მოცეკვავეების შერჩევა ექსპერიმენტული ფილმისთვის
კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი აცხადებენ მოცეკვავეების შესარჩევ კონკურსს ექსპერიმენტულ ცეკვის ფილმში მონაწილეობის მისაღებად: მოცეკვავეების შერჩევა ფილმისთვის: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ცეკვის გამოცდილების მქონე ქალებსა და მამაკაცებს. შერჩეული მოცეკვავეები იმუშავებენ ქორეოგრაფიულ დადგმაზე ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად ონლაინ (10 ოქტომბრიდან). დადგმის ქორეოგრაფია ბერლინში მცხოვრები იაპონელი ქორეოგრაფი, პერფორმერი და ბუტოს მოცეკვავე…