ხანგრძლივობა: 5:43

ქორეოგრაფი: იორამ კარმი

 

MORJAN ABU DEBA-ს ნამუშევრებით შთაგონებული, ქორეოგრაფ Yoram Karmi-ს სურს შეისწავლოს დროითი განზომილება, ბუნების ძალა და გაუთავებელი ციკლი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს როგორც სიზიფური და რეპარაციული, მაგრამ ასევე ოპტიმისტური და მედიტაციური.

 

მუსიკა: Gal Hochberg, Max Richter 

რეპეტიციების მენეჯერი: Inbar Nemirovsky, Noa Sarig

პერფორმანსის ავტორი: Fresco Dance Company

ფოტო: Efrat Mazor 

იორამ კარმის ბიოგრაფია:

 

იორამ კარმი დაიბადა და გაიზარდა თელ-ავივში. ის არის Fresco Dance Company-ის დამფუძნებელი, ქორეოგრაფი და სამხატვრო ხელმძღვანელი.

იორამი არის როზენბლუმის პრიზის მფლობელი ცეკვის სფეროში გამოჩენილი არტისტისთვის (2012) და მეორე პრიზიორი ცეკვის ჩრდილების ქორეოგრაფიის კონკურსის ახალგაზრდა ქორეოგრაფებისთვის(1997).

.

კარმი იყო Curtain Up Festival-ის სამხატვრო ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი 2012 და 2013 წლებში.

.

ის არის მოწვეული პედაგოგი მსოფლიოს მასშტაბით მასტერკლასებზე და ჟიური სხვადასხვა პროფესიულ ცეკვის კონკურსებში.

 

მისი შემოქმედება კომპანიებისთვის ისრაელში და მის ფარგლებს გარეთ:

ბალეტი Chongqing – ჩინეთი

თანამედროვე ცეკვის დასი – ჩენგდუ, ჩინეთი

KSU კომპანია ატლანტა – აშშ

პროექტი – სიუზან დელალის ცენტრი, თელ-ავივი

იერუსალიმის ბალეტი – ისრაელი

მაკაოს ცეკვის საერთაშორისო ფესტივალი

ისრაელის ოპერა