კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ პერფორმანსის ონლაინ ჩვენებას:

9 ნაბიჯი მტვრისკენ #4

პერფორმანსის შესახებ:

ეს არის ცეკვა, რომელიც ინსპირირებულია კუსოზუთ – ცხრა საფეხურიანი სხეულის გახრწნის გრაფიკული გამოსახვა. ბუდისტურ ხელოვნებაში კუსოზუ ქალის სხეულს გამოხატავს, რომელიც ანალიზის სწრაფმავალი არსებობის რთულ შეხედულებას წარმოადგენს. შინაგანი და გარეგანი ტრანსფორმაციის ცხრა საფეხურში, ეს დადგმა საკუთარ ფიზიკურ მეტამორფოზას პოულობს. სანამ კატა მტვრად იქცევა, მას ცხრა სიცოცხლე აქვს, შემდეგ მტვერი. მტვრის დანიშნულება კი ახალი კატაა. “სხვა ნაბიჯი მტვრამდე” არის პერფორმანსების სერია, რომელიც შეისწავლის სხვადასხვა მიდგომებსა და წარმოდგენებს.

დუო ITAKO
კონცეფცია, ქორეოგრაფია, შესრულება: Yuko Kaseki
მუსიკა: Kazuhisa Uchihashi
განათების დიზაინი: Teo Vlad
ფოტო: Sigel Eschkol

 

ბიოგრაფია:

იუკო კასეკი – რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი, აწყობს პერფომანსებს, მოღვაწეობს ბერლინში 1995 წლიდან. ბუტოს ცეკვა და პერფომანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასშიც „Butter Tokio and Verwandlungsamt” 1989-2000 წლებში ცეკვავდა. 1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი კოკასეკი. მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფომანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად. სოლო იმპროვიზაციებით და ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენაზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათ-ხატებით; მსის პერფომანსები აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის მხარდაჭერით.

თარიღი: 17 ივლისი
დრო: 20:00

 

FB LIVE