კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსების ონლაინ ჩვენებას:

ჩიტი & შეხვედრამდე

პერფორმანსების შესახებ:

“ჩიტი”

ამ დუეტში მოცეკვავე ქალი ოცნებობს ფრინველის ცხოვრებაზე. მოცეკვავე მამაკაცი კი სიმბოლურად გამოხატავს მხარდამჭერს, გალიას, სარკის გულსა და ოცნებას. თუმცა, რეალურად ადამიანები განსხვავებული მორალის, რწმენის, იდეალებისა და პასუხისმგებლობების გამო, ხშირად გრძნობენ თავს საკუთარ ხაფანგში გამომწყვდეულად. საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ არ შეგვიძლია ყოველთვის მივყვეთ ჩვენს გულს და გავაკეთოთ ყველაფერი ის, რისი გაკეთებაც არის საჭირო ოცნების მისაღწევად. საკუთარი თავისთვის ჩვენ მიერ გაკეთებულ გალიაშივე ვექცევით.
ამ დადგამში მოცეკვავე ქალი ატარებს ხოხბის გრძელი კუდის ბუმბულს “Ling Zi”. ამგვარ ბუმბულს ტრადიციულ ჩინურ ოპერაში ხშირად მეომრები ატარებდნენ მუზარადზე, რაც მეომარის ძალას და შესაძლებლობებს გამოხატავს.
ამ დუეტში “Ling Zi” წარმოაჩენს ფრინველის სურათს, შინაგანი ემოციების გაფართოებას, რეალობისგან თავის დაღწევის სურვილს. “Ling Zi” ბუმბული მოცეკვავესთან ერთად ტრიალებს სივრცეში, რათა გამოხატოს რეალური შინაგანი ბროლა.

Credits:

კომპანია: Hung Dance
ქორეოგრაფი: Hung-Chung LAI
მოცეკვავეები: I-Han CHENG, Lin-Yi CHIEN
განათება: Hung-Chung LAI
მუსიკა: Awe by Roger Goula, The Wave: Tuesday by Max Richter
კოსტიუმები: Hung-Chung LAI

“შეხვედრამდე”

შეხვედრა, გადაკვეთა, დაკავშირება, განაწილება, წასვლა – ეს არის ის, რასაც ყველა ვაკეთებთ ცხოვრების ბოლომდე. თუმცა არასდროს ვიცით როდის და სად არის ეს დასასრული, ჯერ კიდევ გვაქვს დრო და შანსი რომ ვთქვათ “შეხვედრამდე” და “ნახვამდის”.
ადამიანების შინაგან სამყაროსთან განცალკევება ბევრად უფრო მტკივნეულია ვიდრე ჩვენი ცხოვრების დასასრული. დაშორება ადამიანებს უცხოებად აქცევს და ერთმანეთისგან შორს რიყავს. ჩვენ ისევ ვცდილობთ ვთქვათ “შეხვედრამდე” … თუკი ამის საშუალება გვექნება.

 

ბიოგრაფია:

Hunge Dance თანამედროვე ცეკვის ანსამბლია, რომელიც ქორეოგრაფმა და სამხატრვო ხელმძღვანელმა Hung-Chung Lai-მ დააარსა 2017 წლის 5 მაისს. დასახელება “Hung” არის ცაში ნავარდის სიმბოლო. აღმოსავლური ელემენტებითა და თანამედროვე ცეკვის ლექსიკით შთაგონებული ანსამბლი დიდი წარმატებითა და პოპულარობით საგებლობს როგორც ტაივანის, ასევე საერთაშორისო სცენაზე. კოპმანიამ შექმნა 73 პერფორმანსი, იმყოფებოდა ფესტივალებზე 35 სხვადასხვა ქალაქში.

სამხატვრო ხელმძღვანელი Lai Hung-Chung

Lai Hung-Chung ტაივანელი ქორეოგრაფი და ცეკვის კომპანია “ “ სამხატვრო ხელმძღვანელია. მას დამთვრებული აქვს Taipei National University of Arts 2012 წელს. 2012-2018 წლებში Kaohsiung City Balletსთვის, როგორც მოწვეულმა ქორეოგრაფმა იმუშავა დადგემებზე “Gravity”, “Distant Light”, “Grim Winter”, “false”, ”Light” და “Raining in the room”.

2015/16 წლებში მისმა დადგმამ “Watcher” მიიღო პირველი ადგილი, ასევე დადგმებმა “Stranger”, “Insistence of Beauty” და “Cloud” მიიღეს განსაკუთრებული ჯილდო კულტურის სამინისტროს ცეკვის კონკურსებში ტაივანში. 2016 წელს დადმა “Cloud” მიიწვიეს კორეის თანამედროვე ცეკვის ფესტივალზე WDA-AP. ლაი შეირჩა 8 საერთშორისო ახალგაზრდა ქორეოგრაფს შორის “Insistence of Beauty”-ს შექმნისთვის. მისი დადგმები ასევე მიწვეული იყო 2015 წელს ჰავაიში ფესტივალზე WDA-Americas Conference & Festival.

როგორც ცეკვის კოპმანიის სამხატვრო ხელმძღვანელი, იგი ყურადღებას ამახვილებს Taiji-თ შთაგონებული ტექნიკებით სავსე ყოველდღიური მოვლენების ასახვაზე, რათა შექმნას ცეკვის ახალი ლექსიკა, რომელიც მის შექმოქმედებას აღმოსავლური ესთეტიკის ღრმა სიმშვიდით ავსებს.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

Credits:

კომპანია: Hung Dance
ქორეოგრაფი: Hung-Chung LAI
მოცეკვავეები: I-Han CHENG, Chueh-KaiKUO
განათება: Hung-Chung LAI
მუსიკა: Definizione dell’impossibile, Notte senza fine, Distante by Tale Of Us
კოსტიუმები: Hung-Chung LAI

 

თარიღი: 3 ივლისი
დრო:
20:00 – “ჩიტი”
20:30 – “შეხვედრამდე”

FB LIVE