და როგორ ათავსებენ პირად და პროფესიულ ცხოვრებას ერთმანეთთან? რა უპირატესობა და უარყოფილი მხარე აქვს ცხოვრებას პროექტებით ან ყოფნას სხვადასხვა ქალაქებში, რეზიდენციებში? რა სახის მხარამჭერი მექანიზმები (თუკი ასეთი არსებობს) არსებობს და როგორ არის შესაძლებელი შევცვალოთ მოცემული სიტუაცია ზრუნვის პოლიტიკის ხელოვნებასთან გაერთიანებით.
გვსურს განვიხილოთ არსებული პრობლემები და ასევე ვისაუბროთ შესაძლო გამოსავლის პოვნაზე ორივე ქვეყანაში არსებული ე.წ. “ქალების” ცეკვის სცენაზე.
დისკუსიაზე ასევე ვისუბრებთ რენატა პიოტროვსკას პერფორმანსზე “ჩემგან იღვრება სუფთა ოქრო”, რომელიც დედობრივ საკითხს ეხება. კერძო და საჯარო სფეროების გარდამავალი ჩვენებით, გამოხატულია პრობლემის სირთულე. პერფორმანსი ხელმისაწვდომი იქნება ონლაინ პანელ დისკუსიამდე.
პანელ დისკუსიაში იქნება ჩართული პროექტის მონაწილე რენატა პიოტროვსკა-ოფრეტი და მოწვეული სტუმრები: ჰონორატა მარტინ, ანა სუბელიანი და ნინი ხუროშვილი.
რენატა პიოტროვსკა-ოფრეტი არის ქორეოგრაფი. თავის ნამუშევრებში ის იყენებს ექსპერიმენტული ცეკვის, საშემსრულებლო ხელოვნების, დრამატურგიის და თეატრის ელემენტებს. 2014 წლიდან ის მუშაობს პროექტზე “პირადი პიესები” – პერფორმანსებზე ქალის სხეულის პოლიტიკის შესახებ. ამ პროექტის ფარგლებში მან შექმნა: „Death: Exercises and Variations” (2014), „The pure gold is seeping out of me” (2017) და „Flatland of limp muscles” (2019). რენატა იყო ერთ-ერთი წამყვანი ხელოვანი პლატფორმაზე Aerowaves 2017 და 2019 წლებში. renatapiotrowska.pl
ჰონორატა მარტინი არის მხატვარი, პერფორმერი და მულტიმედია არტისტი პოლონეთიდან. მას დამთავრებული აქვს ხელოვნების აკადემია გდანსკში. თავის ნამუშევრებში ჰონორატა მარტინი იყენებს ხელოვნების სხვადასხვა ფორმას. მისი მუშაობის საწყისი წერტილი ღრმა ემოციის დაკვირვებაა. მას აინტერესებს ძლიერი ემოციები, რომლებიც თან ახლავს ჩვენ ბრძოლას საკუთარ ლიმიტებთან და შიშებთან, ფსიქოლოგიური – ფიზიკური ლიმიტებისა და ემოციური სიძლიერის ძიებას. ამ ყველაფრის გამოხატვას ჰონორატა ცდილობს როგორც სასტიკი, ასევე იუმორისტული ფორმებით.
მას მოგებული აქვს მესამე პრიზი კონკურსში (2011) და აუდიტორიის ჯილდო გდანსკის სახელოვნებო ბიენალეზე (2012). 2016 წელს ნომინირებული იყო Polityka’s Passport. მისი ბოლო სოლო გამოფენა „Bóg Małpa / God Monkey”, 2016 წელს ჩატარდა გალერეაში BWA Gallery.
სრული ბიოგრაფია; https://culture.pl/en/artist/honorata-martin
ანა სუბელიანი არის ქვიარ აქტივისტი, ადამიანის უფლებათა დამცველი და ჟურნალისტი საქართველოდან. ის აქტიურად მონაწილეობს საქართველოში სხვადასხვა მოძრაობებში, რომლებიც იბრძვიან თანასწორობისთვის, ქალთა უფლებებისთვის, არაჰუმანური ნარკოპილიტიკის ლიბერალიზაციისთვის და ანტისაოკუპაციო ქმედებებისთვის. ანა ასევე იყო საჯარო მოხელე და აღდგენითი სამართლიანობისა და დანაშაულის პრევენციის რეფორმების ერთ-ერთი გამტარებელი საქართველოში. ანა არის არაძალადობრივი კომუნიკაციების ინსტიტუტის დამფუძნებელი. ის Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ლიდერია, რომელიც იბრძვის ლგბტ უფლებებისთვის და ასევე, არის მთავარი არხის გადაცემის “Call Ana“ წამყვანი, რომელიც ადამიანის უფლებებსა და სოციალურ საკითხებს ეხება.
გარდა იმისა, რომ ანა სუბელიანი აქტიური მოქალაქეა, რომელიც ადამიანის უფლებებისთვის იბრძვის, ის ასევე პერფორმერია. ის მღერის ქართულ ტრადიციულ სიმღერებს და ასევე თანამშრომლობს თანამედროვე მუსიკოსებთან. ანა იყენებს ცეკვას, როგორც პოლიტიკური წინააღმდეგობის იარაღს. 2018 წლის მაისში, თბილისში ღამის კლუბების დარბევის შემდეგ, იგი იყო “Rave Revolution “ ერთ-ერთი ორგანიზატორი და ლიდერი. მან 9 აპრილის ტრაგედიის მსხვერტპლა მემორიალზე იცეკვა და ეს იყო თავისუფლების, ბრძოლის სიმბოლო. შედეგან მან მიიღო საზოგადოების კრიტიკა, სიკვდილის მუქარები და ფიზიკური დაპირისპირების მსხვერპლიც გახდა. ეს ცეკვა გახდა ფართო დისკუსიის საგანი ქალთა უფლებების, გამოხატვის თავისუფლებისა და ცეკვის, როგორც პროტესტის შესახებ.
ნინი ხუროშვილი არის ქართველი ხელოვანი და მკვლევარი.სახელოვნებო სფეროში, კონკრეტულად თვითორგანიზებად გამოცემებში 7 წლიანი აქტიური მუშაობის შემდეგ და პარალელურად, ამჟამად ჩართულია ეკოსოფელი – საქართველო საინიციატივო ჯგუფში, რომლის მიზანია საქართველოში დააარსოს პირველი ეკოლოგიური და ეკონომიკურად თვითმდგრადი სოფელი.
დაინტერესებულია ქალების გამოცდილებებისა და ისტორიების მოსმენითა და შეგროვებით; ქალების თვითორგანიზებადი ჯგუფების სტრუქტურებითა და მათი მდგრადობის მაგალითების კვლევით.
დისკუსია ხორციელდება Performat Foundation-ისა და “პლატფორმა კირკეს” მიერ ორგანიზებული პროექტის ფარგლებში: “Polki. Choreografie społeczne / The Poles. Social Choreographies / პოლონელები. სოციალური ქორეოგრაფია”
პროექტი თანადაფინანსებულია მრავალწლიანი პროგრამის NIEPODLEGŁA 2017-2022, რომელიც ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის საგრანტო პროგრამის “Cultural Bridges” ნაწილია.
www.culture.pl
პროექტი თანადაფინანსებულია თბილისის მერიის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს” მიერ.

თარიღი: 8 ნოემბერი
დრო: 19:00 – 21:00 (GMT+4)
დისკუსია გაიმართება ონლაინ, (ასევე, FB live) მაყურებელს ექნება ჩართვის შესაძლებლობა.
ენა: ინგლისური, ქართული სინქრონული თარგმანით.