კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:
à elle vide, Deriva Traversa & Storm Atlas
à elle vide
Პერფორმანსი ორ პერსონაჟს შორის სიცარიელის შექმნას უკავშირდება.
Ორი ცხოველი. Ორი ფიგურა. Ორი ნახატი.
Პირველი – წითელი – მამალი. Მეორე – თეთრი – მორიელი. Ორი ბუნება, რომელიც არეკლილია გამოხატულებაში, ქმედებებსა და მოძრაობებში.
Ეს Თითქოს მულტფილმისა და ანიმაციის ზოგადი, დისტანციური რეფერენსია. Დრო და დრო შესაძლებელია აგონიით გამოწვეული დამსხვრეული ხმების მოსმენა. Შესაძლოა თუ არა, რომ ეს ხმები ჩვენს გონებაში დაგროვილი მულტფილმის ფრაგმენტები იყოს? ორი ქმნილების, მამლისა და მორეილის ზედმეტად გრძელი, Შავი წამწამებით დაფარული მუქი თვალები. Მათ სახეზე მელანქოლიური მზერა ისახება და უცანაური, ძლევამოსილი სიამაყე ეხვევა. Მამლის მოძრაობა ქედმაღლურია. Ის აკვირდება სივრცეს თითქოს რაღაც Საიდუმლოს მატარებელი იყოს. Მორეილის მოძრაობა მკაფიო და ზუსტია, როგორც მენტალური სტაბილურობა იმისა, ვინც თავდასხმისთვის ემზადება. Აბსტრაქტულად, აღუწერელად და მისტიურად ელეგანტურია.
Მამლის წითელი ფერი – ეს ფერი იქცევა მოძრაობად.
Მორეილის თეთრი ფერი – შეჩერება იქცევა ხმად. Სათამაშო ადგილის შავი ფერი იქცევა სიცარიელის ურთიერთქმედების დროდ. Შესაძლოა, მულტფილმის იდეას ვეყრდნობი.

Credits:
à elle vide
concept: Agata, Demetrio, Teodora Castellucci, Eugenio Resta
with Teodora Castellucci, Agata Castellucci
choreography, costumes: Teodora Castellucci
original music: Demetrio Castellucci
lights: Eugenio Resta
plastic arts: Chiara Bocchini
realization of costumes: Gabriella Battistini, Carmen Castellucci
production: Dewey Dell
thanks to Valentina Guidi, Chiara Bartolini, Francesca Bartolini
special mention GD’A 06/07
project participant Aerowaves 2008/The Place, London
Deriva Traversa
მარტოობა მწყემსების სამუშაოს შემადგენელი ნაწილია. მარტოობა საკუთარ თავში ჩაღრმავების შესაძლებლობას გვაძლევს – დელიკატური მოძრაობა ხილულისგან დაშორებით. ხმაური სიჩუმეში იფანტება, აზრები თავისუფლად იღვრებიან გონებაში. მხოლოდ ცხოველები წარმოადგენენ იმ შესაძლებლობას, რომლითაც საკუთარი თავის განყენება შეგიძლია მოახდინო, მისკენ ყურადღება მიმართო. როდესაც მწყემსები მღერიან, ჟღერადობისთვის ისინი ქარს ან მომტირალ ცხვრებს იყენებენ. სარდინიული პოლიფონიური მუსიკა “Cantu a Tenores” ითვლება რომ შექმნილია მწყემსების მიერ Nuragic ხანაში. მწყემსები ისტორიას პოეზიის სიმღერით გადასცემენ თაობიდან თაობას. მუდმივად განახლებადი დრო კი არასდროს ივიწყებს რეალობას, უბრალოდ ისევ ხილული სამყაროდან შორს ინაცვლებს. ისტორიები, რომლებსაც მწყემსები მღერიან, შეიძლება აღიქვას როგორც უხილავის გაშიფრვის მცდელობა, რაც მხოლოდ საკუთარ თავში, ზებუნებრივში ჩარღმავებით მიიღწევა.

Credits:
Deriva Traversa
choreography, with: Teodora Castellucci
original music: Demetrio Castellucci
assistant to choreography: Agata Castellucci
dramaturgy: Vito Matera
costume: Guoda Jaruševiciute
production: Societas 2017
with the support of: progetto MUSE/ compagnia B
in collaboration with: Festival Danza Urbana, Festival Città delle Cento Scale
_____
მუსიკალური კოლაბორაცია: TeTe Noise & Black Fanfare
ხანგრძლივობა: 30 წუთი
_____
Storm Altas – კონცერტი
Storm Atlas არის ცოცხალი მუსიკის კონცერტი, რომლის მიზანია ცის მეტეოროლოგიური ტრანსფიგურაციები გადააქციოს მელოდიის, მოძრაობისა და ნათების ენად. პროცესის განმავლობაში, სხვადასხვა სახის შტორმის კვლევა ხდება, რათა მათი აუდიოვიზუალური ჩარჩო შეიქმნას.
პროექტის მხარდამჭერია: Check In Georgia, თბილისის მერია, სასტუმრო რუმსი თბილისში, იტალიის საელჩო საქართველოში, კლუბი ხიდი
მედია პარტნიორი: არტარეა
Credits:
Storm Atlas – კონცერტი
კონცეფცია, მუსიკა: Dewey Dell – Agata, Demetrio, Teodora Castellucci, Eugenio Resta
production: Societas