კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ:

Frontier in Body – ბუტოს იმპროვიზაციული ვორქშოფი – იოკო კასეკი

შენი საწყისი საიდუმლოებითაა სავსე.
 
შეისწავლე და განავითარე სხეულის საზღვრები, აღმოაჩინე ემოციის, მოგონებების, შეგრძნებების ჯერ მიუკვლეველი სივრცეები… სათითაოდ გამოიკვლიე სხეულის ყოველი ნაწილი, რათა შეძლო მთლიანობის აღდგენა.
დააკვირდი მოძრაობებს ყოველდღიურ ურთიერთობაში და გაბედე კომფორტის ზონიდან გასვლა. წესრიგის დარღვევა, როგორც შემოქმედებითი აქტი, გაპოვნინებს ფიზიკური ცნობიერების გაღვიძების ახალ გზებს.
ვორკშოპის მთვარი აზრი სხეულის შეცნობის და მგრძნობელობის გამოღვიძების გზით ორიგინალური მოძრაობის განვითარება და დაფარული დინამიური ენერგიის აღმოჩენაა.
ფიზიკური ვარჯიშები ეფუძნება ნოგუჩის გიმნასტიკის და თაი-ძი დაო-ძინის ელემენტებს და ბუტოს მეთოდოლოგიას. ჩვენ ვავარჯიშებთ მთელ სხეულს, რათა შეღწევადები გავხდეთ და მგრძნობელობის ღრმა ფენები გავხსნათ. ჩვენ ვეცდებით, ვიპოვნოთ ჩვენი სხეულის ცენტრი (ტანთიენი), რომელიც ჩვენი ენერგიის წყაროა. ჩვენ გულდასმით მოვუსმენთ შინაგანს და განვავითარებთ მის მიმართებას გარეგანთან.
ვორკშოპი სახეებთან, ელემენტებთან, სივრცესთან, ურთიერთობასთან სოლო, წყვილებში და ჯგუფური იმპროვიზაციის შესაძლებლობას იძლევა. ინტენსივიზაციისა და რედუქციის გზით ჩვენ ღრმად ჩავწვდებით უძრაობის / მოძრაობის არსს და ვთარგმინთ მას ინდივიდუალურ მანიფესტაციებად. მნიშვნელოვანია, ყოველმა ჩვენთაგანმა აღმოაჩინოს საკუთარი უნიკალური სხეული, ფიზიკური რეალობა და არსებობის გამოხატვის გზები.
 
24 ოქტომბერს პლატფორმა კირკე და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ იუკო კასეკის პერფორმანსს „W!O!man MADe“ და ვალერი რენეს კონცერტს:
https://www.facebook.com/events/3143756868984411/
 
 
ბიოგრაფია:
 
იუკო კასეკი – რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი, აწყობს პერფომანსებს, მოღვაწეობს ბერლინში 1995 წლიდან. ბუტოს ცეკვა და პერფომანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასშიც „Butter Tokio and Verwandlungsamt” 1989-2000 წლებში ცეკვავდა.
1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი კოკასეკი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფომანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად.
სოლო იმპროვიზაციებით და ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენაზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათ-ხატებით; მსის პერფომანსები აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.
 
თარიღი: 25 ოქტომბერი
დრო: 18:00
მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი
16, მიხეილ ზანდუკელი ქუჩა
ფოტო/ვიდეო: საბა რამა