პლატფორმა კირკე პოლონულ ცეკვის კომპანია Performat Foundation-თან ერთად წარმოგიდგენთ:
ის რაც ცეკვაშია
ულა ზერეკის და ნათია ჩიკვაიძის პერფორმანსი.
ონლაინ მონაწილეობითი პერფორმანსი ოჯახებისთვის, და მოზარდებისთვის.
შემოგვიერთით და მონაწილეობა მიიღეთ ონლაინ ზუმ შეხვედრებში, რომლებიც წინ წარუძღვება საშემსრულებლო აქტივობებს ბუნებაში და ღია სივრცეში. მონაწილეებისთვის გადაცემული ინსტრუქციისა და მასზე დაფუძნებით ინდივიდუალური პრაქტიკების შესრულებით ჩვენ შევხვდებით ონლაინ და განვიხილავთ და წარმოვადგენთ ნაწილს ჩვენი მოკლე პერფორმანსებიდან.
მონაწილეობისთვის არ არის აუცილებელი, რომ გქონდეთ გამოცდილება.
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე:
პერფორმანსები მოიცავს ქორეოგრაფიული კომპოზიციების შექმნას ჩვენს გარშემო არსებულ ბუნებასთან მიმართებაში. თითოეული მონაწილე მიიღებს მანუალს, კოლექტიური აქტივობების სახელმძღვანელოს მთავარი პერფორმერის მიერ. განსახორციელებელი ქმედებები დაეფუძნება მანუალს, რომლებიც წარმოადგენს მოძრაობის შთაგონების წყაროს და ერთდროულად იძლევა ინდივიდუალი ინტერპრეტაციის საშუალებასაც. საჭიროა მხოლოდ სიფრთხილე, დაკვირვება და საპასუხო ქმედებების განხორციელება.
ღონისძიება არის მოსაწვევი ქორეოგრაფიის აქტიური აღქმის გზით შექმნისთვის, საზოგადოების მამოძრავებელი პრაქტიკისთვის, ჩართულობისთვის, და ბუნებრივ გარემოსთან მიმართებაში მზრუნველი (წინდახედული) გამოცდილების გაზიარებისთვის.
პროექტის მიზანია ყველა შეგრძნების გაღვიძება და ბუნებასთან აუცილებელი ურთიერთობის პირველყოფილი ქმედების გადახრა უკონტაქტო ინტერაქციის და ზრუნვის გზით. ფემინისტური ვენით გაგებული ზრუნვა: როგორც ზრუნვა ბუნებაზე – და უფრო ფართოდ – სამყაროზე.
მიმდინარე პანდემიის პირობებში, ბუნებაში გაზიარებული საზოგადო პრაქტიკა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს და ფლობს გამორჩეულ ძალაუფლებას, რაც მკვეთრად აისახება ჩვენს გონებრივ და ფიზიკურ მდგომარეობაზე.
საზოგადოებრივ ადგილებში სოციალური დისტანციის აუცილებლობა და ჩვენი აქტივობების ონლაინ რეჟიმში გადატანამ დაბადა აქტუალური კითხვები ადამიანის თანამედროვე მდგომარეობაზე, ადამიანის სხვისადმი დამოკიდებულებაზე, სხვისადმი და გარემოს მიმართ. საერთო ქორეოგრაფიული აქტივობის წარმართვა არის მცდელობა დაუპირისპირდეს დღევანდელ მდგომარეობას ადამიანურ და არაადამიანურ კავშირებში.
პროექტი მხარდაჭერილი ქალაქ თბილისის მერიის, აჭარა ჯგუფის და ასევე, 2017-2022 წლების NIEPODLEGŁA მრავალწლიანი პროგრამის ფარგლებში, ადამ მიცკევიჩის ინსტიტუტის მიერ ჩატარებული “კულტურული ხიდების” პროგრამის ფარგლებში. Www.culture.pl
თბილისის მაცხოვრებლების მონაწილეობა საშემსრულებლო აქტივობებში არის პროექტ Within Dance-ის გაგრძელება:Wrzeszc, მას ახორციელებს Polka dot Foundation, Tricity Landscape Park-ში (Trójmiejski Park Krajobrazowy). Within dance-ის ავტორები არიან: Wrzeszcz: Natalia Chylińska, Julia Kathriner, Katarzyna Kania, Katarzyna Pastuszak, Katarzyna Ustowska, Ula Zerek.
ქორეოგრაფი:
ულა ზერეკი – ფრილანს ხელოვანი, რომელიც მუშაობს ცეკვის, თეატრისა და პერფორმანსის მიმართულებით. მისი ინტერესები გარშემოცულია ისეთი კავშირებით რომლებიც ავითარებს ხელოვნების ენას. ქორეოგრაფი და შემსრულებელი 2009 წლიდან, მუშაობს როგორც ინდივიდუალურად, ასევე კოლექტიურ ჯგუფებთან ერთად (მაგალითად, In memoriam, 2014, Ties, 2015, Exposure, 2017). იგი თანამშრომლობდა Dada von Bzdülöw Theatre-თან, მონაწილეობა მიიღო მათ მრავალ ნამუშევარში.
ის ასევე ქორეოგრაფია ბავშვებისთვის შექმნილი ნამუშევრის, მაგალითად “აქ და იქ”, “შვიდი მსახური” (რეჟ. Michał Derlatka), “ოთხი სეზონი” (რეჟ. Tomasz Maśląkowski). დაამთავრა გდანსკის უნივერსიტეტი და გდანსკის სამხატვრო აკადემია. თანადამფუძნებელია Polka dot Foundation-ის, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს და განავითაროს ცეკვის ხელოვნება, მათ შორის მრავალფეროვანი დისკურსი და ახალი კონტექსტი. Polka dot Foundation იყო პოლონური ცეკვის პლატფორმის თანაორგანიზატორი გდანსკში. ბოლეკისა და თეოს დედა. ცხოვრობს და მუშაობს გდანსკში, პოლონეთი.

2-3 ოქტომბერი 2021 | 8-10 ოქტომბერი 2021.
– ბავშვიანი ოჯახებისთვის 5-12 წლამდე.
2 ოქტომბერი, შაბათი, 13:00 – ონლაინ შეხვედრა.
ინდივიდუალური პრაქტიკა, ბუნების წიაღში (პარკში, ეზოში) ონლაინ შეხვედრებს შორის.
3 ოქტომბერი, კვირა, 17:00 – ონლაინ შეხვედრა.
2 ოქტომბერი, შაბათი, 13:00 – ონლაინ შეხვედრა.
ინდივიდუალური პრაქტიკა, ბუნების წიაღში (პარკში, ეზოში) ონლაინ შეხვედრებს შორის.
3 ოქტომბერი, კვირა, 17:00 – ონლაინ შეხვედრა.
– მოზარდებისთვის 13-18 წლამდე.
8 ოქტომბერი, პარასკევი, 17:00 – ონლაინ შეხვედრა.
10 ოქტომბერი, კვირა, 13:00 – ონლაინ შეხვედრა.
8 ოქტომბერი, პარასკევი, 17:00 – ონლაინ შეხვედრა.
10 ოქტომბერი, კვირა, 13:00 – ონლაინ შეხვედრა.