ხანგრძლივობა: 14:11

ქორეოგრაფია და პერფორმანსი: Iran Avni

 

ამ სამყაროში არაფერია ჩემს გარდა.

ყველაფერი ჩემს ქვემოთაა. მე სრულვყოფ სინათლესა და სილამაზეს. მე მაქვს მდიდარი შინაგანი სამყარო. მე ვარ სიყვარული და სრულყოფილება.

მხოლოდ ჩემი ანარეკლი არსებობს, მე ავსახავ საკუთარ თავს რომელიც ირეკლავს ჩემს თავს. მე ვარ დაცული ყვავილი.

 

შენ შეიძლება გრძნობდე რომ ფსიქოლოგიისგან სუფთა და თავისუფალი ხარ, მაგრამ ამავდროულად მკვდარი, რაღაც გაგებით.

როდესაც ცხოვრებას ეზიარები გშურს მისი, მისი სრულყოფილების. ყოველთვის გექნება სრულყოფილების დანაკლისი, ამას გპირები რომ შენი ანარეკლი არ მოგიტანს სიკვდილს, არამედ ჩაიხედავს შენს ყველაზე შინაგან ფენებში, იმ ფარულ მხარეებში, რომლებიც ხშირად ჩნდება და იფეთქებს;

უარი თქვი შენი პერსონის დაცვის მცდელობებზე.

არ გამოავლინო ყველაფერი ერთად, დატოვე ცნობისმოყარეობისთვის ადგილი.

მაგრამ შენ, შენ არ ხარ ზუსტი კლასიკური ნარცისი.

იმედი მაქვს, როცა წახვალ, შეგიყვარდება საკუთარი თავი და გაუშვი ის, სრული იქნები.

 

ხანგრძლივობა: 14:11

NARKIS-მა მოიგო “საუკეთესო პერფორმანსის” პრიზი Solocoreografico-ს სოლო ცეკვის შეჯიბრებაზე ფრანკფურტში.

 

კოსტიუმების დიზაინი და მხატვრული მრჩეველი: როსელო შმარია

ორიგინალური განათების დიზაინი: eyal daniel

მუსიკა: Gioachino Rossini, antonin dvorak, Felipe Villanueva, Kazaky

ირად ავნი ისრაელელი მოცეკვავე და ქორეოგრაფია.

ირადი 2015 წლიდან 2018 წლამდე იყო ბატშევას ცეკვის გუნდის გამორჩეული მოცეკვავეებისთვის სამწლიანი სტიპენდიის მიმღები.

როგორც მოცეკვავემ, მან მონაწილეობა მიიღო რამდენიმე დამოუკიდებელ პროექტში, როგორიცაა Niv Seinfeld და Oren Laor, და ცეკვავდა Kolben Dance Company-ში 2018-2019 სეზონის განმავლობაში და იერუსალიმის ცეკვის თეატრში 2019-2020 წლებში. ამჟამად ირადი ცეკვავს Fresco Dance Company-თან ერთად თელ-ავივში.

ირადმა შექმნა JUST DANCE 2018 წელს, ხოლო WE / OUI 2019 წელს რომელიც წარმოდგენილი იყო ისრაელში და ევროპაში. მან შექმნა ვიდეო ცეკვები, როგორიცაა HABATUL და სხვა.

მისი სოლო „NARKIS“ შეიქმნა 2019 წლის სმილანსკის ფესტივალის ფარგლებში და შესრულდა მთელ ისრაელში. მან ასევე მონაწილეობა მიიღო Machol Shalem-ის და solocoreografico-ს საერთაშორისო ქორეოგრაფიულ კონკურსში ფრანკფორტში და გაიმარჯვა “საუკეთესო შესრულების ჯილდოზე”.

2021 წლის ოქტომბერში ირადმა შექმნა ექსპერიმენტული აკვანი „K FOR HUMANITY“, რომლის პრემიერა შედგა თელ-ავივის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში CCA.

ირადი მუშაობს თეატრსა და ტელევიზიაში (როგორც მსახიობი), ახალგაზრდა ქორეოგრაფებისთვის “BRIA” პლატფორმის სამხატვრო ხელმძღვანელი, რომელიც თანამშრომლობს “MASH” ცეკვის სახლთან და “OPUS 1” სლოვენიაში და ამჟამად მუშაობს ქორეოგრაფად თელ-ავივში.