კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და ისრაელის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ:

Israel Dance Film Showcase 

კირკე – ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და ისრაელის საელჩო საქართველოში წარმოგიდგენთ:

Israel Dance Film Showcase

თარიღი: 29, 30 მაისი

დრო: 16:00 – 21:00

Მისამართი: სასტუმრო რუმსი

14, მ.კოსტავას ქ.

29 მაისი

16:00 საათი (ხანრგძლივობა 30 წუთი)

 

  • დიდი ხელი, პატარა ხელი

ქალი გამართულად ზის. იცდის. მასში არსებული ჰაერი ცვლის მის სამყაროს. მისი ასაკი, მისი სახლი, მისი მოგონებები იშლება და აღდგება ლოდინის მდგომარეობიდან.

ვის ელოდება და რატომ?

დიდი ხელი, პატარა ხელი არის შლომიტ ფუნდამინსკის ახალი სოლო, რომელშიც ის იკვლევს დროსა და მოძრაობას სხეულში, რომელიც არის უმწეო, პასიური და მოქმედებს, როგორც მოგონებების კონტეინერი. იგი იკვლევს ლოდინის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას და იყენებს საკუთარ ფიზიკურობას ამბავის დასაბუთებისათვის.

 

ქორეოგრაფია და შესრულება: შლომიტ ფუნდამინსკი

მუსიკა: ნოამ ჰელფერი

კოსტიუმი: ინბალ ბენ-ზაკენი

განათება: როტემ ელროი

რეპეტიციის ხელმძღვანელი: ეინატ განზი

ვიდეო მწარმოებლები: სუზან დელალის ცენტრი, თელ-ავივის ცეკვის და საერთაშორისო ექსპოზიცია 2020

 

 

 

16:45 საათი (ხანრგძლივობა 1 საათი)

 

  • კიდევ ერთი რამ – ქორეოგრაფია: ადი ბოტროუსი

 

 

თავის ახალ ნაშრომში, „კიდევ ერთი რამ“, ადი ბოტროუსი ჯგუფის და ჯგუფში ინდივიდის არსებობის მნიშვნელობას განიხილავს. ოთხი ადამიანი ემპათიის, საერთო ბედისწერისა და ღრმა მოსმენის საფუძველზე აღიქვამს რიტუალს, რომელიც ერთდროულად თანამედროვეცაა და ტრადიციულიც.  ამის გამოცილებით ისინი ხელახლა იკვლევენ ურთიერთობას მასკულინიზმსა და ძალაუფლებას შორის, თანდაყოლილ პოტენციურ მხარდაჭერას, ინტენსიურობასა და სინქრონულობის სურვილს.

სამუშაო ჯგუფი:

ქორეოგრაფია: ადი ბოტროუსი

შემსრულებლები: არიელ გელბარტი, ჯერემი ალბერჯი, ური დიკერი, ადი ბოტროუსი

რეპეტიციის ხელმძღვანელი: მეი ზარი

განათების დიზაინი: ოფერ ლაუფერი

კოსტიუმები: სტავ სტრუზი

საუნდტრეკის დიზაინი და მონტაჟი: ადი ბოტროუსი

 

მხარდაჭერა

„კიდევ ერთი რამ“ არის ადი ბოტროუსის , Théâtre de la Ville – Paris-ის და fabrik Potsdam-ის თანაწარმოება. პროექტის მხარდამჭერია კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაარსებული დამოუკიდებელი შემოქმედების ფონდი და რეზიდენციის პროგრამა არაბულ-ებრაული საზოგადოების ცენტრში, იაფაში.

 

 

18:00 საათი (ხანრგძლივობა 1 საათი)

 

  • ჩანჩქერები – ქორეოგრაფია: ნინა ტრაუბი

 

ჩვენი სხეული იმ პეიზაჟის ნაწილია, რომელშიც ის არსებობს – მარტივი მოძრაობა, რომელიც შთანთქმულია ბუნების მოძრაობაში და ქმნის ამინდს, ტემპერატურას.

ჩვენ ვიცით, როგორ უნდა ვიყოთ ადამიანურები და ცხოველურები, როგორ გავუმკლავდეთ მარტოობას ან ჩაკეტილობას, როგორ ვიყოთ ბუნება, პეიზაჟი, შევყოვნდეთ, წავიდეთ და დავბრუნდეთ.

ეს სიმკვრივით, დროით, ფერით სავსე სპეციფიკური სამყაროა, რომელზეც შესაძლებელია სიმძაფრითა და მგრძნობელობით დაკვირვება, რაც ერთი და იგივეა. სიზუსტის შინაგანი მოთხოვნილება, წესრიგი და განმეორება დარწმუნებისა და შემსუბუქებისათვის, ქმნის ნამუშევარს, რაც ნიშნავს ღია სივრცეში გასვლას, სადაც ქარია. მოგზაურობის დაწყების გაბედვა შიშის გარეშე. წინსვლა.

