კირკე - ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა MASH-თან კოლაბორაციით წარმოგიდგენთ VR ცეკვის ფესტივალს:

VR ცეკვა გულისხმობს ისრაელელი არტისტების 5 პერფორმანსს 360-3D ფორმატში:

  1. “NARKIS”, ქორეოგრაფია და პერფორმანსი: ირან ავნი; 14:11
  2. “ციხესიმაგრე”, ქორეოგრაფია და კონცეფცია: რეიჩელ ერდოს; 24:29
  3. “Aliza”, ქორეოგრაფია: რავიდ აბარბანელ; 14:40
  4. “Sisypha”, ქორეოგრაფია: იორამ კარმი; 5:43
  5. “Toafot”, ქორეოგრაფია: რუბი ედელმანი; 56 წთ.

როგორც ურბანული კულტურის ცენტრი, MASH ეძღვნება ცეკვის ხელოვნების პოპულარიზაციას და პროფესიონალურ ცეკვაზე ხელმისაწვდომობას ისრაელში და მთელ მსოფლიოში. MASH სპეციალიზირებულია მოწინავე პლატფორმებისა და ინფრასტრუქტურების ტექნოლოგიური დეველოპმენტი, რომლებიც მხარს უჭერენ ამ მისიის განვითარებას.

პანდემიის მწვერვალზე, მივმართეთ ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიას, რათა დაგვხმარებოდა ჩვენი მისიის შესრულებაში. ჩავუღრმავდით ვირტუალური რეალობის ცეკვის სამყაროს და მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ძალიან საინტერესო ახალი ინიციატივა, რომელიც წარმოგიდგენთ 360° ტექნოლოგიით გადაღებულ ისრაელის საცეკვაო პერფორმანსების არჩევანს VR headset-ის  საშუალებით, რაც უზრუნველყოფს ინტერაქციულ შესრულებას-ნახვის გამოცდილებას. მოცემულ VR სამყაროში მაყურებელი დგას სცენის ცენტრში შემსრულებლებით, ხმითა და განათებით გარშემორტყმული, სრულიად ცეკვაში ჩაძირული.

ჩვენ გავიზარდეთ, რათა გვესწავლა საცეკვაო ნამუშევრის  ნათლად დოკუმენტირების უნარის გარდა, VR ტექნოლოგიის გამოყენება ცეკვის სრულიად ახალი დარგის განვითარებით. ის გვთავაზობს – ფაქტიურად – ახალ თვალსაზრისს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია განვიცადოთ და გავაზიაროთ ცეკვა.

ამ აღმოჩენის საპასუხოდ, MASH აარსებს მოწინავე VR სტუდიას მხატვრული კონტენტის გადასაღებად და მონტაჟისთვის 360-3D ფორმატში, რომელიც შექმნილია VR headset-ით სანახავად. უნიკალური პროგრამირების გამოყენებით, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ VR ექსპერტებთან თანამშრომლობით, VR გამოცდილება საშუალებას მისცემს მაყურებელს აირჩიოს რომელი კუთხიდან უყურებს შესრულებას და შეცვალოს თავისი პერსპექტივა ნებისმიერ მომენტში. ამ ძალისხმევით, MASH მიზნად ისახავს აუდიტორიის გამოცდილების რევოლუცია მოახდინოს, გახადოს ის  უფრო ხელმისაწვდომი სხვადასხვა პოპულაციისთვის, ასევე გვთავაზობს უნიკალურ ინტერაქციულ და ჩაძირულ ცეკვის ნახვის შესაძლებლობას.

 

Machol Shalem Dance House in Jerusalem (MASH) -ის შესახებ:

თითქმის ორი ათწლეულის განმავლობაში, Machol Shalem Dance House (MASH) ემსახურება როგორც ქოლგა ორგანიზაცია დამოუკიდებელი ცეკვის შემსრულებლებს იერუსალიმში, ჯერ ადგილობრივი თემის საბჭოს მეშვეობით, შემდეგ კი ისრაელის ქორეოგრაფთა ასოციაციის ეგიდით. MASH-მა უმასპინძლა მრავალი ადგილობრივი და საერთაშორისო არტისტის პერფორმანსებს, ყოველწლიურ ფესტივალებსა და ქორეოგრაფიულ კონკურსებს, რადგან ის ცდილობს შექმნას და განავითაროს თანამედროვე და პროფესიული კულტურის ცენტრი იერუსალიმის საზოგადოების სასარგებლოდ.

 

პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.

თარიღი: 12, 13 და 14 მაისი

დრო: 12:00 – 18:00

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია რეგისტრაცია. სასურველი თარიღისა და დროის დასაჯავშნად მიყევით ბმულს: https://calendly.com/circeplatform/vr-dance

მისამართი: საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი, ზანდუკელის ქ. 16