ტულა ლიმნაიოსის მასტერკლასი – “თანამედროვე ცეკვა და კომპოზიცია”

ვორქშოფის შესახებ:
სხეული, როგორც დედამიწის და ცის დამაკავშირებელი, შუამავალი ელემენტი. სხეულის მუშაობა ემყარება Release-ს (გათავისუფლებას) და Alexander-Technik-ას (პედაგოგიური მეთოდი, რომლის მიზანიც ჩვევების შეცნობასა და მათ შეცვლაში მდგომარეობს) და წლების მანძილზე განვითარებულ სხეულის მუშაობის მეთოდიკას, ისევე როგორც მოძრაობის თანამედროვე ენას, ფოკუსირებულია სხეულის მოდუნებასა და კოორდინაციაზე სუნთქვისა და მოძრაობის დინამიკის მონაცვლეობისას.
მოძრაობის იმპულსს ვიღებთ ცენტრიდან – წყაროდან, რომლიდანაც ყველანაირი სახის ენერგია მოედინება. კუნთების მოდუნების შედეგად სხეული იძენს უნარს, ენერგიის დაუხარჯავად გაიმართოს და შინაგანი ენერგია გამოანთავისუფლოს, რის შედეგადაც იქმნება ე.წ. მოძრაობის „ეკონომია“, რომელიც მოცეკვავის თვითგამოხატვას აძლიერებს, მოძრაობების ხარისხის/დინამიკის ფოკუსირებას ახდენს და შინაგან მუსიკალურობას ამძაფრებს.

მზა „რეცეპტები“ ქორეოგრაფიული ინსცენირებისთვის არ არსებობს. მართალია დროთა განმავლობაში იქმნება ინდივიდუალური ხელწერა, თუმცა ყოველი სპექტაკლი ახალი გამოწვევაა. განსხვავებული თემები განსხვავებულ თვალთახედვას მოითხოვს, შესაბამისად: საკუთარი ხილვებისა და იდეების გადმოსაცემად, დრამატურგიულად მნიშველოვანი შინაგანი ძაფის და კომპოზიციის შინაგანი ლოგიკის შესაქმნელად, უნდა მოიძებნოს ადეკვატური კომპოზიციური საშუალებები, რათა სპექტაკლმა ადამიანები განსხვავებულ სამყაროებს აზიაროს და მათ ეს არავერბალურად მიაწოდოს.
მთავარი თანამედროვე ცეკვაა – ცეკვა, როგორც გამოხატულება, როგორც არავერბალური კომუნიკაცია და ჩვენი ეპოქის ასახვა, ეპოქისა, რომელშიც ვცხოვრობთ, ახლა და აქ…

დასასწრებად შეავსეთ ელექტრონული ფორმა – https://forms.gle/xm8X31quZVRYBajX6
ივენთის ლინკი – https://www.facebook.com/events/1069738397010511?ref=newsfeed
თარიღი – 28 სექტემბერი
დრო – 19:00
მისამართი – გოეთეს ინსტიტუტი მიხეილ ზანდუკელის 16

პროექტის მხარდამჭერია გოეთეს ინსტიტუტი, თბილისის მერია, საქართველოს კულტურის სამინისტრო, სასტუმრო რუმს ჰოთელ თბილისი.