 

ეს ნამუშევარი შეისწავლის სხეულის და პეიზაჟის ურთიერთობას. როგორ არის მოკრძალებული მოძრაობა ასეთი მარტივი და ათვისებული, რომ შექმნას ბუნება, კლიმატი, გამოასხივოს ტემპერატურა.

ყველგან ჩანს თავშესაფრის, დასვენების ძიება და ამ ნამუშევრის მიზანი.

 

მუსიკით გატაცებული და სხვადასხვა წყაროდან წარმოქმნილი განსხვავებული თვისებების მქონე ბგერების მეშვეობით, ყოველ წუთს ვეძებ სწორ ჟღერადობას. მე ვიკვლევ თანაბარ და განმეორებად მოძრაობას. ჩართული ვარ მოძრაობაში მზაობითა და თავშეკავებით, მაგრამ მწვერვალებს – მაღალ და დაბალ ტალღებს შორის ვმოძრაობ. ნამუშევარი ფართო სურათს  გვაჩვენებს, შემდეგ კი ნიუანსებში შედის, შეისწავლის დელიკატურ, ძალდაუტანებელ მოძრაობას, ძლიერ, უხეშ, ხანდახან მტკივნეულ მოძრაობებში ეძებს საპირისპიროს, ეძებს შუალედს.

ფერებს ვიყენებ, როგორც წყაროს და წარმოშობას. ფერი არის ზედაპირი, ტექსტურა, ემოცია, ხასიათი. ეს პროექტი შავია. შავი პლასტმასის მასალისგან დამზადებული ორი ჩანჩქერი, რომლებიც უკანა კედლის ორივე მხრიდანაა ჩამოვარდნილი და სცენაზე ცენტრში იშლება. სცენაზე სამი მოცეკვავე ქალია. მათი მოძრაობა, ვარდნასთან მიმართებაში ითხოვს გარკვეულ, სპეფიციკურ კომპოზიციას იმისათვის, რომ შეიქმნას ის პეიზაჟი, რომელშიც ისინი არიან. ეს იქნება გაელვება მათ ცხოვრებაში, ბუნებაში, სადაც ისინი ცხოვრობენ, მღერიან და ტირიან. მოცეკვავეებს გრძელი, გლუვი, შავი პარიკები აქვთ, რომლებიც მათ ჯგუფად, ერთ მთლიანობად, ჩანჩქერად აქცევს.

 

ქორეოგრაფია: ნინა ტრაუბი

მოცეკვავეები: მეში ოლინკი, კარმელ ბენ აშერი, ნინა ტრაუბი

სცენისა და კოსტიუმების დიზაინი: სია პრემინგერი

განათების დიზაინი: ჰანნი ვარდი, იაირ ვარდი

სამხატვრო ხელმძღვანელი: ნავა ფრენკელი

რეპეტიციის ხელმძღვანელი: მაიან ჰორეში, ტამარ ბენ ისრაელი

წარმოება: ეივ კრისტალი, ლირ კატზი

წარმოებულია ჰაბაიტის თეატრის მიერ, თელ-ავივი-იაფა.

მიფალ ჰაპაისის და რაბინოვიჩის ხელოვნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

19:15 საათი (ხანრგძლივობა 40 წუთი)

 

  • ნოორ – თამარ ბორერი და ტომ კლეინი

 

ნოორი არის მოგზაურობა მთავარი სუნთქვისა და მასში მოძრაობის, ბგერის ძიებისთვის.

ბნელი უფსკრულის შუაგულში, სამი შენიღბული ფიგურა ცეკვავს ჰიბრიდული ქმნილებების მოჩვენებით სამყაროში. ისინი საფარველს საფარველზე იხსნიან, საგნების გარსს შიგნიდან გარეთ ატრიალებენ და თანდათან ავლენენ მათ ჭეშმარიტ ბუნებას. “ნოორ” არაბულად სინათლეს ნიშნავს, რომელიც მოდის სიტყვიდან “დინურ” – ცეცხლის მდინარე (წინასწარმეტყველი ეზიკიელის ხილვის მიხედვით, ეზიკიელის წიგნი).

2020 წელს, წელი, რომელიც შფოთვასა და ქაოსს ნერგავს, ნოორი კაცობრიობას ახსენებს შიშზე ამაღლების, ერთმანეთზე ზრუნვის საჭიროებას. მთლიანი ნამუშევარი შედგება ოთხი ნაწილისაგან და გრძელდება დაახლოებით 40 წუთი.

 

ქორეოგრაფია: თამარ ბორერი

მუსიკა: ტომ კლეინი

მოცეკვავეები: ტამარ ბორერი, იოჩაი გინტონი, კარმელ ბენ-აშერი

მუსიკოსები: ტომ კლეინი, ბარ ერანი, ნიტაი ლევი

სცენის დიზაინი: ტამარ ბორერი

განათების დიზაინი: ტამარ ორ

კოსტიუმების დიზაინი: მალი ავივი

ოპერატორები: ოფირ ბენ-შიმონი, დანიელ პაკესი

მონტაჟი: ტამარ ბორერი, ტომ კლეინი

ნაშრომი მხარდაჭერილია განათლებისა და კულტურის სამსახურის, მიფალ ჰაპაისის და თელ-ავივის მუნიციპალიტეტის მიერ.

