კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

The Yanka Rudza Project: Polyphonies

ჩვენ ვხვდებით პრაქტიკის დროს და ვამუშავებთ ამ შეხვედრას. ჩვენი წინაპრების მხრებზე ცეკვით, ჩვენ ვუღრმავდებით აწმყოს და გარდავქმნით მომავალს.

პოლიფონიები არის პერფორმანსი, რომელიც წარმოადგენს ბრაზილიაში, სალვადორ დე ბაიაში 2016 წლის გაზაფხულზე შექმნილი პროექტის გაგარძელებას. ის ინსპირირებული იყო პოლონელი მოცეკვავის იანკა რუძკას (1916-2008) მოულოდნელი აღმოჩენით, რომელმაც 1956 წელს სალვადორში, ბაიას ფედერალურ უნივერსიტეტში დაარსა ცეკვის სკოლა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საშემსრულებლო ხელოვნების ცენტრი ბრაზილიაში. იანკა რუძკა, რომელიც აქამდე უცნობი იყო პოლონეთში, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა ბრაზილიური თანამედროვე ცეკვის სფეროში და პირველი, რომელმაც გააერთიანა თანამედროვე ცეკვის ტრადიცია ადგილობრივ აფრო ბრაზილიური კულტურის ფესვებთან. მისი რწმენა, რომ თანამედროვე კულტურა ვერ განვითარდება თავისი ტრადიციული ფესვების სიღრმისეული ცოდნის გარეშე, გახდა “semente” საფუძველი, პერფორმანსი რომელიც პოლონეთისა და სალვადორის მოცეკვავეებს აერთიანებს ამ ტრადიციული ფესვებისკენ მოგზაურობაში.

ჩვენ შევხვდით ცეკვის პრაქტიკაში, რომელიც წარმოიშვა ტრადიციული, ორი ქვეყნის არასტილიზებული ცეკვის კულტურისგან: ბრაზილიური სამბა და პოლონური mazurkas და obereks. ამავდროულად პროექტი იმეორებს იანკა რუძკას პროგრამის სტილს: საკუთარი და უცხოური ტრადიციების დაპირისპირებით, ჩვენ ვსვამთ კითხვას ამ ტრადიციების თანამედროვე ქორეოგრაფიაში არსებობის მნიშვნელობის შესახებ.

ამჯერად იანკა რუძკას აღმოსავლეთისკენ, კავკასიისკენ მივყავართ და შთაგვაგონებს შევქმნათ საინტერესო შეხვედრა ოთხი – პოლონური, ბრაზილიური, სომხური და ქართული კულტურის გადაკვეთით.

პოლიფონიის მუსიკალური კონცეფცია ხდება ინსპირაცია ამ პერფორმანსის, რომელიც შეიქმნა ოთხი სხვადასხვა ქვეყნის არტისტების მიერ. პოლოფონიას, როგორც საინტერესო მეტაფორას ჩვენი იდენტობის, რომელიც შეიძლება იყოს კულტურული, ასევე ნაციონალური, პიროვნული თუ არტისტული, და რომელიც პოლიფონიურია იმ გაგებით, რომ მრავალ ფენასა და კონფლიქტურ ელემენტებს შეიცავს – მიყვავართ პოლიფონიური სხეულის იდეამდე. სხეული, რომელიც შეიცავს მრავალ ხმას, როგორც ინდივიდუალურს, ასევე თანამედროვე და ტრადიციული კულტურიდან აღებულს, და სხეული, რომელიც ამ ხმების, ხმაურისა და კაკოფონიის სიჭარბით იტანჯება.

ამ შეხედულებებს ასევე მივყავართ მოძრაობის პოლიფონიური კომპაზიციის იდეამდე – ცეკვის “მელოდია”, შექმნილი ბევრი სხვადასხვა სხეულისგან (ხმისგან), რომელიც გაერთიანულია მუდმივ მოძრაობაში.

გლობალური ტრადიციული ცეკვის კულტურის გულმოდგინე, მრავალშრიანი ანალიზი გავძლევს საშუალებას და გამბედაობას რათა ერთად, გვერდიგვერდ აღვიქვათ ასეთი განსხვავებული ცეკვის კულტურები: ბრაზილიური სამბა, პოლონური ობერეკ, სომხური კოჩარი და ქართული ფერხული.

ჩვენ გვწამს, რომ ქორეოგრაფია უნიკალური ხელოვნების ფორმაა, რომლის მულტიკულტურალიზმი და კოოპერაციის ფორმები გვთავაზობს საზოგადოებისთვის “ერთად ყოფნის” მზა სცენარს, რომელიც დამყარებულია განსხვავებული ტრადიციებისადმი საერთო პატივისცემასა და ღირებულებების სისტემაზე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გამაერთიანებელი, ექსტატური და ტრანსფორმირებადი ცეკვის ძალით განვავითარებთ ახალ პოლიფონიურ საზოგადოების შექმნის შესაძლებლობას.

პროექტი იანკა რუძკა საერთაშორისო კულტურული პროგრამის polska 100 ნაწილია, რომელსაც კოორდინაციას უწევს ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტი და ხორციელდება საერთაშორისო კულტურული პროგრამის polska 100 ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია პოლონეთის კულტურისა და ნაციონალური მემკვიდრეობის სამინისტროს მიერ, როგორც მრავალწლიანი niepodległa 2017–2021 პროგრამის ნაწილი.

Credits:

Idea: Joanna Leśnierowska

Composition Joanna Leśnierowska & Janusz Orlik in cooperation with the dancers

Dance: Anderson Danttas / Helena Ganjalyan / Karen Khachatryan / Agnieszka Kryst / Kote Liparteliani / Janusz Orlik / Neemias Santana / Katarzyna Sitarz / Hasmik Tangyan / Megi Zarkua

Factual support and training: Piotr Zgorzelski (Polish traditional dances), Artavazd Ayvazyan (Armenian dances), Soso Kopaleishvili (Georgian dances) and Katarzyna Sitarz (voice training)

Dramaturgy and set: Joanna Leśnierowska

Soundscape: Janusz Orlik

Visuals: Michał Łuczak

Technical production: Łukasz Kędzierski

Coordination: Harutyun Alpetyan (Armenia) and Salome Sordia (Georgia)

Production: Marta Harasimowicz and Mikołaj Maciejewski / Art Stations Foundation by Grażyna Kulczyk in cooperation with Institute of Music and Dance in Warsaw and East European Performing Arts Platform

Photo/video: Elene Rukhadze

Video Edit : Saba Rama

თარიღი: 25 სექტემბერი
დრო: 20:00
მისამართი: მოძრაობის თეატრი

12, აღმაშენებლის გამზირი

მუშტაიდის ბაღი

 

ბილეთების შეძენა