ექსპერიმენტული ცეკვის ფილმის “იყავი წრეს” ქართული პრემიერა და ანუშკა ჩხეიძის მუსიკალური ლაივი
ფილმის შესახებ:
ფილმის მოგვითხრობს ჩვენი წინაპრების უძველეს ფესვებზე და დაგვანახებს კოსმიური კავშირების მნიშვნელობას ცივილიზაციის ამ ეტაპზე. ის გაგვახედებს მარადისობისკენ, შეგვახსენებს ძველ და პატარა ერებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი ვართ მსოფლიოსთვის, რადგან ჩვენშია ის იდუმალი გასაღები (ანბანი), რომელმაც აქამდე მოგვიყვანა შეგვანარჩუნებინა იდენტობა და გაგვიხსნა გზა მარადიული მოძრაობისკენ.
“ ყოველი საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს…”
ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი – იოანე ზოსიმე
‘’The symbols are laid around the circle and you are to locate yourself in the centre.’’-
Pathways to bliss
Joseph Campbell.
Hermes Trismegistus – “God is an infinite sphere, the center of which is everywhere, the circumference nowhere”
არქიტექტურის ისტორიის წიგნები იწყება მეგალითური კულტურიდან დოლმენებიდან, რომლებიც ყოველ ადამიანს სამყაროს მარადიულობას ახსენებს. არტეფაგებში ნაპოვნი დისკი და ტონიან ქვებზე შემორჩენილი ნიშნები (მზე,მთვარე ,ვარსკვლავები) მიგვანიშნებს ადამიანების და კოსმოსის კავშირებზე უხსოვარი დროიდან. ჩვენი ასომთავრული ანბანიც ამასვე მოწმობს: ზოგიერთი კვლევის მიხედვით შუმერებიდან იღებს სათავეს.
ანბანის პირველი ასო
ანი- მთვარე, ცა, მამრი ღვთებაა – რიცხვითი მნიშვნელობა 1.
4დონი – დღე ,ღვთება მზე ,დედა ღვთაება – რიცხვითი მნიშვნელობა 4.
9თანი- თვალი, ღვთაება სინათლე, მეცხრე ცა, რიცხვითი მნიშვნელობა 9.
11კანი- კარები , დაბადება, მარადისობა – რიცხვითი მნიშვნელობა 20.
19- რა -რა ღვთაება მზეთამზე – რიცხვითი მნიშვნელობა 100.
34- ხარი – 7000.
ფინიკიურ დედა ანბანში სულ 22 ასო ნიშანი იყო, ანუ 22 იდეოგრამა. პირველია “ალეფი” – ხარის იდეოგრამა. შემდეგია “ბეტი”, რომელიც სახლს აღნიშნავს, ხოლო მეოთრე ნიშანი “დალეთ” – კარს. ფიქრობენ, რომ ჩრდილო სემიტური ანბანი ფინიკიურიდან წარმოიშვა. ჩრდილო-სემური ანბანი 22 იდეოგრამა – აკროპონს ითვლის.
სემიტური ანბანი ალეფით – ხარით იწყება და მთავრდება
22- თავ, ჯვარი.
შუმერები ხარს დედამიწას უწოდებენ.
ასომთავრული ანით იწყება (მთვარე) და მთავრდება 35 ჯვარი ასოთანიშანი –
8000.
გამოდის, რომ ქართულ ანბანს მთვარის ღმერთის საკულტო ცხოველი – ხარი ამთავრებს და ანბანის დასასრულს აქაც ჯვარია დასმული. სემურ ანბანს ხარის “ალეფის” იდიოგრამა-აკროფონი იწყებს ხოლო ქართულ ასომთავრულს პირუკუ, ხარის იდიოგრამა-აკროფონი ამთავრებს.
ებრაული ენა – ივრითი განეკუთვნება სემიტურ ენათა ქანაანურ ჯგუფს.
იწყება ალეფით და მთავრდება ტაფ .את .
ექსპერიმენტული ცეკვის ფილმის პრემიერა შედგა ჰამბურგის ცეკვისა და ცეკვის ფილმების საერთაშორისო ფესტივალის “TANZAHOi” მთავარი პროგრამის ფარგლებში “TANZAHOi – Take Part of Another World” – 2021;
ფილმი გახდა ფესტივალის 2021 წლის გამოცემის მაყურებლის რჩეული.
ის ასევე წარდგა ფესტივალებზე:
ლუბლინის ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალი, 2021
TANZAHOi-ს ტაიპეის გამოცემა – Taiwan Bottle Post, 2022
ტრეილერი: https://vimeo.com/492112474
ფილმი შექმნილია კირკე – ცეკვისა და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმისა და საქართველოს ისრაელის საელჩოს კოლაბორაციით.
შემოქმედებითი ჯგუფი:
რეჟისორი და ქართული ანბანის ქორეოგრაფი: მაკა კილაძე
ებრაული ანბანის ქორეოგრაფი: საარ ჰარარი
მოცეკვავე: ნათია ჩიკვაიძე
მუსიკა: ანუშკა ჩხეიძე
კამერა და მონტაჟი: საბა შენგელია, დავით ნადარაია
ანიმაცია: საბა ქარსელაძე
გრაფიკული დიზაინერი: გიორგი თავშავაძე
პროდიუსერი: სალომე ჯიშკარიანი
პროექტის მხარდამჭერია ქალაქ თბილისის მერია.
პროექტის პარტნიორია აჭარა ჯგუფი.
თარიღი: 26 მარტი
ანუშკა ჩხეიძე – ფილმის მუსიკალური ლაივი
დრო: 22:00
ფილმის “იყავი წრე” ქართული პრემიერა
დრო: 22:30
მისამართი: კლუბი KHIDI
ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო.

დასწრება უფასოა.
მოსაწვევის მისაღებად თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია მოგვწერეთ ელ. ფოსტაზე: [email protected].
ღონისძიების დამსწრეებისთვის შექმნილი იქნება სპეციალური საბანკო ანგარიშის ნომერი, რომელზეც შესაძლებელი იქნება სასურველი თანხის გადარიცხვა. შეგროვილი თანხა გადაირცხენა უკრაინის მხარდამჭერ ფონდში.