 

 

20:00 საათი (ხანრგძლივობა 1 საათი)

 

  • პიგულიმი – ქორეოგრაფია: ელლა როტშილდი (ხანგრძლივობა 1 საათი)

 

პიგულიმი შეიქმნა სუზან დელალის ცენტრის პირველი რეზიდენციის პროგრამაში. შექმნის პროცესმა ლუცერნში იმოგზაურა, შემუშავდა Tanz Luzerner Theatre-ის თეატრში და პრემიერაც იქ შედგა.

პიგულიმი ჰყვება ისტორიებს ისტორიებში, რომლებიც შოუს მონაწილე ინდივიდებს შორის არსებულ კავშირზეა დამყარებული.

მთავარი გმირები აუტანელი მარტოობისგან იტანჯებიან და სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე იბრძვიან.

ყველა პერსონაჟი საკუთარი მატერიალისტური ყოფის გავლით მოგზაურობს ცნობიერებაში და მათ ერთმანეთის სამყაროებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

ეს ამბები გვიჩვენებს პერსონაჟების ჰუმანურობას და უკავშირდება ცხოვრების, არსებობის და ბედნიერებისკენ სწრაფვის საკითხებს.

პიგულიმში ნაცნობი საგნები არასწორი წარმოდგენის სიმბოლოა და მარტოობის უბედურებას ასახავს.

 

ქორეოგრაფია: ელლა როტშილდი

შესრულება: არიელ ფრიდმენი, ადი ზლატინი, კერენ ლურია პარდესი

‘Maslool – Professional Dance Program’-ის მოცეკვავეები: ნოგა ელიეზერი, გილი გევა, ნოა გრონიჩი, რომი დუვდევანი, შანი ზარგარი, ნოამ ჰაიონი, ნოა ტოლედანო, ომერ ტიჩაუერი, ადამ იშაი ელდარი, რონი მორჰალაჩმი, ლალელ პილორა, იაჰავ საბაგი, ტალ კოენი

განათების დიზაინი: ოფერ ლაუფერი

მაგიდა და მხატვრობა: ოფერ ლაუფერი

კოსტიუმები: ინბალ ბენ ზაკენი

მუსიკა: გერშონ ვაისერფიერი

დრამატურგია: ტალ იაჰასი

ფოტოები: ეფრატ მაზორ

თრეილერები: როეე შალტი

‘Maslool – Professional Dance Program’

‘Maslool’-ის რეჟისორები – ნაომი პერლოვი, ოფირ დაგანი

 

ლუცერნის თეატრი:

“Dance Lucerne Theater”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი: ქეთლინ მაქნურნი

დრამატურგია და წარმოების მენეჯმენტი: სარა ბრუსის

ბალეტის ოსტატი: ევა ზმეკოვა

შემსრულებლები: ოლივია ბლანჩი, დარიო დინუზი, ლისა გარეისი, მატილდე გილეტი, ლუიჯი იმპერატო, ფოებე ჯევიტი, ტერა კელი, კარლოს კერ უმცროსი, ვალერია მარანელი, ილი მეზინი, მეთიუ პრიჩარდი, ფლავიო ქუისისანა, ილარია რაბალიატი, გაბრიელ ლორე, ჯიულიანა სოამი, ანდრეა ტომპსონი

პიგულიმი ნაწილობრივ შემუშავდა ბარიშნიკოვის ხელოვნების ცენტრში, ნიუ იორკში, რეზიდენტურის დროს.

პიგულიმს მხარს უჭერდა სუზან დელალის ცენტრის ხელოვნების რეზიდენტურის პროგრამა.

მხარდაჭერილია თავშესაფრის ხელოვნების მიერ.

30 მაისი

17:00 საათი (მოკლემეტრაჟიანი ცეკვის ფილმები: ხანრგძლივობა 1 საათი და 30 წუთი) – გარდენჰოლი

 

  • პირველ რიგში: ქორეოგრაფია და შესრულება: მაიკლ გეტმანი

 

წარმოიდგინე სამყარო, სადაც არ არსებობს მანძილი მასსა და მის ჩვენეულ ცოდნას შორის.

მაშინ როგორ ვილაპარაკოთ მასზე.

როდესაც საზოგადოების საფუძვლები ძირგამოთხრილია და არსებობის სივრცეები შემცირებული.

ალბათ ისღა დაგვრჩენია ვფოკუსირდეთ საკუთარი შინაგანი მხარის მოწესრიგებაზე, ისე, როგორც ინსტრუმენტს მომართავენ ხოლმე სიზუსტის მისაღწევად.

 

„პირველ რიგში“, არის ხუთი პოზიციის პირველი თავი. ამ გამეორებაში გეტმანი იყენებს სიტყვებს და აღწევს იქამდე, რაც ითქვა და იქამდე, რაც სტრიქონებს შორის ითქმება. საკითხი, ფორმა, მოქმედება, საგანი და წარმოდგენა, მცნება და მოთხოვნა, არარაობა და არაფერი. აგურ-აგურ, ჰუმანურობასთან შეხების პირადი მცდელობა – ხილული მახე.

