კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:
“პლატფორმა კირკე” იწყებს თანამშრომლობას კანადაში არსებული ცეკვის ფესტივალთან Festival Quartiers Danses (FQD)
მოხარულები ვართ გაცნობოთ რომ “კირკე-ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა” იწყებს თანამშრომლობას კანადაში არსებული ცეკვის ფესტივალთან Festival Quartiers Danses (FQD) ! ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდებსა და სოციალურ ქსელებს 11-20 სექტემბერის ჩათვლით რათა იხილოთ ფესტივალის პროგრამა, რომელიც წარმოაჩენს კანადის ცეკვის სცენაზე არსებულ ქორეოგრაფებსა და მათ შემოქმედებას.
FQD ერთადერთი ფესტივალია, რომელიც მხოლოდ მონრეალის ცეკვას ეძღვნება, მის მე18 გამოშვებას სრულიად ონლაინ რეჟიმში ატარებს. 11 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, ფესტივალის პროგრამა მისივე ვებგვერდიდან გადაიცემა, ყოველ დღე ახალი კონტენტით.
ამ ინიციატივის მიზანია ფართო აუდიტორიამ შეძლოს ფესტივალზე დასწრება და მონრეალის ცეკვის ნამუშევრების ნახვა, მისი ყველა ფორმითა თუ ჰიბრიდით.
ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება მონრეალის არტისტებისა და რეჟისორების მიერ შემქნილი16 მოკლემეტრაჟიანი ცეკვის ფილმის ჩვენება და მსოფლიო პრემიერა, 16 ინტერვიუ ქორეოგრაფებთან და რეჟისორებთან, ფოტო გამოფენა, დისკუსია ცეკვაში არსებულ რასიზმსა და მრავალფეროვნებასთან დაკავშირებით.
ამ რთულ დროში ფესტივალი ერთგული რჩება საკუთარი მისიის, მოახდინოს ცეკვის დემოკრატიზაცია და შესაბამისად მაყურებელს საშუალებას აძლევს ნახოს პროგრამა სრულიად უსასყიდლოდ.

ფესტივალის თარიღები: 11/20 სექტემბერი
პროგრამის ნახვა: https://quartiersdanses.com/en/