კირკე - ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ:

W!O!men MADe & Music concert

W!O!men MADe

ეს მამაკაცების სამყაროა, მაგრამ არაფერი იქნებოდა მის გარეშემასთან ერთად

მამაკაცებისგან  შექმნილ ამ სამყაროში

კაცი ქმნიდა მანქანას, იარაღს, აშენებდა კედელს, იწყებდა ომს,

აკეთებდა ფულს, რომ ეყიდა….სხვა კაცებისგან,

წარმოებისა და დესტრუქციის უსასრულო გამეორებადიდი ბიჭების თამაში.

რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს ასე? და ვინ არის ეს კაცი?

როგორია ქალების შექმნილი სამყარო?

ამ სამყაროზე არავინ არაფერი იცის, რადგან ქალს უფლებაც  არ ქონდა, რომ ეცადა მაინც,

ან რადგან კაცმა ყველაფერი თავის სამყაროდ აქცია

 

ქორეოგრაფიული პერფომანსის ინსპირაციის წყარო ხელოვანი ქალები არიან, ქალები, რომლებსაც საკუთარი თავის ნდობა აქვთ, ყურს უგდებენ საკუთარ შინაგან ხმას და საკუთარი სიბრძნის კარნახით მოქმედებენშემოქმედებითი ძალის საიდუმლოებათა ძიებისას განსხეულებული მათი ხელოვნების სული, შემოქმედებით პროცესებს ხელახლა განგაცდევინებთ და მათ კვალს დაგანახებთ. ტკივილით სავსე გზა, რომლეიც განკურნების გზაცაა, ცეკვას იმ სურათხატად გარდაქმნის, რომელიც თქვენს თვალწინ ახალ პერსპექტივებს  გადაშლის  და რომელიც უკვე შექმნილი სისტემის საზღვრებს გადალახავს.

 

იუკო კასეკი იკვლევს  ჩვენი ეგზისტენციის მოწყვლადდაუცველ ბუნებას და ცდილობს, მისი მნიშვნელობა იპოვოს. მას სურს დიალოგი დაიწყოს, რათა   მომავლის შესაძლო ახლებურ სამყაროზე დავფიქრდეთ.

 

პერფორმანსი იუკო კასეკის მიერ – W!O!man MADe – 20:00სთ

ვალერი რენე – მუსიკის კონცერტი – 22:00

 

ბიოგრაფია:

_

იუკო კასეკი რეჟისორი, ბუტოს მოცეკვავე (თანამედროვე ავანგარდული ცეკვა, რომელიც იაპონიაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა), იმპროვიზატორი და მასწავლებელი, აწყობს პერფომანსებს, მოღვაწეობს ბერლინში 1995 წლიდან. ბუტოს ცეკვა და პერფომანსის ხელოვნებას დაეუფლა ბრაუნშვაიგში ანცუ ფურუკავას კლასში, რომლის დასშიცButter Tokio and Verwandlungsamt” 1989-2000 წლებში ცეკვავდა.

1995 წელს იუკო კასეკიმ და მარკ ატესმა დააარსეს ქორეოგრაფიული დასი კოკასეკიმონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში პერფომანსის არტისტებთან, მუსიკოსებთან და ვიზუალური ხელოვნების წარმომადგენლებთან ერთად.

სოლო იმპროვიზაციებით და ანსამბლებთან ერთად გამოდიოდა ევროპის სხვადასხვა ქვეყნების, იაპონიის, ტაივანის, კორეის, მალაიზიის, კანადის, მექსიკის, ბრაზილიის, ჩილეს, ურუგვაის, არგენტინის, ავსტრალიის, ინდოეთის, რუსეთის, ბურკინა ფასოს და ამერიკის სცენაზე. მისი ნამუშევრები სავსეა პოეტური და ცოცხალი სურათ-ხატებით; მსის პერფომანსები  აუტსაიდერის ეგზისტენციის გააზრებისა და მისი ასახვის მცდელობაა.

 

ვალერი რენე ბერლინში მცხოვრები ფრანგი რეჟისორი, ელექტრონული პოპ-შანსონების შემსრულებელი, მუსიკოსი, ვოკალის მასწავლებელი, მხატვარი, დიჯეი და Electro Art Pop Noir duo Noblesse Oblige-ს წევრი, პერფომანსის ხელოვანი. ფაქიზი პოეტურობით შეფერილი  სიზმრისეული განწყობილებით სავსე მისი მელოდიები და ძლიერი ენერგიით დამუხტული   სიმღერები არღვევს იმ ბნელ საზღვრებს და უხეშ ნაწიბურებს, რომლის მიღმაც  ელექტრონული მუსიკის ტერიტორიას იკვლევს.

თეო ვლადი  – სწავლობს ვიზუალურ კომუნიკაციას ედინბურგის ხელოვნების კოლეჯში, მუშაობს 2011 წლიდან ბერლინში, როგორც დამოუკიდებელი პერფომანსის არტისტი და ფილმისა და თეატრის აუდიო-ვიზუალური დიზაინერი.

 

 

პროექტის მხარდამჭერია: Check In Georgia, თბილისის მერია, სასტუმრო რუმსი თბილისში, კლუბი ხიდი, ქალთა ფონდი საქართველოში, სადაზღვევო კომპანია არდი
მედია პარტნიორი: არტარეა

კონცეფცია / რეჟისურა / ქორეოგრაფია / შესრულება : იუკო კასეკი

Live Music-მუსიკა / პერფორმანსი: ვალერი რენე

თანარეჟისორი / ვიზულაური დიზაინი: ტეო ვლადი

კოსკიუმების დიზაინი / სცენოგრაფია: იუკო კასეკი

ფოტო: სიგელ ეშკოლი

 

თარიღი: 24 ოქტომბერი, 2019

დასაწყისი: 20:00

მისამართი: კლუბი ხიდი

ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი, მარჯვენა სანაპირო

 

 

 

ფოტო/ვიდეო: საბა რამა