 

ქორეოგრაფია და შესრულება: მაიკლ გეტმანი

დრამატურგია: იაელ ვენეზია

მუსიკა: ეიტეტსუ ჰაიაში-ს – O-taiko

განათების დიზაინი: იაირ ვარდი

ვიდეო რეჟისორი: იდან ჰერსონი

ეფექტები: იდან ჰერსონი, ოფირ იუდილევიჩი

ტექსტები: იაელ ვენეზია, მაიკლ გეტმანი

საერთაშორისო ურთიერთობები: კატერინა ვასილიადის

ნამუშევარი მხარდაჭერილია დერიდას ცეკვის ცენტრის, ბულგარეთის და მიფალ ჰაპაის კულტურის და ხელოვნების საბჭოს, ისრაელის, სუზან დელალის ცენტრის და ისრაელის ქორეოგრაფთა ასოციაციის მიერ.

 

 

  • შენთვის ტყუილი ლამაზია (წარმოსახვითი თამაში ნაწილი 1) – ქორეოგრაფია, ტექსტი, ვოკალი და საუნდტრეკის დიზაინი: ანაბელ დვირი

რა არის ნაწარმოები, რომელიც თავისთავად წარმოადგენს ანტითეზისს? კლოდ დებიუსის “სიმების კვარტეტის” ფიზიკურ-ვოკალურ ტრიოში, როლინგ სტოუნსის როკ-პოპსა და ლედ ზეპელინის კელტურ ფოლკ-როკში, ქალის ფორმაში არსებული მოძრავი სხეული ეხვევა თეატრალურ მითოლოგიურ სივრცში, რომელიც იხსენებს ანაბელ დვირში და სხვა შემსრულებლებში ჩაბეჭდილ დნმ-ს. ამ ახალ რეინკარნაციაში, ისინი აღმოაჩენენ მათი განვითარებადი, პერფორმაციული ფსიქიკის სხვა შესაძლებლობებს. ისინი იკვლევენ საკულტო ფსიქოდელიურ როკსა და რომანტიკულ კლასიკურ ბგერებს შორის არსებულ დაძაბულობებს. ქალურობასა და ანიმალიზმს შორის; გამოსახვით აქტსა და ანიმაციას შორის. ეს ძაბვები იშლება და ინგრევა ქორეოგრაფიის მარადიული ცნობადობის, ტკივილსა და სიამოვნებას შორის არსებობის, ცნობიერებისა და მყოფადობის, ცილისწამებისა და სოლიდარობის აქტის მიერ. ისინი არიან პარადოქსში არსებული სხეულები, რომლებიც შესისხლხორცებულ ცოდნასა და გამოცდილებასთან ერთად მოგზაურობენ საკუთარ სხეულში.

ქორეოგრაფია, ტექსტი, ვოკალი და საუნდტრეკის დიზაინი: ანაბელ დვირი

შემსრულებლები: ლაილ გორენი, დანა ნაიმ ჰაფოუტა, ანაბელ დვირი

მუსიკა: Claude Debussy “String Quartet in G Minor, Op.10, L.91: II”; The Rolling Stones “She’s a Rainbow”; Led Zeppelin “The Battle of Evermore”.

ვიდეოს რეჟისორი და მემონტაჟე: ანაბელ დვირი

კინემატოგრაფი და მემონტაჟე: ერეზ შვარცბაუმი

განათების დიზაინი: ნოა ელრანი

წარმოსახვითი გულ-მკერდი: ნოა ელრანი, გილი გოდიანო, ანაბელ დვირი

 

  • ლურჯი ზონა – ქორეოგრაფია: გალიტ ლისი

“ლურჯ ზონაში”, რომელიც წარმოდგენილია 65-80 წლის ასაკის 12 ქალისაგან შემდგარი ანსამბლით, გალიტ ლისი იკვლევს დაბერების გამოცდილებას სხეულისა და მოძრაობის საშუალებით. იგი გვაჩვენებს მოძრაობის გზას საშემსრულებლო და საზოგადოებრივ სფეროში, რომელიც გამოწვევაა სტანდარტული მოცეკვავის სხეულისა და გაბატონებული სოციალურ-პოლიტიკური წარმოდგენებისათვის. მის შემსრულებლებს სააშკარაოზე გამოაქვთ თავიანთ სხეულზე გამოსახული კოლექტიური ბიოგრაფია, რომელიც შემდგარია სოციალურ-ეროვნული იდეებით და სიონისტური ეთოსით. ისინი ამავდროულად ხსნიან იმას, რაც ეროსსა და სხეულს სივრცეს აძლევს. “ლურჯ ზონაში” წარსული აწმყოს ხვდება და კოლექტიური იდეოლოგია ნებდება კერძო მოძრაობებს, ბადებს შეკითხვებს ერთგულების, იდენტობის, ადგილისა და სახლის შესახებ. „ლურჯი ზონის“ პრემიერა შედგა ისრაელის ფესტივალზე, 2020 წელს.

