ხალგრძლივობა: 24:29
ქორეოგრაფია და კონცეფცია: Rachel Erdos
ინტიმური დუეტი, რომელშიც მოცეკვავეები 2,5 x 2,5 მეტრის კვადრატში არიან ჩაკეტილები. ფერადი მანათობელი ნათურები ზღუდავს მათ ტერიტორიას და ისინი ბინადრობენ მასში. მაყურებელი კვადრატის ოთხივე მხარეს შემსრულებლებთან ახლოს ზის.
დღევანდელ საზოგადოებაში სივრცე ან მისი ნაკლებობა პრობლემაა. ომებში იბრძვიან და საზღვრები მუდმივად იცვლება და განისაზღვრება ვინ ვართ. ჩვენ ვცხოვრობთ ჭარბად დასახლებულ ქალაქებში, სადაც პატარა ბინის ქირის ფასი უზარმაზარია. ნამუშევარი შეიქმნა არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას საცხოვრებელ პირობებზე რეაგირებით. რაც უფრო იზრდება ცხოვრების ღირებულება, ჩვენ იძულებულნი ვართ ვიცხოვროთ უფრო და უფრო პატარა სივრცეებში.
მოცემული ნამუშევარი სვამს კითხვას, კედლები გვაქცევს ჩვენს ციხესიმაგრეში ტყვედ თუ გვიცავს სხვების გარეთ ყოფნით. ხაფანგში ვართ თუ თავისუფლები? თავისუფლება ჩვენს გონებაში, ჩვენს სახლებში, ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ქვეყნებში?
შემოქმედებითი შემსრულებლები: Ori Lenkinski, Tomer Giat
კომპლექტის დიზაინი და კონსტრუქცია: Alon Birger
ორიგინალური მუსიკა და მონტაჟი: Yoav Atzmon
მუსიკა: The Boo Radleys, Echo Lake, The Caretaker
შემოქმედებითი მრჩეველი: Oded Graf
პროდუსერი: Tali Konigsberg
საერთაშორისო კომუნიკაციები: Katherina Vasiliadis
MASH, Machol Shalem Dance House, იერუსალიმი, ისრაელის დაკვეთით
რეიჩერ ერდოსის ბიოგრაფია:
რეიჩელ ერდოსი არის ჯილდოს მფლობელი, დამოუკიდებელი, ბრიტანელ-ისრაელელი ქორეოგრაფი. ის არის ნიუკასლ აპონ ტაინიდან, ცხოვრობს და მუშაობს თელ-ავივში 2002 წლიდან. რეიჩელმა მიიღო მაგისტრის ხარისხი ლონდონის The Laban Center-ში, ქორეოგრაფიის სპეციალობით.
რეიჩელი არის მრავალი ჯილდოსა და პრიზის მფლობელი, მათ შორის: 2008 წლის პირველი პრიზი AICC საერთაშორისო ქორეოგრაფიის კონკურსზე ორჰუსში, დანია; 2009 წელს, City Dance Ensemble კომისიის პროექტი, ვაშინგტონი; 2012 წელს, წლის არტისტი ცეკვის მიმართულებით აბსორბციის სამინისტროს მიერ, ისრაელი; 2014 წელს, NorthWest Dance Project-ის Pretty Creative Commission Prize, Portland USA. 2015 წელს, რეიჩელს მიენიჭა წლის დამოუკიდებელი ქორეოგრაფის პრიზი ისრაელის კულტურის სამინისტროს მიერ.
მან მიიღო დაკვეთა Company E და ამერიკული უნივერსიტეტის მიერ, ვაშინგტონში, ამერიკაში; NorthWest Dance Project, ორეგონი, აშშ, Panta Rei Danseteater, Mancopy Dance Company, დანია; Moving Into Dance Mophatong Company, იოჰანესბურგი, სამხრეთ აფრიკა; NorthWest Dance Project, ორეგონი, აშშ; ასევე Curtain Up Festival, Kolben Dance, Ido Tadmor, Nehara Dance Company და Machol Shalem Dance House, ისრაელი.
მისი ნამუშევრები წარმოდგენილი იყო მთელს მსოფლიოში, მათ შორის: ბელორუსია, ჩინეთი, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, გერმანია, ჰონგ კონგი, ირლანდია, ისრაელი იტალია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, სენეგალი, სლოვაკეთი, სამხრეთ აფრიკა, შვეიცარია, ტაჯიკეთი, დიდი ბრიტანეთი და აშშ-ში, პრესტიჟულ ადგილებში, როგორიცაა კენედის ცენტრი ვაშინგტონში და სამეფო ოპერის სახლი ლონდონში.
2017 წელს რეიჩელმა გადაიღო ქორეოგრაფია სიმღერისთვის “ნუთუ მართლა თქვი არა” კომპოზიტორი და რეჟისორი ორენ ლავია, ხოლო მთავარ როლს ასრულებს ვანესა პარადისი.
საკუთარი ნამუშევრების შექმნისა და გასტროლების გარდა, რეიჩელი მუშაობს მხატვრულ მრჩევლად და დრამატურგად სხვა ქორეოგრაფებისთვის, მათ შორის Yossi Berg and Oded Graf Dance-სთვის. რეიჩელი იყო Menashe Forest Music Festival-ის ცეკვის კურატორი, ისრაელში 2016 და 2017 წლებში, ხოლო 2020 წელს არის Machol Shalem-ის ცეკვის კვირეულის სამხატვრო ხელმძღვანელი.
რეიჩელი ასევე ფართოდ ასწავლის როგორც პროფესიონალებს, ასევე არა პროფესიონალებს და 2018 წელს იყო მიწვეული არტისი/ლექტორი ბრაუნის უნივერსიტეტში, აშშ.
„რეიჩელ ერდოსი ყურადღებას ამახვილებს საკუთარ თავზე და მის ნამუშევრებზე, მათ მიღმა მრავალფეროვნებისა და უნარების აღმოჩენის გზით“. -ორა ბრაფმანი, ცეკვის კრიტიკოსი.