კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა წარმოგიდგენთ:

Luke Baio & Dominik Grünbühel-ის ვორქშოფს

ვორქშოფი მოიცავს სხეულის მანიპულირების შესწავლას ვიდეო ტექნიკის მეშვეობით.

Luke Baio – დაამთავრა Northern School of Contemporary Dance და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლა. 2001-2006 წლებში იყო Richard Alston Dance Company-ს წევრი. 2007 წელს გადავიდა ვენაში, Dominik Grünbühel-თან სამუშაოდ. 2007 წლიდან არის Liquid Loft/Chris Harring-ის წევრი. Luke Baio-ს სცენოგრაფიას იყენებენ Alexander Gottfarb, Radek Hewelt, Bankett, Charlotta Ruth & Clélia Colonna.

Dominik Grünbühel ეუფლებოდა თანამედროვე ცეკვებს ვენასა და ლონდონის თანამედროვე ცეკვის სკოლაში – The Place. 2016 წელს ასევე დაამთავრა ციფრული ხელოვნების ფაკულტეტი. ბოლო წლებში დაკავებულია ქორეოგრაფიითა და ვიდეო პროექციების ფროდაქშენით. Dominik Grünbühel-ს ნამუშევარი აქვს შემდეგ დასებთან: Charlotta Ruth, Michael Bruckner, Bankett, Konic Thtr (Barcelona) and Rupert Huber, Judith Unterpertinger & Katherina Weinhuber.

თარიღი: 13 მაისი
დრო: 17:00
ხანგრძლივობა: 3 საათი
ადგილი: კლუბი KHIDI