ქორეოგრაფია: გალიტ ლისი

თანაავტორი: ორიტ გროსი

შემსრულებლები: ადა ნაგარი, ჰალინა შამშინსი, ნაომი იაჰელი, ნურიტ ლიმორი, ორიტ გროსი, ორნა შური, სარა დაგანი, სმადარ კარმონი, სმადარ  ელადი, ტერი კისჩინოვსკი, ვერედ იატზივი და ზიპორა რამ ფინკი

დრამატურგია: ნატალი ზუკერმანი

მუსიკა: ავი ბელიელი

კოსტიუმები: მაია ბაში

დადგმა: ირის მუალემი

განათების დიზაინი: როტემ ელროი

ხმა: მარკო ტომაზიმ მილევსკი, მითითებები, მიშალ ოპენჰეიმი

ფოტოგრაფი: ელი პასი

შოუს მენეჯერი: ნოა დარი

საერთაშორისო მენეჯმენტი და წარმოება: ალინა ფელდმანი

ვიდეო და მონტაჟი: ორენ მანსურა

ვიდეო მიქსი: მარკო ტომაზინ მილევსკი

ფოტოები: ელი პასი, ლირონ ვეიზმანი

 

  • ინვენტარი – ქორეოგრაფია და შესრულება: ნოა დარი

 

ლაბირინთსა და მრავალშრიან სივრცეში გადაადგილებისას, რომელიც შედგება ოცი წლის განმავლობაში შექმნილი ნამუშევრების რეკვიზიტებისაგან, ნოა დარი მიჰყვება მის მიერ შექმნილ აორთქლებად შინაარსს. გარეკანი, რომლებმაც განსაზღვრეს ის სივრცეები, სადაც ოდესღაც მისი ქორეოგრაფიები არსებობდა, წარმოდგენილია როგორც არქეოლოგიური მტკიცებულება და ბადებს კითხვებს მათი ნამდვილობის შესახებ.

“ინვენტარი” მოძრაობს პერიოდებს, ხელსაყრელ პოზიციებსა და ადგილებს შორის, სადაც ეს ნაწარმოებები გვხვდება როგორც პირად, ისე კოლექტიურ მეხსიერებაში.

ეს ქაოტური და ფრაგმენტული ქმედება, ნაკარნახევი მეხსიერების არამდგრადი და მრავალსახიანი ბუნებით, ეყრდნობა ფიზიკური ობიექტების ხელშესახებობას და მისი კომპონენტების ახალ ნარატივში მოქცევას.

 

ქორეოგრაფია და შესრულება: ნოა დარი

მუსიკა და ხმის დიზაინი: ელად შნეიდერმანი

სივრცის დიზაინი: ნოა ნასი

განათება: ნოა ელრანი

სამხატვრო კონსულტანტი და რეპეტიციის ხელმძღვანელი: იალ ვენეზია

კოსტიუმები, დადგმები და რეკვიზიტები ნოა დარის ნამუშევრებში: მოშიკ იოსოფოვი, ატალია ბენ-მენაჩემი, ეინატ ნირი, ავი სეჩვი, პოლინა ადამოვი, სვეტლანა ბერგერი, მიშალ შამირი, ნატი შამია ოფერი და მიშალ ბასადი

მუსიკალური ნაწყვეტები ნოა დარის ნაშრომებში: Avi Belleli – Clouds and Soup 2005, Uri Frost – In a black black land 2003, Tetris 2006, Israel Bright – Biting peels 1997, The Tractor’s Revenge – Nothing But 1996, Karni Postel – Home 2001, Udi Kumeran (editor) – Achilles Tendon 1999, Strange 2000

ტექსტური ნაწყვეტები და მოცეკვავეების მოგონებები: იოსეფ ელ დრორი, ირის ლანა, შელი კლინგი, ასაფ შათზი, ნაჩშონ სტეინი, ნოა როსენთალი, ნოა შავითი, ილაია შალითი, ნირ დე ვოლფი, მიკი ბაში, ირად მატზლიაჰი, შლომიტ ფუნდმინსკი, მორ ნარდიმონი, მაია ბრინერი, რენანა რაზი, ნოა დარი, მიშალ მუალემი

ვიდეო ფოტოგრაფია: ოფირ ბენ შიმონი, დანიელ პაკესი

მონტაჟი: როტემ სუდმანი

ფოტოები: ტამარ ლამი

 

  • მარამუ (ნაწილი 2) ქორეოგრაფია და შესრულება: რებეკა ლუფერი და მათეუს ვან როსუმი

 

მარამუ ნაწილი 2 დადგმულია მომავალ სამყაროში, სადაც არეულობამ გადაიარა და შავბნელი რეალობა უკვე ჩვეულებრივი რამაა. ორი მიტოვებული არსება იზიარებს საკუთარი ჰუმანურობის ძებნის და საშინელ რეალობაში თავისუფლების აღმოჩენის ორმხრივ გამოცდილებას.

