კირკე

კირკე – ბერძნულ მითოლოგიაში მზის ღმერთი ჰელიოსის და ოკეანიდა ნიმფა პერსეს შვილი, კოლხეთის მეფის – აიეტის და. კირკე, მედეას და ჰეკატეს მსგავსად, ცნობილი იყო როგორც ბალახეულისა და სამკურნალო საშუალებების ყველა საიდუმლოს უბადლო მცოდნე. ჯადოქრობა მან თურმე კოლხეთში ჰელიოსის ტაძარში შეისწავლა, ჰომეროსის მიხედვით ცხოვრებდა კუნძულ აიაიაზე, სადაც ჰელიოსმა თავისი ეტლით გადაიყვანა. ზღვებზე კარგა ხნის ხეტიალის შემდეგ…

მოლი

“ოდისეაში”  ჰომეროსი გვიყვება , რომ  ჰერმესმა ოდისევსს კირკეს ჯადოქრობისგან  თავის დასაცავად მცენარე მოლი გადასცა, მაშინ როცა ის თანამგზავრების გადასარჩენად კირკეს სასახლეში მიდიოდა.  ამ მცენარეს ჰომეროსი და ოვიდიუსი ასე აღწერენ: ფესვი შავი ჰქონდა, ყვავილი კი რძესავით თეთრიო. ფტოლემაიოს ჰეფესტიონის “ახალი ისტორიის” თანახმად მცენარე კირკეს კუნძულზე ჰელიოსის მიერ დამარცხებული ტიტანის სისხლისგან წარმოიშვა. აღწერით ყვავილი თეთრი ფერის იყო,…

კირკეა ლუტეციანა

კირკეა ლუტეციანა – მრავალწლიანი ბალახეული მცენარეა, თხელ ღეროზე ამოსული მარტივი ფოთლებით. ღერო ჩვეულებრივ 20 – 50 სმ სიმაღლის იზრდება (იშვიათად 70 სმ აღწევს). ყვავილი თეთრი ფერისაა, ორად გაყოფილი ფურცლით – ყვავის ივნისიდან მოყოლებული აგვისტოს ჩათვლით. მსხლის ფორმის მცირე ზომის ნაყოფს ბასრი ბუსუსები აქვს, რისი საშუალებითაც სხვადასხვა ზედაპირზე შეუძლია მიმაგრება. მცენარე იზრდება  ტყეში, მდინარის ნაპირებზე, უყვარს…

კოლხიკუმი

Colchicum (კოლხიკუმი) – ბოტანიკურად  მისი სახელია უცუნა. ლეჩხუმში თავნიორას, გურიასა და აჭარაში სათოვლიას უწოდებენ, იმერეთში მარტოყვავილს, რაჭაში – თოვლის მახარობელას, თოვლის დედას, მეგრულად “მათირია კვარაკუნჩხაა”. უცუნა (სათოვლია) – მოკლეღეროიანი და გორგლბოლქვიანი ბალახებია, შროშანისებრთა ოჯახის მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარს მიეკუთვნება, დიდი და ნაირფერი ყვავილები აქვთ, ზოგი სახეობა გვიან შემოდგომით ყვავილობს, ნაყოფს კი მომავალ გაზაფხულზე იკეთებს, შეიცავს…

შროშანი

შროშანი (ლათ. Lilium) — მრავალწლოვანი ბოლქვიანი ერთლებნიანი ბალახოვანი მცენარეების გვარი შროშანისებრთა ოჯახისა. 90-ზე მეტი სახეობა გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყელში. აქედან საქართველოში რვა სახეობა იზრდება, უმეტესობა კავკასიის ენდემია (ლათ. Lილიუმ ცაუცასიცუმ, Lილიუმ გეორგიცუმ, Lილიუმ კესსელრინგიანუმ და სხვ). დეკორატიული მიზნით აშენებენ ბაღებში, პარკებში. დიდი თეთრი, ყვითელი ან მონარინჯისფერო ყვავილები აქვთ, ბოლქვზე ერთმანეთზე კრამიტივით მიწყობილი ქერქლები. იზრდება…

მანდრაგორი

მანდრაგორი (Mandragora) – მრავალწლოვანი უღერო ან მოკლეღეროიანი ბალახი, ძაღლყურძენასებრთა ოჯახის მცენარეთა გვარს მიეკუთვნება. აქვს დიდი (80 სმ სიგრძის და 60 სმ სიგანის) ფოთლები, მომწვანო-თეთრი, ცისფერი ან იისფერი ყვავილები და დიდი ნარინჯისფერი, ან ყვითელი კენკრა ნაყოფი. მანდრაგორის მსხვილი სწორი ფესვები ზოგჯერ ადამიანის სხეულს წააგავს და ამიტომაც მას მაგიურ ძალას მიაწერდნენ, ბევრს ისიც კი ეგონა რომ ფესვი…