iCoDaCo 2024-2027 Participants

“ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა – კირკე”, როგორც ევროპული თანამშრომლობის პროექტის, iCoDaCo-ს (International Contemporary Dance Collective 2024-2027) პარტნიორი, მოხარულია გაცნობოთ, რომ 8 არტისტი უკვე შერჩეულია iCoDaCo 2024-2027 კოლექტივის ფარგლებში. პროექტი თანამედროვე ცეკვის შემსრულებლებს აერთიანებს ევროპის 12 ქვეყნიდან, რათა ჩამოაყალიბონ ცხრა კოლექტივი. კოლექტივები ერთად მუშაობენ ახალი ცოდნის, მეთოდოლოგიისა და პრაქტიკის შესამუშავებლად. iCoDaCo 2024-2027 არის დიდი ევროპული…

iCoDaCo 2024-2027: მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების მიღება საქართველოდან

კირკე – ექსპერიმენტული ცეკვისა და თეატრის პლატფორმა აცხადებს მოცეკვავეებისა და ქორეოგრაფების მიღებას შემოქმედებითი ევროპის საერთაშორისო პროექტში,  iCoDaCo 2024-2027.   განაცხადების მიღება 21 მაისს იწყება და 14 ივნისს დასრულდება. 17 ივნისს შერჩეულ კანდიდატებთან ზუმის საშუალებით შედგება ონლაინ შეხვედრა. 20 ივნისს გამოცხადდება შერჩეული კანდიდატების საბოლოო სია.   პროექტის ფარგლებში შეირჩევა სულ 8 მოცეკვავე/ქორეოგრაფი, რომელიც 4 წლის განმავლობაში…

Katarzyna Chmielewska და Radek Duda-ს ვორქშოფი

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: Katarzyna Chmielewska და Radek Duda-ს ვორქშოფი ტექნიკისა და იმპროვიზაციის ვორქშოფის დროს ჩვენ გამოვიკვლევთ სხეულის წონისა და მასის როლს, და შევისწავლით მის პირდაპირ გავლენას ცეკვის ხარისხსა და დინამიკაზე, ამისთვის ჩვენ გამოვიყენებთ “განთავისუფლების” ტექნიკას და ასევე პარტნიორთან მუშაობას იმპროვიზაციით. ვორკშოფის მიზანია სხეულში მოძრავი ენერგიის უფრო გააზრებულად გამოყენება. ვორკშოფი იქნება…

ტოტალი- პოლონეთის დღეები

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: პოლონეთის დღეები: ტოტალი Paweł Sakowicz ცეკვის ვირტუოზობის სპეკულაცია არის ერთგვარი რეფლექსია, რომელიც შეიძლება დამყარებული იყოს გამოცდილებაზე, თუმცა არ არის სავალდებულო ეს იყოს ემპირიულად დადასტურებული. ესეთი სპეკულაციის მიზანია პროგნოზირებადი ეკონომიკური, პოლიტიკური და მეტა ჰუმანური ცვლილებების დახმარებით ჩარჩოში მოაქციოს ცეკვის ვირტუოზობის იდეალური სურათი. ამ სპეკულაციის სახასიათო ელემენტი არის რისკის…

პოლონეთის დღეები: “Witajcie / Welcome”

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: Witajcie / Welcome “ჩემი ინტერესის სფეროა ადამიანი, რომელსაც არ უნდა რომ მიიღოს ომისგან, კონფლიქტისგან, ჩაგვრისგან, შიმშილისა და სიკვდილისგან გამოქცეული ხალხი. მაინტერესებს კონფლიქტის, საფრთხისა და ტანჯვის გარემოებები” პერფორმანსის ერთ-ერთი ელემენტია პერფორმანსის “Z wodą” დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლის ოქტომბერში სოპოტში ჩატარდა დევნილთა სოლიდარობის დღესთან დაკავშირებით. ეს იყო ხელოვანის გამოხმაურება…

“ბატაი და ახალი დღეების აისი” – პოლონეთის დღეები

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: ბატაი და ახალი დღეების აისი შეიძლება მოგზაურობა შეუძლებელისკენ ნამდვილად მოხდეს? ექვსი მოცეკვავე ჟორჟ ბატაის მწვავე სამყაროში, ფრანგი მწერლის, ფილოსოფოსისა და თანამედროვე კულტურის კრიტიკოსის, რომელიც იმ მოაზროვნეების მცირეთაგანი იყო, რომელებმაც შეძლეს უკომპრომისო და უპირობო კითხვები დაესვათ  ადამიანურ ეგზისტენციალიზმზე. ფილოსოფოსს მივყავართ იმ ადგილისკენ სადაც “ყველა მღელვარე ემოცია შერწყმულია ერთში”.…

რატომ არ მოგწონს სევდა?

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: რატომ არ მოგწონს სევდა? Katarzyna Chmielewska / Teatr Dada von Bzdülöw, Teatr Wybrzeże in Gdańsk ეს შეიძლება იყოს შეუჩნეველი მოგზაურობა ემოციური მდგომარეობის ლაბირინთი და მოგზაურობა – როგორც ოთახებში გადანაცვლება. თითოეული ოთახი სხვადასხვა ჩრდილებით არის სავსე, დროდადრო, როგორც კი რომელიმე ოთახში აღმოვჩნდებით, ვხვდებით, თუ როგორ საშინელ სევდას ვგრძნობთ.…

Christina Ciupke and Ayse Orhon-ის ვორქშოფი

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: Christina Ciupke and Ayse Orhon-ის ვორქშოფს ვორქშოფი განკუთვნილია მათთვის, ვინც დაინტერესებულია მოძრაობებითა და კინესთეტიური ცნობიერების ამაღლებით. ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი ვორქშოფში წარმოაჩენენ ყველა იმ პრაქტიკისა და კომპოზიციის პრინციპებს, რომლებიც პერფორმანსის “ახლოს” შექმნის პროცესში ჩამოყალიბდა. კონკრეტული მოძრაობების საშუალებით ვორქშოფი ფიზიკური სიახლოვისა და დისტანციის ინტენსიობას უღრმავდება. ბიოგრაფია ქრისტინა…

Luke Baio & Dominik Grünbühel-ის ვორქშოფი

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: Luke Baio & Dominik Grünbühel-ის ვორქშოფს ვორქშოფი მოიცავს სხეულის მანიპულირების შესწავლას ვიდეო ტექნიკის მეშვეობით. Luke Baio – დაამთავრა Northern School of Contemporary Dance და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლა. 2001-2006 წლებში იყო Richard Alston Dance Company-ს წევრი. 2007 წელს გადავიდა ვენაში, Dominik Grünbühel-თან სამუშაოდ. 2007 წლიდან არის Liquid…

ახლოს

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ: ახლოს ქრისტინა ციუპკე, აიშე ორონი როდესაც მიახლოვდები, ყველა ჩემი შეგრძნება შენი ფიზიკური სიახლოვის ინტენსივობით ივსება. როდესაც უკან იხევ, ჩვენი შეხვედრის გავლენა რჩება. როდესაც ჩვენ შორის მანძილი იზრდება, ჩემი ცნობიერება ხედვიდან წარმოსახვაზე გადადის. ყურადღება ყოფს სივრცეს ჩვენ შორის. ქრისტინა ციუპკე და აიშე ორონი საერთო პერფორმანსის შესაქმნელად გაერთიანდნენ. ეს…