კაცობრიობამ უნდა ისწავლოს, რომ მათ აღქმაში გაცილებით ნაკლები კონტროლია და ის, თუ რა ადვილია გახდე გარემოების მსხვერპლი. ნაშრომი გვიჩვენებს კავშირის საჭიროებას და იმას, თუ როგორ უნდა გავიაროთ ადაპტაცია. ადამიანის ბუნებისა და ხელოვნური ინტელექტის კონტრასტიდან და ინტეგრაციიდან მიღებული ინსპირაციით, მარამუ ნაწილი 2 საბოლოო ჯამში ეძებს არაადამიანურ სამყაროს. ესაა ალტერნატიული რეალობის პროექცია, ინტიმურ სივრცეში გაელვებით.

 

ქორეოგრაფია და შესრულება: რებეკა ლუფერი და მათეუს ვან როსუმი

მუსიკა: მათეუს ვან როსუმი

ტექნიკური პროდიუსერი: დენის ვან დრიელი

განათება და კოსტიუმების დიზაინი: რებეკა ლუფერი და მათეუს ვან როსუმი

რეჟისორი: დავიდს დანოს

მონტაჟი: დავიდს დანოს და რებეკა ლუფერი

ფოტოები: რან იეჰეზკელი, ტონ ვან ტილი

 

  • სხეული # 1 – ქორეოგრაფია: რონი კადაში

 

“ასე რომ მათი კიდურები მყარ ერთიანობაში გადაიზარდა, აღარ არსებობდა ორი არსება – გარდა მათი გაორმაგებული ბუნებისა, არც ქალი და არც კაცი, არც ეს არის და არც ის; მაგრამ ამის მიუხედავად, ეს არის და ეს”

მეტამორფოზები, ოვიდიუსის IV წიგნი

 

ქორეოგრაფია: რონი კადაში

შემსრულებლები: მაია შვარცი და იდო ბარაკი

მუსიკა: ნილს ფრაჰმი, პატრიკ უოტსონი, სიგურ რუსი

განათების დიზაინი: ამირ კასტრო

კოსტიუმების დიზაინი: Reut Shiva

ვიდეო: დენიელ პაიკი

 

ნამუშევრის მხარდამჭერია სიუზან დელალის ცენტრი და ისრაელის კულტურის სამინისტრო.

 

  • შავი ქამარი – ადამას ცეკვის კომპანია

 

საბრძოლო ხელოვნებაში “შავი ქამრის” ტესტი ნიშნავს უმაღლესი დონის გამოცდილებისა და ტაქტიკის მიღწევას. 2019 წლის ნოემბერში IDF- ის ბოლო ოპერაციას ღაზაში “შავი ქამარი” უწოდეს.

ეს არის გზის დასაწყისი გავაცნობიეროთ ჩვენი ძალაუფლება, შესაძლებლობები და გამოვიყენოთ ისინი გააზრებულად. მიზანი არ არის საბოლოო შედეგი, არამედ თავად გზა.

ამ ეტაპზე სამუშაო მხოლოდ საკუთარ თავთან არის.

ეს არ არის გამარჯვებისთვის ან დამორჩილებისთვის, არამედ სხვების პირისპირ მიღებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი ჩემი ანარეკლია და რომ რეალურად “ბრძოლა” მხოლოდ საკუთარ თავთან მაქვს.

 

ადამას ცეკვის კომპანია დაფუძნებულია სდეროთში, ღაზას საზღვართან მდებარე ქალაქში. ვიდეო გადაღებულია გოგირდის მიტოვებულ ქარხანაში, რომელიც ღაზას მოპირდაპირედ მდებარეობს, იმ ადგილას, სადაც ორივე მხარის მიერ ხორციელდებოდა ოპერაციები, თუმცა ახლა გამყოფი ზოლია. დაუცველობა, გაურკვევლობა, გაუცხოება, ტრავმა, ტკივილი – ეს საიდენტიფიკაციო ნიშნებია.

იმის გააზრებას, რომ არ არსებობს ფიზიკური გაყოფა, შესაძლოა  თითოეული ჩვენგანის განკურნების საშუალება მოეცა, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გეოპოლიტიკურ სივრცეში, რამაც ასევე შეიძლება მოგცევს საშუალება უბრალოდ ვიყოთ, დავაკვირდეთ, ვისუნთქოთ, გავძლიერდეთ.  პირველ რიგში თვალი უნდა გავუსწორო იმ პიროვნებას, რომელიც ვარ, აქ და ახლა. ვისწავლო დამოუკიდებლობა და სიძლიერე, სიფრთხილის მიღმა მოქმედება, დავძლიო ილუზია, სიზმარი და დავაკვირდე რეალობას ღია და მშვიდი თვალებით.

 

1917 წლის ნოემბერში, ბრიტანეთის ჯარის მიერ ღაზას დასაპყრობად (ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ) თვეების განმავლობაში მოსამზადებელი სამუშაოების დროს, სერ ლეონარდ ლოიდ უილიამსი, გეოლოგი, ნაღმების ინჟინერი და ბრიტანეთის დაზვერვის ოფიცერი ადგილობრივ ბედუინებთან ერთად აკვირდება გოგირდის დეპოზიტებს.

როდესაც ომი დასრულდა, უილიამსი დაბრუნდა ქვეყანაში და 1929 წელის ბოლოს დაასრულა გეოლოგიური კვლევების ჩატარება იმ მიწებზე, რომლებიც Abu Mualik-ის კლანისგან მიიღო. მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ ამ მიწებში გოგირდის მაღალი კონცენტრაციის დეპოზიტებია, მან ბრიტანეთის მთავრობისგან ასობით დუნამის წარმოების კონცესია მიიღო 26 წლის განმავლობაში (1966 წლამდე). 1930 წელს უილიამსმა დაარსა “პალესტინის გოგირდების კარიერების შპს” – 37500 ლირის რაოდენობის დაფინანსებით. აქციების 55% გაიყიდა ბრიტანელებზე, ხოლო 45% არაბებზე, რომელთა უმეტესობა ღაზადან იყო. 1930 წლიდან დაიწყო კარიერების მშენებლობა. ტექნიკა ბრიტანეთიდან ჩამოიტანეს, ხოლო მშრომელები იყვნენ ბედუინები და ღაზას მკვიდრნი.

 

 

 

 

წარმოება: Adama Dance Center

რეჟისურა: Liat Dror

ქორეოგრაფია: Liat Dror

საჰაერო აკრობატიკა: Michal Arazi

მოცეკვავეები: Itay Dalumi, Adi Gewurtz, Eirad Ben gal, Oren Roussou

კამერა: Amichay Lavon

მონტაჟი: Eirad Ben gal

სცენარი: Liat Dror

მუსიკა: Itay Dalumi

 

18:30 საათი – გარდენჰოლი

 

  • პიგულიმი – ქორეოგრაფია: ელლა როტშილდი (ხანგრძლივობა 1 საათი)

 

პიგულიმი შეიქმნა სუზან დელალის ცენტრის პირველი რეზიდენციის პროგრამაში. შექმნის პროცესმა ლუცერნში იმოგზაურა, შემუშავდა Tanz Luzerner Theatre-ის თეატრში და პრემიერაც იქ შედგა.

პიგულიმი ჰყვება ისტორიებს ისტორიებში, რომლებიც შოუს მონაწილე ინდივიდებს შორის არსებულ კავშირზეა დამყარებული.

მთავარი გმირები აუტანელი მარტოობისგან იტანჯებიან და სიკვდილ-სიცოცხლის გზაგასაყარზე იბრძვიან.

ყველა პერსონაჟი საკუთარი მატერიალისტური ყოფის გავლით მოგზაურობს ცნობიერებაში და მათ ერთმანეთის სამყაროებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ.

ეს ამბები გვიჩვენებს პერსონაჟების ჰუმანურობას და უკავშირდება ცხოვრების, არსებობის და ბედნიერებისკენ სწრაფვის საკითხებს.

პიგულიმში ნაცნობი საგნები არასწორი წარმოდგენის სიმბოლოა და მარტოობის უბედურებას ასახავს.

 

ქორეოგრაფია: ელლა როტშილდი

შესრულება: არიელ ფრიდმენი, ადი ზლატინი, კერენ ლურია პარდესი

‘Maslool – Professional Dance Program’-ის მოცეკვავეები: ნოგა ელიეზერი, გილი გევა, ნოა გრონიჩი, რომი დუვდევანი, შანი ზარგარი, ნოამ ჰაიონი, ნოა ტოლედანო, ომერ ტიჩაუერი, ადამ იშაი ელდარი, რონი მორჰალაჩმი, ლალელ პილორა, იაჰავ საბაგი, ტალ კოენი

განათების დიზაინი: ოფერ ლაუფერი

მაგიდა და მხატვრობა: ოფერ ლაუფერი

კოსტიუმები: ინბალ ბენ ზაკენი

მუსიკა: გერშონ ვაისერფიერი

დრამატურგია: ტალ იაჰასი

ფოტოები: ეფრატ მაზორ

თრეილერები: როეე შალტი

‘Maslool – Professional Dance Program’

‘Maslool’-ის რეჟისორები – ნაომი პერლოვი, ოფირ დაგანი

 

ლუცერნის თეატრი:

“Dance Lucerne Theater”-ის სამხატვრო ხელმძღვანელი: ქეთლინ მაქნურნი

დრამატურგია და წარმოების მენეჯმენტი: სარა ბრუსის

ბალეტის ოსტატი: ევა ზმეკოვა

შემსრულებლები: ოლივია ბლანჩი, დარიო დინუზი, ლისა გარეისი, მატილდე გილეტი, ლუიჯი იმპერატო, ფოებე ჯევიტი, ტერა კელი, კარლოს კერ უმცროსი, ვალერია მარანელი, ილი მეზინი, მეთიუ პრიჩარდი, ფლავიო ქუისისანა, ილარია რაბალიატი, გაბრიელ ლორე, ჯიულიანა სოამი, ანდრეა ტომპსონი

პიგულიმი ნაწილობრივ შემუშავდა ბარიშნიკოვის ხელოვნების ცენტრში, ნიუ იორკში, რეზიდენტურის დროს.

პიგულიმს მხარს უჭერდა სუზან დელალის ცენტრის ხელოვნების რეზიდენტურის პროგრამა.

მხარდაჭერილია თავშესაფრის ხელოვნების მიერ.

 

18:30საათი (ხანგრძლივობა 1 საათი) – ივენთ რუმი

 

  • არავის ქვეყანა – ქორეოგრაფია: მაიან კოენ მარჩიანო (18+, ხანგრძლივობა 1 საათი)

“არავის ქვეყანაში” მაიან კოენ მარჩიანო აგრძელებს მის ნაშრომს შიშველი სხეულით. ადი შილდანთან და მიშალ სამამასთან კოლაბორაციით, ისინი იყენებენ შიშველი სხეულის შესაძლებლობას, რომ ყოველთვის ერთდროულად იმყოფებოდნენ სხვადასხვა ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიებს შორის. კარგად ფორმულირებული მოძრაობის მექანიზმების გამოყენებით, მათი სხეულები ერთმანეთს შორდება და ისევ უერთდება, ათავისუფლებს და აღადგენს კულტურულ და სოციალურ კონტექსტებს, იძენს ახალ არსს და მნიშვნელობებს. ისინი ქმნიან დროებით ავტონომიას, რომელშიც ახდენენ სხეულის, ქალურობის, არქიტექტურულ, აუდიალურ და საშემსრულებლო სივრცის გადაფასებას.

 

ქორეოგრაფია: მაიან კოენ მარჩიანო

მოცეკვავეები და შემქმნელები: მიშალ სუნამა, ადი შილდანი

მხატვრული კონსულტაცია: არი ტეპერბერგი

ნამუშევარი შეიქმნა კელიმის ქორეოგრაფიის ცენტრის რეზიდენტურის პროგრამაში და მხარდაჭერილია მიფალ ჰაპაის კულტურის და ხელოვნების საბჭოს მიერ.

 

20:00

  • იაგი – ოჰად ნაჰარინის ფილმი

ოჰად ნაჰარინის იაგი ცეკვის კომპანია ბაჩევას პირველი დადგმის ადაპტაციაა ეკრანისთვის. ნაჰარინი, როგორც რეჟისორის, ისევე ქორეოგრაფის რანგში, თავისი ნამუშევრის გადმოცემისთვის იყენებს კინემატოგრაფიულ ენას. სცენის გაქრობა, რომელიც ახლა კინემატოგრაფიულმა ჩარჩომ შეცვალა, ხელს უწყობს მოცეკვავეებთან უშუალო შეხვედრას.

ვიდეო მხატვარმა, როე შალტიმ, გადაიღო და დაამონტაჟა ნაშრომი ნაჰარინთან ერთად. შიშველი სივრცე, იმავე განათების გამოყენებით, არის დახვეწილი მოძრაობის პარამეტრი.

იაგი გადაიღეს 2020 წლის ოქტომბერში, ბაჩევას ვარდას სტუდიაში, სუზან დედალის ცენტრში, თელ-ავივში.

 

“ცეკვის სიყვარული, ლტოლვა, ემოციების ჭეშმარიტ მოძრაობად გარდაქმნა,

მოცეკვავეების მიერ შთაგონებული შინაარსი, რომელიც მე არ დამიწერია, დახვეწა და გაზვიადება, ოჯახი, შეხება, ტექსტურა, დინება, სიცილი საკუთარ თავზე, სიკვდილი, დრო, სხეული, ვნება, წარმოსახვა, ბედის ნამცხვრები, სიშიშვლე, წითელი, ღარი, კონტროლი, სიამოვნება, დანებება” – ოჰად ნაჰარინი

50 წუთი. ნაშრომი შეიცავს სიშიშვლეს.

 

რეჟისურა: ოჰად ნაჰარინი | კინემატოგრაფია: როე შალტი | მონტაჟი: როე შალტი და ოჰად ნაჰარინი | კოსტიუმები: ერი ნაკამურა | განათების კონსულტანტი: ავი იონა ბუენო (ბამბი) | მუსიკა: ჯონ ზორნ, გაეტანო დონიზეტი, ჯონ ტავერნერი, ენიო მორიკონე, რან სლავინი | ტექსტი: ოჰად ნაჰარინი

 

შესრულებულია ბაშტევას ექვსი მოცეკვავის მიერ, სეზონი 2020/2021:

იაელ ბენ ეზერი, შონ ჰოუი, ლონდი ხოზა, იგორ პტაშენჩუკი, იონი (იონათან) სიმონ, ჰანი სირკისი

 

წარმოებულია ბაჩევას ცეკვის კომპანიის მიერ, 2020 წლის ოქტომბერში, გადაღებულია ვარდას სტუდიაში, ვარდა კენის ხსოვნის საპატივსაცემოდ, სუზან დელალის ცენტრი, თელ-ავივი.

 

პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია.

პროექტის პარტნიორია სადაზღვევო კომპანია არდი